ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილს: დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ისრაელის სახელმწიფოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გიგზავნით გულთბილ მილოცვას პირადად თქვენ და ქართველ ხალხს
გიდეონ საარი
ფოტო: Getty Images
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილი თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოიგზავნა.
„თქვენო აღმატებულებავ, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ისრაელის სახელმწიფოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გიგზავნით გულთბილ მილოცვას პირადად თქვენ და ქართველ ხალხს. ისრაელსა და საქართველოს ორ ათასწლეულზე მეტი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ჰარმონიასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელთა ფესვები ჩვენი ქვეყნებისა და ერების ღრმა ისტორიულ კავშირებშია საძიებელი, ბოლო წლებში წარმატებით ვითარდება მთელ რიგ სფეროებში, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურისა და ტექნოლოგიების ჩათვლით. ისრაელი მზადაა კიდევ უფრო გააღრმაოს ჩვენი ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა ყველა სფეროში. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს კეთილდღეობისთვის და თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მილოცვაში.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 12:12
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
26 მაისი 2026, 12:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
„კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა პრემიერმა.
26 მაისი 2026, 12:08
საზოგადოება
პაატა სალია: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ საქართველოს, იყოს ძლიერი და, რა თქმა უნდა, ერთიანი
ეს დღე გვახსენებს იმას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყოველდღიური ამოცანაა; ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომელიც ზრუნავს ადამიანზე, უსმენს მოქალაქეებს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ამაყი, ბედნიერი და მას ჰქონდეს მომავლის იმედი, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.
26 მაისი 2026, 12:08
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი
თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ: დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა - დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 მაისი 2026, 12:05
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია. 108 წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო
ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 მაისი 2026, 12:03
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს
26 მაისი განსაკუთრებულად ღირებული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს აღდგა მრავალი თაობის ნანატრი თავისუფლება. დღეს საქართველო შეუქცევადად განაგრძობს განვითარებას და იმ ადამიანების ოცნებების ასრულებას, ვინც 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მიმდინარე გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
26 მაისი 2026, 11:53
პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
26 მაისი 2026, 11:49
თავდაცვა
საქართველოს მასშტაბით რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა საზეიმოდ სამხედრო ფიცი დადეს. წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იყო და პირველად, წვევამდელებმა ფიცი დადეს თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში - უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.
26 მაისი 2026, 11:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიაა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
26 მაისი 2026, 11:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ეს ის დღეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს
„ეს პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე, იქ სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ინტერესებს დაცვა და მოფრთხილება და ასეთი ფრთხილი საქმეა საგარეო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა. დღეს საქართველო ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ ჩვენს პატარა რეგიონში არამედ გლობალურად და ეს არის ის რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ჩვენ გვიწევს მუშაობა და ცხოვრება. და ეს არის თითოეული ქართველი დიპლომატის ვალი, პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად კარგად იყოს წარმოჩენილი და დაცული საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
26 მაისი 2026, 11:32
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 11:32
პოლიტიკა
სუამის გენერალური მდივანი ბოჭორიშვილს: ნება მომეცით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადმოგცეთ. თანამედროვე საქართველო შთამბეჭდავი ზრდითა და განვითარებით ხასიათდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რაც ქვეყანას რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად აქცევს
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის სამდივნოსა და ჩემი სახელით, ნება მომეცით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩემი გულწრფელი მილოცვა გადმოგცეთ პირადად თქვენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, - ნათქვამია სუამის გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილში.
26 მაისი 2026, 11:27
პოლიტიკა
2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილი: იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26 მაისისთვის არ დაემთხვიათ. მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ. რა ნამუსით გამოდიან და აქციას როგორ ატარებენ?! თუ კი მაშინ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი, 15 წლის შემდეგ შეიძლება?
„ესენი ვიცოდი მართლა რომ ნამუსგარეცხილები იყვნენ, თორემ ჩვენ რასაც გვიშლიდნენ - მშვიდობიან აქციას ვატარებდით, მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ და დღეს პროვოკაციებს აწყობენ, გამოვლენ და დარწმუნებული ვარ ეცდებიან 26 მაისს, რომ არიონ ყველაფერი. ამას ეცდებიან, მაგრამ რამდენად გამოუვათ ეს სხვა თემაა, მაგრამ ეცდებიან ამ ყველაფერს. სახე დაკარგული ჰქონდათ [ნაციონალურ მოძრაობას], მაგრამ ახლა სულ დაკარგეს, 26 მაისს რა ნამუსით გამოდიან ესენი და აქციას როგორ ატარებენ?! როცა მაშინ თუ კი არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი დღეს როგორ? 15 წლის შემდეგ შეიძლება ეს ყველაფერი?“- განაცხადა პაატა ასათიანმა.
26 მაისი 2026, 11:24
პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
26 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
ლაზარ კომანესკუ: მაქვს პატივი ვისარგებლო შემთხვევით და 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულთან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, BSEC-ის მუდმივ საერთაშორისო სამდივნოში (PERMIS) ყველა ჩემი კოლეგისა და პირადად ჩემი სახელით, თქვენს აღმატებულებას გადავცე თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები თქვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და მის მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 11:11
პოლიტიკა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: გულითადად ვულოცავ საქართველოს ძმურ ხალხს და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან დამოუკიდებლობის დღეს
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 11:09
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დღეს ყველა ჩვენგანი აღვნიშნავთ სახელმწიფოდ შემდგარ მოცემულობას, რომელიც სიამაყის გრძნობას აღვივებს თითოეულ ჩვენგანში
„დღევანდელ დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს. მინდა ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში ვუსურვო გამთლიანება, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაერთიანება და ერთიანი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა. მინდა ვისურვო ქვეყნის სიძლიერე, მშვიდობა, კეთილდღეობა, თითოეული მოქალაქის წინსვლა და წარმატება“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
26 მაისი 2026, 11:02
პოლიტიკა
ვრცელდება ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა
„Prime Time"-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართულ პოლიტიკაში ბლაჟევიჩის აქტიური ჩართულობისა და არეულობის დაგეგმვის თაობაზე, ჩეხ ინსტრუქტორთან ურთიერთობა მხოლოდ ორ ადამიანს დარჩა, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიაა.
26 მაისი 2026, 11:00
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეზე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ არაადამიანური მოპყრობის ლეგალიზება. სასწრაფოები სასწრაფოებზე მოდიოდა და მოჰყავდათ გონებადაკარგული, დასახიჩრებული, სისხლში ამოსვრილი ადამიანები, შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ
პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი, დავით ლორთქიფანიძე, გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ იხსენებს 2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც მშვიდობიანი მომიტინგის, სულიკო ასათიანის მკვლელობა მოჰყვა.
26 მაისი 2026, 11:00
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. LIVE
თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაიწყო.


