22 მაისი 2026, 14:41 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ემიჯნებიან იმ ვითომ გაადამიანურებულ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს, რომელსაც წარმოადგენენ ჩერგოლეიშვილი, გვარამია და ვაშაძე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

„თუმცა ვხედავთ, რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ“, - აღნიშნა მან.

წილოსანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციაში განხეთქილება კიდევ უფრო მძაფრდება.

ოპოზიციაში დაპირისპირება ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც „ტვ პირველს“ ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტში „უბორნია“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიაში ის დაბლოკილია. ჩერგოლეიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფას გიორგი ვაშაძე პირად შეურაცხყოფად იღებს.

ყველა სიახლე

22 მაისი 2026, 15:40

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პეტერ მადიარი

22 მაისი 2026, 15:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არცერთი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინაში არცერთი უნგრელი სამხედროს გაგზავნას არ აპირებს.

22 მაისი 2026, 15:21

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).

22 მაისი 2026, 15:20

მსოფლიო

Reuters: თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე კვლავ დაკეტილი დარჩება, ევროპაში გაზის დეფიციტი შეიქმნება

ევროპაში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, რადგან არსებული მარაგები იწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

22 მაისი 2026, 15:20

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სპეციალიზებულ მაუწყებელს, რომელსაც პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამები არ აქვს, უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.

22 მაისი 2026, 15:03

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მარკო რუბიო

22 მაისი 2026, 14:59

მსოფლიო

მარკო რუბიო: ნატოს ზოგი მოკავშირის ქცევა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით კარგად აღბეჭდილია და საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოს მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ირანის ომთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

რატი იონათამიშვილი

22 მაისი 2026, 14:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილისა და ზოდელავას მიმართ განაჩენზე: ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ.

ბასა ფოცხიშვილი

22 მაისი 2026, 14:40

საზოგადოება

ბასა ფოცხიშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე: წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, რაც შეეხება ჰიმნს, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები - ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და იანო ალიბეგაშვილი შეასრულებენ

წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქართლის მოქცევის, ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, - განაცხადა 26 მაისის საზეიმო ღონისძიების შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.

22 მაისი 2026, 14:34

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს 8 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

22 მაისი 2026, 14:34

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფექციური დაავადებების კონტროლის, მათ შორის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და ჰეპატიტების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს.

მარკო რუბიო

22 მაისი 2026, 14:34

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებებში „მცირე პროგრესს“ მიაღწიეს

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მცირე პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შვედეთში ნატოს წევრი ქვეყნები საგარეო მინისტრების სამიტის დაწყებამდე.

გურამ მაჭარაშვილი

22 მაისი 2026, 14:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაში არეულობაზე: ეს მათი ბუნებრივი მოცემულობაა

რაც შეეხება მათ არეულობას, ეს მათი ბუნებრივი მოცემულობაა, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალებში არსებული დაპირისპირებას.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 მაისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპული ღირებულებები დღეს გახდა პოლიტიკური შანტაჟის და სპეკულაციის იარაღი

ევროპული ღირებულებები, დემოკრატიული ღირებულებები დღეს გახდა პოლიტიკური შანტაჟის და სპეკულაციის იარაღი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 მარიამ ლაშხი

22 მაისი 2026, 14:20

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: როდესაც ფაქტებზე დამყარებული შეფასებები კეთდება საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყოველთვის ლიდერობს. როდესაც ინდიკატორად ერთვება პოლიტიკური შეფასება, საქართველო ყოველთვის კრიტიკის სამიზნეა

უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებებს საქართველოს მიმართ ობიექტური შეფასებები და დასკვნები აბათილებს - ასეთია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობის კუთხით, უმაღლესი შეფასება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის მხოლოდ საქართველომ და მონტენეგრომ დაიმსახურა.

22 მაისი 2026, 14:14

მსოფლიო

ესტონეთის მმართველი კოალიციის რეიტინგი 12%-მდე დაეცა, რაც ისტორიული ანტირეკორდია

ესტონეთის მმართველი კოალიციის რეიტინგი 12%-მდე დაეცა, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ესტონური მედია ორგანიზაცია Emor-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ემზარ გაგნიძე

22 მაისი 2026, 14:10

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, - განაცხადა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტრომა ემზარ გაგნიძემ.

22 მაისი 2026, 14:08

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

22 მაისი 2026, 14:07

საზოგადოება

36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემდეგ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.