ანზორ მელია სააკაშვილზე: გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია - ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო, ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის
ანზორ მელია
ფოტო: Facebook
გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია - ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის, - განაცხადა „პარაიმ ტაიმთან" ნიკა მელიას მამამ, ექიმმა ანზორ მელიამ, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ.
„ერთი წელია ნიკა ზის ციხეში და პირველად უპასუხა. დაივიწყოს მაგან ყველაფერი, ის აღარ იქნება პრეზიდენტი, გამორიცხულია. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მაგას აღარ აქვს ავტორიტეტი, მხოლოდ თავის წრეში აქვს ავტორიტეტი. მე ექიმი ვარ და ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან, ყველას აზრი ვიცი. მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ციხეში ზის და ასეთ რაღაცას ამბობს მასზე.
ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, რატომ ჩამოხვედი-თქო, ნიკა და ყველა რომ გეუბნებოდა არ ჩამოსულიყავიო. არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის. მე მრცხვენია მაგ კაცის“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.
მისივე თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით.
„ნიკას თავი დაანებოს, კაცი პატიოსნად ზის ციხეში და მისთვის არ უღალატია, პირიქით მან უღალატა ნიკას. „ნაციონალები“ „ვსიო“, აღარ არსებობს უკვე. ხალხი მაგათ აღარ დაუჯერებს. სექტაა ეს „ნაციონალური მოძრაობა" თუ რა ხდება?
თავის ავტორიტეტს იფუჭებს ასეთი ლაპარაკით. შეიძლება ყველაფერი თქვა, მაგრამ, ნიკა ივანიშვილთან გარიგებული იყოს - ეს ხომ წარმოუდგენელია. თვითონ კი იყო გარიგებული. მაგან დაგვიტოვა ივანიშვილი, მაგისი ფულით იხეირა და წავიდა მერე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაჩერდეს“, - განაცხადა ანზორ მელიამ.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 17:17
ეკონომიკა
საქართველოში წელს რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ ჩატარდება
27-28 ოქტომბერს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.
01 ივნისი 2026, 17:17
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკურ ველს, რომელშიც ადგილი არ ექნება სიძულვილის ენას და ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა მთავრობამ, არის მიმართული ამ ველის გაჯანსაღებისკენ
ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკურ ველს, რომელშიც ადგილი არ ექნება სიძულვილის ენას და ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა მთავრობამ, არის მიმართული ამ ველის გაჯანსაღებისკენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
01 ივნისი 2026, 17:12
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე თავდასხმის ბრძანება გასცა
„არ იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც „ჰეზბოლა“ თავს დაესხმება ჩვენს ქალაქებსა და ჩვენს მოქალაქეებს, ხოლო მისი ტერორისტული შტაბ-ბინა ბეირუთში, დაჰიაში, ხელშეუხებელი დარჩება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში. მისივე თქმით, ისრაელი აგრძელებს სახმელეთო აქტივობის გაღრმავებას ლიბანში, სადაც ისრაელის ჯარებმა სამხრეთში თვითგამოცხადებული უსაფრთხოების ზონა შექმნეს, რაც ჩრდილოეთ ისრაელის „ჰეზბოლას“ თავდასხმებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
01 ივნისი 2026, 17:11
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ ია ახალაია დაინიშნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე, ია ახალაია წარუდგინა.
01 ივნისი 2026, 16:45
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, Web Summit 2026-ში მონაწილეობის მისაღებად ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება მიმდინარეობს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, 6 ქართული სტარტაპი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიება Web Summit-ში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება.
01 ივნისი 2026, 16:37
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთის“ ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
01 ივნისი 2026, 16:36
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით მოქმედი ფრინველთა სასაკლაო დაჯარიმდა და დაიხურა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ.მ. (მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარა გარეჯვარი) სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, რეალიზაციის მიზნით კლავდა ფრინველს. ამავდროულად, მეწარმე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და არ ჰქონდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარება.
01 ივნისი 2026, 16:35
საზოგადოება
2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.
