ირაკლი კირცხალია: გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა
ირაკლი კირცხალია
ფოტო: „ქართული ოცნება“
გიორგი კანდელაკის სახელსა და გვარს როდესაც იგებს ჩვენი საზოგადოება, ყველას გვახსენდება 2012 წლიდან მისი ქმედებები და საქციელი ევროპარლამენტის დერეფნებში. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა და ითხოვდა, როგორმე საქართველოს არ მიეღო ის ბენეფიტები, რომელიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ. იქნებოდა ეს უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი თუ ასე შემდეგ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ვაშინგტონ ფრი ბიკონის" მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
კირცხალიას თქმით, „კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს".
„ალბათ, ეს არის მისი დავალება და მისი როლი ამ დიდ ჯგუფში. ასევე არ დაგვავიწყდეს ცრუ სტატიები, სადაც ის ერთგვარი თანაავტორი იყო ამ ყველაფრის. არ დაგვავიწყდეს ასევე ის ფაქტი – მგონი, ის და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩომ, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ბილიკების გასაკვალად გრანტი გამოუყო. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. ალბათ შემორჩენილია ამ გრანტის თანხიდანაც, ალბათ, ერთ-ერთი ფარული პუნქტი იყო ასეთ მოღალატეობრივ ანგარიშებსა და სტატიებზე მუშაობა. ის აგრძელებს, თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე, რომ არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ასე რომ, აგრძელებს თავის დავალებას და პირნათლად ასრულებს, როგორ გამოსდის, თუ რეალურად როგორი კონტრპროდუქტიულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათი თითოეული ასეთი ქმედება, ეს არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი. ჩვენ, პირველ რიგში, გვადარდებს ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ნაკლებად გვადარდებს - უბრალოდ სახელი და გვარები ვიცით, იდენტიფიცირებული გვყავს ის აგენტურა, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ სხვადასხვა გზით მოქმედებს. ერთ-ერთი არის ეს ბატონი, რომელიც გარეთ კორიდორ-კორიდორ დარბის, სრული აბსურდის მონახაზებს აკეთებს და შემდეგ სხვადასხვა საშუალებით ამას ავრცელებს. ღალატის კიდე ერთი მაგალითი ვნახეთ კოლექტიური „ნაცის“ მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 20:33
პოლიტიკა
შეფასებები გიორგი კანდელაკის სტატიაზე, სადაც ავტორი საქართველოს მძიმე ბრალდებებს უყენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაზიანების მორიგი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეებისგან. დეზინფორმაციული კამპანიის ავტორები გიორგი კანდელაკი და „ნაციონალების“ ლობისტი კონგრესმენი, ჯო უილსონი არიან.
25 მაისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს
„ჰადსონის ინსტიტუტის” ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება, ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
25 მაისი 2026, 20:27
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.
25 მაისი 2026, 20:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით
ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
25 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე დონალდ ტრამპს დემოკრატიას უწუნებს - პოზიტიური სიგნალები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და ოპოზიცია ვაშინგტონის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ზურაბ ჯაფარიძე დონალდ ტრამპს დემოკრატიას უწუნებს. ამერიკის პრეზიდენტი ოპოზიციის მხრიდან არა მხოლოდ კრიტიკის, ხშირად შეურაცხყოფის სამიზნეც ყოფილა.
25 მაისი 2026, 20:23
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.
25 მაისი 2026, 20:20
ეკონომიკა
მსოფლიოს გავლენიანი კომპანიის ახალი საინვესტიციო პროექტი საქართველოში - რას ნიშნავს კომპანია „ტეზერის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლა ინვესტორებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრული ლარი ანუ ჯი-ელ-ტი. ეროვნული ვალუტის სტეიბლ-კოინის იდეა გლობალური კრიპტო ინდუსტრიის გიგანტ კორპორაცია „ტეზერს“ ეკუთვნის. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია საქართველოში მასშტაბური ინვესტიციით შემოდის. სხვადასხვა, მათ შორის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში.
25 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა - პრობლემა 90 ათასმა ადამიანმა დაძლია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს პრობლემა 90 ათასმა ადამიანმა უკვე დაძლია, თუმცა გამოწვევა გამოწვევად და მასთან ბრძოლა მთავრობის უმთავრეს ამოცანად რჩება.
25 მაისი 2026, 20:17
რეგიონი
26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი
ამბროლაურში მოეწყობა თემატური, ინტერაქტიული სივრცე, რომელიც გააერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას და ქვეყნის ავიაციის ისტორიას. კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებისა და ფრენის სიმბოლურ კავშირს, რაც წარმოაჩენს ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისკენ სწრაფვას. სივრცე იქნება ვიზუალურად შთამბეჭდავი და მრავალფუნქციური, სადაც წარმოდგენილი იქნება თემატური ინსტალაციები, საგამოფენო ელემენტები და საბავშვო აქტივობები. პროექტის მიზანია შექმნას ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი და გასართობი.
25 მაისი 2026, 20:12
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში საზეიმოდ აღინიშნება
26 მაისს საზეიმო ღონისძიებები მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში - ცენტრალურ პარკში გაიმართება, - აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 მაისი 2026, 20:10
პოლიტიკა
28 მაისს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენს
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. ხუთშაბათს, 28 მაისს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენს.
25 მაისი 2026, 20:06
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.
25 მაისი 2026, 20:03
პოლიტიკა
ქართველიშვილი: ხატია დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გამხდარიყო. ეს მოღალატე, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეობის დამთმობი, მიმგდები ქალი, დღეს გამოდის და ქართველ ხალხს მორალს და ჭკუას უკითხავს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ხალხს მორალს უკითხავს.
25 მაისი 2026, 19:58
მსოფლიო
Fox News: აშშ-ში რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ეროვნულმა ფასმა 4.50 დოლარს გადააჭარბა
ამერიკელი ავტომობილისტების ასოციაციის (AAA) მონაცემებით, აშშ-ში რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ეროვნულმა ფასმა 4.50 დოლარს გადააჭარბა, - წერს ტელეკომპანია Fox News-ი.
25 მაისი 2026, 19:34
საზოგადოება
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
„კულტურული ღონისძიებები მთელ საქართველოში გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად წარვადგენთ ღვინოსა და ხორბალს. მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, საბავშვო კუთხეები; გამოტანილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი - ქართველი მეწარმეების ნახელავი“.
25 მაისი 2026, 19:17
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი.
25 მაისი 2026, 19:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები, დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება
სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მედიასთან, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც მისი თქმით, თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.
25 მაისი 2026, 18:39
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს
კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ამ კვლევით მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება.
25 მაისი 2026, 18:33
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია
„ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა. ასევე ევროკომისიას მოლოდინი აქვს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ ძლიერი ზრდის მაჩვენებელია. ამ შეფასებითაც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.


