დავით დარჩიაშვილი: სასამართლოზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს სოლომონ ბრძენის სასამართლო გვაქვს
დავით დარჩიაშვილი
IMEDI/ვიდეოკადრი
სასამართლოზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს სოლომონ ბრძენის სასამართლო გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, არის საქართველოს სასამართლო სისტემა კატასტროფული კრიტიკის ქვეშ არის.
„ამიტომ რაღაცნაირად გაითვალისწინეთ, რომ საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტში არის დიდი უნდობლობა იმ სასამართლოს მიმართ, რომელიც შტამპავს გადაწყვეტილებებს ტროტუარზე დგომის გამო სანქცირებაზე“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
პასუხად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა, რომ „ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის აჯარიმებს, აქ საუბარია შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევაზე“.
ყველა სიახლე
23 მაისი 2026, 22:07
ჯანდაცვა
ეკატერინე შარაძე დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე - პერსონალური ამწეები დაემატა
საქართველოში იშვიათი ნევრ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერისა და სამედიცინო სერვისების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, — აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
23 მაისი 2026, 22:07
პოლიტიკა
მეტრეველი: როგორც ირკვევა, აქტივისტები თანხას აგროვებენ არა წამლის შესაძენად, არამედ ეტლების, ყავარჯნების და სხვა სამედიცინო აქსესუარების შესაძენად. ვინც არ იცის: სახელმწიფო უკვე წლებია აფინანსებს ამ ბავშვების საჭიროებებს და მხოლოდ წელს, სამი მილიონი ლარია გამოყოფილი - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ახლა ირკვევა, რომ აქტივისტები თანხას არა წამლისთვის, არამედ, ყავარჯნებისთვის, ეტლებისა და იმ საჭიროებებისთვის აგროვებენ, რასაც უკვე წლებია, სახელმწიფო აფინანსებს.
23 მაისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ჩიხელიძე: კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს. რეალობა სხვაა - სახელმწიფო უკვე წლებია, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისთვის ყოველწლიურად გამოყოფს რამდენიმე მილიონ ლარს
ჩიხელიძე აკრიტიკებს ოპოზიციას და ამტკიცებს, რომ ისინი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. მისი თქმით, მოთხოვნა „წამალი ბავშვებს“ არარეალისტური იყო, რადგან ამ ეტაპზე ამ დაავადების განკურნებადი წამალი არ არსებობს.
23 მაისი 2026, 21:59
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს
ილიაუნის მიერ დაწყებულ დიდწილად პროპაგანდისტულ კამპანიაზე - დიუშენის სინდრომით დაავადებულთათვის საჭირო ნივთების შესასყიდად თანხების მობილიზება, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განმარტება მინდა გავაკეთო, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს ამ ყველაფრის შესაძენად მათთვის. მისივე თქმით, არ გამოვა მათი ხრიკი, რომ თითქოს, სახელმწიფო ამ ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს. ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია, უბრალოდ არ ყვირის ამაზე.
23 მაისი 2026, 21:53
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით - ეტლები, მასაჟები და ა.შ., მაშ, რას მოითხოვენ „ნაცმანქურთები“ სხვების შეცდომაში შეყვანითა და ბილწი პოლიტტექნოლოგიური შულერობით?!
უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო - „წამალი ბავშვებს", „მთავრობას ფული ენანება". დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
23 მაისი 2026, 21:38
პოლიტიკა
კოტე კემულარია სიძულვილის ენაზე: ეს პრობლემა ნამდვილად არის და „იმედის“ მრავალრიცხოვანი მაყურებელი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ამ პრობლემაზე წყნარი, კომპეტენტური მსჯელობა მოისმინოს
ეს პრობლემა [სიძულვილის ენა] ნამდვილად არის და „იმედის“ მრავალრიცხოვანი მაყურებელი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ამ პრობლემაზე წყნარი, კომპეტენტური მსჯელობა მოისმინოს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, დიპლომატმა კოტე კემულარიამ. მისივე თქმით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ თემებზე სამეცნიერო კონფერენციებია საჭირო.
23 მაისი 2026, 21:37
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა
ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, რომელიც სტრასბურგში წასულიყო და იქ დადგენილიყო, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა. ასეთს ვერ დაასახელებთ. ამაზე ობიექტური შემფასებელი არ არსებობს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
23 მაისი 2026, 21:30
პოლიტიკა
„დაიცავი ილიაუნის" წევრის დავით მშვენიერაძის თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა არა მედიკამენტების, არამედ სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას მოხმარდება, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საჭიროებებს წლიურად 3 მილიონი ლარით უკვე აფინანსებს
„დაიცავი ილიაუნის“ წევრი დავით მშვენიერაძე აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა მედიკამენტების შესაძენად არ არის განკუთვნილი.
