გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მიხეილ ყაველაშვილი
ანტონიო გუტერეში
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსასხური ავრცელებს.
როგორც გაეროს გენერალური მდივანი მისალოც წერილში აღნიშნავს, ეროვნული დღესასწაულები შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში.
„თქვენო აღმატებულებავ,
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ეროვნული დღესასწაულები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნის მიერ განვლილი გზის, საერთაშორისო საზოგადოებაში მისი წვლილისა და მისი მომავლის განმსაზღვრელი მისწრაფებების გასააზრებლად. ისინი ასევე შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში.
დღეს მსოფლიო უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: არსებული ომების დასრულება და ახლის პრევენცია; კლიმატის კრიზისის დაძლევა; უთანასწორობის შემცირება და მოწინავე ტექნოლოგიების პასუხისმგებლობიანი მართვა. ამ და სხვა გამოწვევების დაძლევა მოითხოვს მრავალმხრივ თანამშრომლობაში განახლებული ენერგიით ჩართვას და მის მხარდაჭერას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და ადამიანის უფლებების დასაცავად.
ნება მომეცით, ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი საუკეთესო სურვილები ქართველი ხალხის მიმართ.
გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა",-აღნიშნულია მისალოც წერილში.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 12:43
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:39
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
27 მაისი 2026, 12:38
პოლიტიკა
The Washington Post-ი გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას და ამტკიცებს, თითქოს საქართველო ირანის ორბიტაზე გადადის, ასევე, წერს, რომ საქართველოს მთავრობა „ღიად ცდილობს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მტერთან დაახლოებას“
ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი საქართველოს შესახებ სტატიას სათაურით „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე გადადის“ აქვეყნებს.
27 მაისი 2026, 12:37
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:35
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა
„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა“ - განაცხადა ქადაგიძემ.
27 მაისი 2026, 12:30
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
27 მაისი 2026, 12:29
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:28
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.
27 მაისი 2026, 12:27
საზოგადოება
ბავშვთა დაცვის დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი აქტივობები გაიმართება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 12:27
საზოგადოება
კახა კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ - ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
„უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ - ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის“.
27 მაისი 2026, 12:25
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის გამზირის N184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს.
27 მაისი 2026, 12:24
რეგიონი
სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია“.
27 მაისი 2026, 12:22
ჯანდაცვა
თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა
დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
27 მაისი 2026, 12:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად
ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს გაერკვეს საკუთარ ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
27 მაისი 2026, 12:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული
არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის.
27 მაისი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან
მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
27 მაისი 2026, 12:14
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე
„სერგო ორჯონიკიძეზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, ხომ გვაინტერესებს რა ადამიანი იყო, რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა - საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვა და ისე დააკარგვინა დამოუკიდებლობა. შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე. ასეთები იყვნენ. ხომ გვიკვირს ხოლმე , როგორ ცხოვრობდნენ ისინი იმ საზოგადოებაში, როგორ ჰქონდათ ურთიერთობა სხვებთან. აი, შეხედეთ გიორგი კანდელაკს. ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, თავისი გულშემატკივრებიც და გარშემო ხალხიც ჰყავს - ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს აგულიანებს და ამ ღალატში ამყარებს. მაგრამ როგორც სერგო ორჯონიკიძის უკან იდგა სხვების ხელი და ზრახვები, ზუსტად ასე დგას გიორგი კანდელაკის უკანაც სხვების ხელი და განზრახვები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
27 მაისი 2026, 12:02
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
27 მაისი 2026, 11:59
მსოფლიო
„ცაჰალმა“ „ჰამასის“ ახალი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია დაადასტურა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) გუშინ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის მოჰამედ ოდეს ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაციას „ცაჰალი“ ავრცელებს.
27 მაისი 2026, 11:58
საზოგადოება
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


