დავით ქართველიშვილი: დიდი ალბათობით, ნაცსექტანტების 26 მაისის უკანონო შეკრებაზე ჩვენ ვეღარ ვიხილავთ უნგრეთის სახელმწიფო დროშებს და ბანერებს წარწერებით - „ბუდაპეშტის შემდეგ, თბილისია"
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაზეთ Die Weltwoche- ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის მცდელობა, ჩამოეშორებინა კონტინენტზე ვიქტორ ორბანის გავლენა, უშედეგოდ დასრულდა.
ქართველიშვილის თქმით, სტატიაში საუბარია უნგრეთის მოქმედი და ყოფილი ლიდერების პოლიტიკური შეხედულებების მსგავსებზე.
„დიდი ალბათობით, ნაცსექტანტების 26 მაისის უკანონო შეკრებაზე ჩვენ ვეღარ ვიხილავთ უნგრეთის სახელმწიფო დროშებს და ბანერებს წარწერებით - „ბუდაპეშტის შემდეგ, თბილისია". ევროკავშირის მცდელობები, ჩამოეშორებინა კონტინენტზე ვიქტორ ორბანის გავლენა, უშედეგოდ დასრულდა, რადგან უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, უარი თქვა ბრიუსელის ანტირუსული დირექტივების შესრულებაზე. ამას კი იუწყება არა ქართული დასანქცირებული მედია, არამედ გაზეთი Die Weltwoche.
გამოცემა აღნიშნავს მოქმედი და ყოფილი ლიდერების პოლიტიკურ შეხედულებებში მსგავსებას: „ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები თანდათან ხვდებიან, რომ უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დიდად არ განსხვავდება ძველისგან. მადიარმა ისინი იმედგაცრუებული დატოვა“, - წერს გამოცემა. ჟურნალისტები ხაზს უსვამენ მოქმედი პრემიერ-მინისტრის რიტორიკაში რუსოფობიის არარსებობას. პოლიტიკოსმა ევროპელ კოლეგებს შეახსენა რუსეთის უცვლელი გეოგრაფიული მდებარეობა და განაცხადა, რომ ევროპა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდება რუსული გაზის შეძენას.
პრინციპში, თუ ნაცსექტანტები მაინც დაადგებიან გზას: „ჩვენ - უნგრეთი ვართ!" და ამ შეძახილებით აიკიდებენ ადმინისტრაციულ სასჯელებს უკანონო შეკრებაში მონაწილეობის გამო, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. პეტერ მადიარის რიტორიკამ ევროპელი ბიუროკრატების სიხარული ჩაშალა და იქნებ ჩვენს შერეკილებამდე ამ ინფორმაციას ჯერ არ მიუღწევია. სტატიის ავტორები ევროჩინოვნიკებს შორის მწარე იმედგაცრუებას პროგნოზირებენ სხვა ადამიანების საარჩევნო პროცესებში მუდმივი ჩარევის გამო, რაც აშკარად „აგრესიული" და "ანტიდასავლური" რიტორიკაა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 12:39
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამცხე ჯავახეთის საოლქო და ახალციხის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა თამუნა მურჯიკნელმა და გრიგოლ კაპანაძემ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
25 მაისი 2026, 12:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე: ჩვენ არათუ უარი ვთქვით, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის, ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის
ჩვენ არათუ უარი, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
25 მაისი 2026, 12:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: შეკრების გამართვა ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მგონი კარგიც იქნება, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს
26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შეეხებოდა.
25 მაისი 2026, 12:32
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.
25 მაისი 2026, 12:31
საზოგადოება
საქსტატი: 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა.
25 მაისი 2026, 12:30
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა, მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა,ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
25 მაისი 2026, 12:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი - ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი, როდესაც ასეთ ადამიანი საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი
გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
25 მაისი 2026, 12:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები
სიღარიბის შემცირების მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
25 მაისი 2026, 12:25
ეკონომიკა
2026 წლის აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 2026 წლის აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აპრილის მდგომარეობით 6.47 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
25 მაისი 2026, 12:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება
მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ოპოზიციას ეს ადარდებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
25 მაისი 2026, 12:23
ეკონომიკა
26 მაისს, GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი. სააგენტო წელსაც განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდება სტუმრებს. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
25 მაისი 2026, 12:17
პოლიტიკა
კახა კალაძე: კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმა „ტეზერს“ (Tether) შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება.
25 მაისი 2026, 12:13
საზოგადოება
თამარ ზოდელავა: ზუგდიდის მთავარ მოედანზე 26 მაისის ღონისძიებების ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხვალ 11 საათიდან განსაკუთრებულად დავხვდეთ სტუმრებს და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე“ 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა.
25 მაისი 2026, 12:13
ეკონომიკა
პრემიერი: მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, ჩვენი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებას
მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
25 მაისი 2026, 12:12
საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები გაზრდილია
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს.
25 მაისი 2026, 12:10
ეკონომიკა
პრემიერი: სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
25 მაისი 2026, 12:10
საზოგადოება
საქსტატი: 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა.
25 მაისი 2026, 12:08
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4 პროცენტი შეადგინა
2026 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
25 მაისი 2026, 12:03
მსოფლიო
FT: ტრამპისა და სი ძინპინის სამიტზე ყველაზე დაძაბული თემა იაპონიის რემილიტარიზაცია გახდა. ჩინეთის ლიდერი ამ საკითხზე „ემოციურად და გაღიზიანებით“ საუბრობდა
იაპონიის თავდაცვის ხარჯების კრიტიკის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტოკიო იძულებულია უსაფრთხოების სფეროში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო. უცნობია, ახსენა თუ არა მან ამ კონტექსტში ჩინეთი, როგორც იაპონიის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე.
25 მაისი 2026, 11:50
საზოგადოება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


