გიორგი ვოლსკი: დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია
გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული კითხვების შეფასებისას.
მისივე თქმით, შეკითხვა, რომელიც დანიის ხელისუფლებისადმი დაისვა, გარკვეულწილად რიტორიკულიცაა.
„ეს არ არის მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე საუბარი, დანიას მიაჩნდა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრა ის აქცია, რომელიც მიმდინარეობდა და მიიღეს ძალიან ხისტი ზომები. რასაც ჰქვია მშვიდობიანი, ეგ სახელი შეიძლება, ამ აქციის მიმართ გამოიყენო. თავად ჩათვალეს, რომ ეს არის უსაფრთხოებისთვის თემა, რომელიც აუცილებლად თხოულობდა პოლიციურ, აი, ასეთ ხისტ ჩარევას, მაგრამ როდესაც შენ საუბრობ, რომ არათუ მშვიდობიანი, არამედ შემოტევა ფიზიკური, ბრუტალური შემოტევა ცეცხლით არის პოლიციის მხრიდან არის აუცილებელი, მოგერიების რეჟიმით ნაკარნახევი აქცია, ამასთან დაკავშირებით მათ პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვთ და შენიშვნის ხარისხი, რომელსაც გვაძლევენ, რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად ატარებს პოლიტიკურ ხასიათსა და შინაარსს. აქედან გამომდინარე, დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.
კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.
დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.
ყველა სიახლე
23 მაისი 2026, 15:21
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა ვთხოვო მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ ღიად გავხსნათ დისკუსია და ვისაუბროთ ევროკავშირის არამარტო დადებით, არამედ მანკიერ მხარეებზეც, რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ისე მოხდეს მოვლენების შეფასება
ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილი, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა, რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვაა, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე.
23 მაისი 2026, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ფიშერზე და ჰერჩინსკიზე: ამდენი ხანია, ვერ დავაგმობინეთ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ამ ხალხისგან ჩვენ რა უნდა მოვისმინოთ? ეს ხალხი როგორ იქნება გერმანულ-ქართული ურთიერთობებისკენ აქცენტირებული ან ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მხარდამჭერი?
ბატონ ფიშერს, რომელიც ყველა წითელ ხაზს გასცდა, შენიშვნა არაერთხელ მიუღია, მათ შორის, ჩვენგან კი არა, მათი მთავრობის მხრიდანაც იყო მის მიმართ მკაცრი ტონალობა, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
23 მაისი 2026, 15:12
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატებზე: მათი მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, დევნა, რომ ადამიანებმა არ გაიგონ სიმართლე, რომ თავიანთი ნარატივი, დღის წესრიგი მოახვიონ თავზე ყველას და როგორც მათ სურთ, ისეთი განწყობა არსებობდეს საზოგადოებაში
მათი მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, თავისუფალი სიტყვის დევნა, რომ ადამიანებმა არ გაიგონ სიმართლე, რომ თავიანთი ნარატივი, თავიანთი დღის წესრიგი მოახვიონ თავზე ყველას და როგორც მათ სურთ, ისეთი განწყობა არსებობდეს საზოგადოებაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა რეიტინგული ტელევიზიის შესწავლა მოითხოვა.
23 მაისი 2026, 15:10
მსოფლიო
მედია: ივ საკილას გარდაცვალებას ირლანდიის „ჯორჯ ფლოიდის მომენტს“ უწოდებენ - 35 წლის მამაკაცი დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით შებოჭეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა
35 წლის კონგოში დაბადებული ივ საკილა გასულ პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა დუბლინში, სავაჭრო ცენტრის გარეთ დააკავეს. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
23 მაისი 2026, 14:58
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
23 მაისი 2026, 14:58
მსოფლიო
რუსეთი უკრაინას ლუგანსკის ოლქში მდებარე კოლეჯის დაბომბვაში ადანაშაულებს
რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში მდებარე პროფესიული კოლეჯი დაბომბა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
23 მაისი 2026, 14:48
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.
23 მაისი 2026, 14:48
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ საქართველოში არის მედიამრავალფეროვნება და არ არის ის პოლიტიკა, რაც „ნაციონალების“ დროს იყო, რომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ყველასათვის სავალდებულო, გარკვეულ ძალებს რა თქმა უნდა, აშფოთებს
მედიის თავისუფლება და მედიის მრავალფეროვნება, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტულ ძალებს აშფოთებს და სწორედ ამ მიზეზით ხსნიან თავისუფალ მედიაზე ზეწოლას,. გუნდში მიაჩნიათ, რომ ამას ერთადერთი მიზანი აქვს - თავისუფალი სიტყვის ჩახშობით ადამიანები სიმართლეს ვერ გაიგებენ, რის გამოც განსხვავებულ აზრს, ევროპის სახელით დევნიან.
23 მაისი 2026, 14:43
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციელებს წვავდნენ, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო
სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ბრიუსელი დღეს საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვების შეფასებისას.
23 მაისი 2026, 14:42
მსოფლიო
რუსეთმა სომხური მინერალური წყლის „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა
„როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
23 მაისი 2026, 14:30
საზოგადოება
საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობის „NBSAP Accelerator Partnership” მხარდაჭერით, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა და გარემოსდაცვით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
23 მაისი 2026, 14:25
სამართალი
სასამართლო ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ლევან ახობაძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს
გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილემ, 250 ათასი ლარი, მოქალაქისგან ქრთამის სახით და შუამავლების დახმარებით აიღო.
23 მაისი 2026, 14:24
მსოფლიო
New York Post: აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
23 მაისი 2026, 14:20
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა
მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვან ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.
23 მაისი 2026, 13:57
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ბათუმში დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:56
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:53
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:53
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:50
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად გაეცნო.


