26 მაისი 2026, 08:06 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს იხსენებს, ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილგანწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენდნენ. კმაყოფილებას იწვევს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიური და ყოვლისმომცველი განვითარება.

უაღრესად ვაფასებ გასულ თვეში თქვენს მეგობარ ქვეყანაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტის შედეგებს, ასევე ვიზიტის დროს ჩემს მიმართ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობასა და გულწრფელ მეგობრობას. თბილი გრძნობით ვიხსენებ ჩვენს პროდუქტიულ შეხვედრას და აზრთა გაცვლას, რომელიც ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის ატმოსფეროში წარიმართა.

ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ერების სასიკეთოდ და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მყარ საფუძველსა და კარგ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს კი ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 09:26

საზოგადოება

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლ ,,სახიობას“ მიერ ნამღერი ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა.

26 მაისი 2026, 09:23

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხრეთ ირანი დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამხრეთ ირანის სამიზნეებზე ახალი იერიში განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 მაისი 2026, 09:21

საზოგადოება

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 09:19

საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა

26 მაისი 2026, 09:12

პოლიტიკა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირაკლი კობახიძე

26 მაისი 2026, 09:08

პოლიტიკა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ნინო წილოსანი

26 მაისი 2026, 09:07

საზოგადოება

ნინო წილოსანი: დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური შრომა და სწრაფვა იმ თავისუფლებისთვის, რომელიც გამოიხატება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და გამყარებაში

26 მაისი ჩვენი იდენტობის, დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის კიდევ ერთი საზეიმო დღეა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

26 მაისი 2026, 09:05

საზოგადოება

ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 08:56

პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მარკო რუბიო

26 მაისი 2026, 08:54

პოლიტიკა

მარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.

26 მაისი 2026, 08:53

საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 08:51

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მიხეილ ყაველაშვილი

26 მაისი 2026, 08:48

საზოგადოება

კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 08:46

საზოგადოება

„დღის პირველი ნახევარი იქნება ძირითადად საბავშვო აქტივობებით დატვირთული, ხოლო მეორე ნახევარი მიეძღვნება უფროსებს - სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული შეფები ვიზიტორებს 26 მაისისთვის შექმნილ მენიუებს შესთავაზებენ“ - რა ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში

თბილისის მერიის სახელით ყველას ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ველოდებით თბილისელებს და თბილისის სტუმრებს ორბელიანის მოედანზე, - განაცხადა თბილისის მერიის ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.

26 მაისი 2026, 08:38

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში დენის ბეჩიროვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

26 მაისი 2026, 08:30

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 08:26

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 მაისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მიხეილ ყაველაშვილი

26 მაისი 2026, 08:19

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

26 მაისი 2026, 08:13

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და კულტურული სივრცეები ყველა დიდ ქალაქში მოეწყობა. აქტივობები დილიდან საათიდან დაიწყება. ადგილზე მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამები დახვდებათ.