23 მაისი 2026, 21:25
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის ის მუხლიც, რომლის აღსასრულებლადაც იქმნება სპეციალური ქვედანაყოფი შსს-ში და თქვა, რომ კანონი შესაბამისობაშია ევროპულ კონვენციასთან
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგლე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ისაუბრა.
23 მაისი 2026, 21:20
სამართალი
ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ
სამართლებრივ სახელმწიფოში ნეიტრალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებს შორის ბალანსის დაცვას, არის მოსამართლე, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების ფორმატში.
23 მაისი 2026, 21:19
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის
ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა, მათ შორის, საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
23 მაისი 2026, 21:17
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ისაუბრა.
23 მაისი 2026, 21:10
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა
დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
23 მაისი 2026, 21:02
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ვინ შეაფასებს კონკრეტული გამონათქვამი შეურაცხმყოფელი იყო თუ არა? ამას შეაფასებს მოსამართლე
არ დაიკარგოს ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად არ შეიზღუდოს, უზრუნველყოფილი იყოს კრიტიკა, არ მოხდეს შეფასება სუბიექტურად - ეს ყველაფერი უკვე გადაზღვეულია კანონდებლობით, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა. მისივე თქმით, შს სამინისტროს ახალი დანაყოფი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს და ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ.
23 მაისი 2026, 21:01
სამართალი
ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ ამ საქმიდან გამომდინარე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ევროპულ კონვენციასთან სრული შესაბამისობა დაადგინა.
23 მაისი 2026, 20:58
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის აჯარიმებს, აქ საუბარია შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევაზე
„იმ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც ტროტუარზე ხდება განგებ და მიზანმიმართულად ბლოკირება სხვა მოქალაქეთა გადაადგილების, აქ ამაზეა საუბარი და არა იმის გამო, რომ ვიღაცა ტროტუარზე დგას, ამის გამო არავინ არავის აჯარიმებს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
23 მაისი 2026, 20:50
პოლიტიკა
კოტე კემულარია: საქმეზე „ირაკლი მილაძე - საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება, რაც მიიღო სტრასბურგმა, მიმაჩნია, რომ დადებითია საქართველოსთვის, რადგან იქ მართლაც არის ძალიან ბევრი რამ გადმოცემული პოზიტიური თვალსაზრისით
„საკითხი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას და სიძულვილის ენას უკავშირდება და ეს უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, მაგრამ უნდა დაეწიოს იმ ტექნიკური საშუალებების განვითარებას, რადგან პატარებიც უყურებენ ამას და ის კონკრეტული საქმე „ირაკლი მილაძე - საქართველოს წინააღმდეგ“ და ის გადაწყვეტილებაც, რაც მიიღო სტრასბურგმა, მიმაჩნია, რომ დადებითია საქართველოსთვის, რადგან იქ მართლაც არის ძალიან ბევრი რამ გადმოცემული როგორც პოზიტიური თვალსაზრისით, რომ ეს ასეც არის ნამდვილად. იქ მითითებულია, თუნდაც ავიღოთ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ კაცს შეუფარდეს 500 ლარი ჯარიმა.
23 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი: ბავშვების თემას ამოფარებულ „დაიცავი ილიაუნის“ „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს. უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება - საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების სხვა საჭიროებებზე, არადა, ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის. მაშინ, რასთან გვაქვს საქმე?
ბავშვების თემას ამოფარებული „დაიცავი ილიაუნი“ რაც არის, ალბათ, სახელიც გეუბნებათ. უბრალოდ დავამატებდი, რომ ამ ორგანიზაციას გვარამიას "ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.
23 მაისი 2026, 20:43
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქმეში შემოდის სიძულვილის ენა, იქ ჯანსაღი დისკუსიის ადგილი სულ უფრო იკვეცება
როდესაც საქმეში შემოდის სიძულვილის ენა, იქ ჯანსაღი დისკუსიის ადგილი სულ უფრო იკვეცება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა. დეპუტატის თქმით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების მიზანი უპირველესად არის ის, რომ საზოგადოებაში მიმდინარეობდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მათ შორის საკმაოდ მწვავე ფორმებით გამოხატული.


