ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტი ალიევი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - პირადად თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დინამიური განვითარება და მიღწევები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის. დღეს ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ხასიათდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რეგულარული ორმხრივი ვიზიტებით და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით, რაც მუდმივად მდიდრდება ახალი შინაარსით“, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.
„სიამოვნებით ვიხსენებ აპრილში თქვენს მშვენიერ ქვეყანაში განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტს. მსურს, გამოვთქვა რწმენა, რომ პრიორიტეტულ სფეროებზე ჩვენი გულწრფელი და ღია დიალოგის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და პრაქტიკული შედეგების მიღწევაში. ამჟამად, ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ახალი შინაარსით გასამდიდრებლად და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხებისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ორმხრივი ინტერესების სფეროებში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 10:18
მსოფლიო
ზელენსკი ფიქრობს, რომ რუსეთთან ომი ნოემბრისთვის დასრულდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთთან აქტიური ომი მიმდინარე წლის ნოემბრისთვის დასრულდება. ინფორმაციას უმაღლესი რადის დეპუტატი მმართველი პარტიიდან ოლგა ვასილევსკაია-სმაგლიუკი ავრცელებს.
26 მაისი 2026, 10:12
პოლიტიკა
ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო განაგრძობს სუვერენიტეტის განმტკიცებას და თანმიმდევრულ ძალისხმევას მიმართავს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად, რაც უაღესად დასაფასებელია. მსოფლიოში თავისი პოზიციის განმტკიცებასთან ერთად, თქვენი ქვეყანა, ნდობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაყრდნობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ავითარებს
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმ რიჟენკოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 10:09
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:50
საზოგადოება
სახალხო დამცველი: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ სოლიდარულნი, გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და რწმენა, რომ ძლიერ სახელმწიფოს თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება აშენებს - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:45
საზოგადოება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა - პირველი მგზავრები თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. ჯავშნების გახსნიდან მოკლე დროში ბაქო-თბილისის სამგზავრო რეისზე 1000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. პირველი მგზავრებით თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ
26 მაისი 2026, 09:38
საზოგადოება
ბრიგადის გენერალი გრიგოლ ჭელიძე: დღეს, საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში, ახალწვეულები ფიცს დადებენ
დღეს, საქართველოს მასშტაბით, 13 ქალაქში, ახალწვეულები დადებენ ფიცს, მათ შორს, თავისუფლების მოედანზე, - განაცხადა პოლკოვნიკმა, გრიგოლ ჭელიძემ.
26 მაისი 2026, 09:30
საზოგადოება
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა - ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიების მოწვეულ სტუმრებს შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.
26 მაისი 2026, 09:26
საზოგადოება
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლ ,,სახიობას“ მიერ ნამღერი ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა.
26 მაისი 2026, 09:23
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხრეთ ირანი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამხრეთ ირანის სამიზნეებზე ახალი იერიში განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
26 მაისი 2026, 09:21
საზოგადოება
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:19
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა
26 მაისი 2026, 09:12
პოლიტიკა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:08
პოლიტიკა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:07
საზოგადოება
ნინო წილოსანი: დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური შრომა და სწრაფვა იმ თავისუფლებისთვის, რომელიც გამოიხატება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და გამყარებაში
26 მაისი ჩვენი იდენტობის, დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის კიდევ ერთი საზეიმო დღეა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
26 მაისი 2026, 09:05
საზოგადოება
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:56
პოლიტიკა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:54
პოლიტიკა
მარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:53
საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:48
საზოგადოება
კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