01 ივნისი 2026, 16:30
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის დანიშვნის გაჭიანურება მოწმობს იმას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გაჭიანურებას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უნდა მეტყველებდეს ზეწოლაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. სეფაშვილმა გაიხსენა ისიც, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული:
01 ივნისი 2026, 16:28
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
01 ივნისი 2026, 16:26
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე: ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა
ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, როგორც მინიმუმ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შეეხებოდა. მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის აღნიშნული მიმართულებით, არასდროს ყოფილა.
01 ივნისი 2026, 16:26
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: კარგი მთავრობის ინდექსი და ამაში ლიდერობა, ნიშნავს ობიექტურ კრიტერიუმებზე, ფაქტობრივ მოცემულობაზე და არა კლიშეებსა და დაბრალებებზე აგებულ რეალობას
ამაყად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო არის ისე დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ეს არის უზრუნველყოფს ყველა დანარჩენი კარგ ამბებს, რაც გვესმის ხოლმე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
01 ივნისი 2026, 16:20
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: იმ ფაქტის დაშვება, რომ გახდე სხვა სახელმწიფოს ნაწილი მხოლოდ იმიტომ, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან საშიში პრეცედენტია
„ეს არის გარედან დაკვეთა. სავარაუდოდ, ამ თემაზე რეფერენდუმიც უნდა ჩატარდეს და გადაწყვეტილება მოლდოველმა ხალხმა უნდა მიიღოს. თუმცა, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ წინა არჩევნების შედეგებს, ფაქტობრივად გაყალბებულ არჩევნებს, როდესაც არა მოლდოველებმა, ვინც მოლდოვაში ცხოვრობს, არამედ ვინც ქვეყნის გარეთ, გადაწყვიტეს ქვეყნის პრეზიდენტის და ასევე, ქვეყნის პარლამენტის ბედი, რა თქმა უნდა, რეფერენდუმიც შესაძლოა, სხვაგვარი შედეგებით დასრულდეს. თუმცა, თავად იმ ფაქტის დაშვება, რომ გახდე სხვა სახელმწიფოს ნაწილი მხოლოდ იმიტომ, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მით უმეტეს, ფაქტობრივად ტერიტორიაზე თქვას უარი, ძალიან საშიში პრეცედენტია“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
01 ივნისი 2026, 16:18
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ძალიან მძიმე პროცესებია, რასაც მოლდოვას მაგალითზე ვხედავთ. ეს პროცესები არ გვიკვირს, სააკაშვილი გვყავდა, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, შემდეგ სხვა ქვეყნის გუბერნატორი გახდა და ამით ამაყობდა
„იქნება ეს პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებით უნდა მოქმედებდნენ. სინამდვილეში, ავლენენ რომ მათი მთავარი მიზანია სხვა ქვეყნის გუბერნიად ქცევა. ეს პროცესები არ გვიკვირს, სააკაშვილი გვყავდა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, შემდეგ სხვა ქვეყნის გუბერნატორი გახდა და ამით ამაყობდა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
01 ივნისი 2026, 16:14
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
01 ივნისი 2026, 16:14
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დელეგაციამ საქართველოს მთავრობას გაუზიარა მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ
„25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ“.
01 ივნისი 2026, 16:09
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: მე ველოდები ახლა „ნაცმოძრაობის“, მისი ფილიალების და სააკაშვილის მომხრე „ენჯეოების“ ძალიან მკაცრ დაგმობას იმაზე, რომ ის ანტი ამერიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს
მე ველოდები ახლა „ნაცმოძრაობის“, მისი ფილიალების და სააკაშვილის მომხრე „ენჯეოების“ ძალიან მკაცრ დაგმობას იმაზე, რომ ის ანტი ამერიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც დონალდ ტრამპი ბანგლადეშელ ხარს შეადარა.
01 ივნისი 2026, 16:04
პოლიტიკა
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“ - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის საელჩო საპატრიარქოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
01 ივნისი 2026, 15:55
საზოგადოება
ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა
31 მაისს, კომპანია არემჯის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა.


