25 მაისი 2026, 13:25 / სანდო წყარო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ კანონპროექტი „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, ასევე მისი თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, 21 761 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცივ-გომბორის ეროვნული პარკი შეიქმნება. საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სიღნაღის აღკვეთილისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შექმნას.

მომხსენებლის განმარტებით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნა რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის მართვას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.

სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა სარატიფიკაციო დოკუმენტი - „2027 წლის 12 ივნისს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, წერილ-შეთანხმება სესხის ათვისების ვადისა და შეთანხმების დახურვის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, ცვლილების თანახმად, ხელმისაწვდომობის ვადად 2026 წლის 31 ივნისი, ხოლო დახურვის ვადად - 2026 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

25 მაისი 2026, 14:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილი ნაცების ტრადიციაა

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილი არის ტრადიცია ნაცების მხრიდან. ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მაია ბითაძე

25 მაისი 2026, 14:20

პოლიტიკა

მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება

ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას, სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.

25 მაისი 2026, 14:20

მსოფლიო

პარიზში სკოლებსა და ბაღებში ზედამხედველების მიერ არასრულწლოვნებზე ძალადობის ბრალდებებს იძიებენ

საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიება ასზე მეტ დაწესებულებაში, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც მიმდინარეობს. იურისტების განცხადებით, გამოძიება მოიცავს სამი და 4 წლის ბავშვების გაუპატიურების შესაძლო ფაქტებს.

25 მაისი 2026, 14:14

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ პროგრესი მოლაპარაკებებში არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-სთან შეთანხმება ხელი მალე მოეწერება

საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ირანი მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე აწარმოებს, ბირთვული იარაღის საკითხზე დიალოგს კი, მემორანდუმის საბოლოოდ ფორმირების შემთხვევაში, 60 დღის პერიოდში განიხილავს. ცოტა ხნით ადრე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სოლიდური შეთანხმების მიღწევა შესაძლოა დღეს გახდეს შესაძლებელი.

25 მაისი 2026, 14:07

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

ბელგოროდის ოლქში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მოსახლეობას ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. კიევმა დრონებით შეუტია იაროსლავისა და კურსკის ოლქებს. დაზიანებულია ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულები.

25 მაისი 2026, 14:02

საზოგადოება

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონორის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართა.

კრისტიან გოლომეევი

25 მაისი 2026, 13:55

სპორტი

ლას-ვეგასში „ოლიმპიადა სტეროიდებზე“ ჩატარდა

42 მონაწილის უმრავლესობა შედეგების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პრეპარატს იყენებდა.13-მა სპორტსმენმა „პირადი რეკორდი დაამყარა“. შეჯიბრების მსვლელობისას მონაწილეებს ექიმები მეთვალყურეობდნენ.

25 მაისი 2026, 13:53

საზოგადოება

26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს

წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული დღესასწაულია - საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც ზეიმობს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“, - ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

25 მაისი 2026, 13:51

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს.

25 მაისი 2026, 13:49

რეგიონი

26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 26 მაისს წარმოდგენილი იქნება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.

25 მაისი 2026, 13:48

სამართალი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორებმა პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორებმა ქუთაისის N30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება მიზნად ინახავდა სკოლის მოსწავლეებისთვის პროკურორის პროფესიის გაცნობას, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

25 მაისი 2026, 13:29

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურის N 5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის პროფესიული კვირეულის ფარგლებში, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართა. აქტივობა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისათვის პროკურორის საქმიანობის აღწერასა და პროკურორის პროფესიის გაცნობას, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

25 მაისი 2026, 13:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია

„სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო - მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნული პრეზენტაცია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

25 მაისი 2026, 13:19

მსოფლიო

კალიფორნიაში ტოქსიკური ქიმიკატების რეზერვუარის აფეთქების საფრთხის გამო ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული

გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლი ზელდინმა მედიას განუცხადა, რომ „ყველაზე კატასტროფული სცენარი“ იქნებოდა ერთი რეზერვუარის აფეთქება, რაც ჯაჭვური რეაქციით მეზობელი ავზების აფეთქებასაც გამოიწვევდა. „სწორედ ამიტომ გამოცხადდა ასეთი მასშტაბური ევაკუაცია“, - განმარტა მან.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 13:13

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

25 მაისი 2026, 13:07

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 13:06

პოლიტიკა

პრემიერი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს მივუდექით არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებზე, ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, თანაბრადაა გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები, ეს ეხება როგორც გაზის და ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ - ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება

ჩვენ ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

25 მაისი 2026, 12:51

სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.