კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმი: შესანიშნავი შეხვედრა გავმართე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან. ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი და დიდი იმედია, რომ საქართველოსა და კანადას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება
ფოტო: Linkedin
ჩემს შესანიშნავ კოლეგასთან, პიტერ ჰარდერთან ერთად, შესანიშნავი შეხვედრა გავმართე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ხელმძღვანელობდა, - წერს კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმი სოციალურ ქსელში.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები, გეოპოლოტიკური მდგომარეობა და საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გაღრმავების ახალი პერსპექტივები განიხილეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, გეოპოლიტიკური გარემოებები (საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს), აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში არსებული გაყინული კონფლიქტები, ასევე რუსეთის საერთო გავლენა რეგიონში. ეს იყო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პირველი ოფიციალური ვიზიტი და დიდი იმედია, რომ საქართველოსა და კანადას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა პიტერ ბიმმა.
ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება. დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიტერ ბიმთან და თავმჯდომარის მოადგილესთან, პიტერ ჰარდერთან.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 10:19
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ფაქტია, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგან მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, თუმცა რეალურად „დიფ სთეითის“ მორჩილი მთავრობები არა საზოგადოების საკეთილდღეო, არამედ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 10:19
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფს შეხვდა
შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების როლის გააქტიურება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გაზრდა და ქვეყნებს შორის პირდაპირი, აქტიური კომუნიკაციის გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვია.
02 ივნისი 2026, 10:10
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტსა და სენატში მაღალი დონის შეხვედრები გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო დღის შეხვედრები გამართა კანადის საკანონმდებლო ორგანოსა და სენატის საკვანძო კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.
02 ივნისი 2026, 09:57
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა.
02 ივნისი 2026, 09:53
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი მირდატ ქამადაძეზე: ეს არარაობა ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმემ ჩაუგდოთ ალიანსის შეთანხმება და წერა-კითხვაც ასწავლოთ
ეს არარაობა ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმემ ჩაუგდოთ ალიანსის შეთანხმება და წერა-კითხვაც ასწავლოთ, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია ახალის ყოფილი წევრის, ოპოზიციონერ მირდატ ქამადაძის მისამართით სოციალურ ქსელში.
02 ივნისი 2026, 09:35
ეკონომიკა
ესკო-ს გენერალური დირექტორი: სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ეს ემსახურება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფას
არალეგალური ბიზნესსაქმიანობა და დაზარალებული მოქალაქეები - სახელმწიფო უკანონო ბიზნესსაქმიანობის დასარეგულირებლად გამრიცხველიანებას იწყებს. მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის გამო ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებს ოფიციალური მონაცემები ადასტურებს.
02 ივნისი 2026, 09:23
მსოფლიო
Reuters: დანიაში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა. პრემიერის პოსტი მეტე ფრედერიქსენმა შეინარჩუნა
დანიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ მან საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში მემარცხენე ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ფორმირება შეძლო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 09:06
საზოგადოება
პროექტ „თბილისის ურბანული ტყის“ ფარგლებში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმატორების შოუ და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა
პროექტ „თბილისის ურბანული ტყის“ ფარგლებში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმატორების შოუ და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ მიზნად ისახავს ქალაქში მწვანე სივრცეების მნიშვნელობის წარმოჩენასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის ბუნებასთან კავშირის გაძლიერებას.
02 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
რუსეთმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა. დაღუპულია ექვსი ადამიანი
რუსეთმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 08:55
პოლიტიკა
„ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე დარტყმა რადიკალური ოპოზიციისთვის“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის გზავნილს მმართველ გუნდში აფასებენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის გზავნილს მმართველ გუნდში აფასებენ. დეპუტატები აქცენტს აკეთებენ იმ ნაწილზე, რომელიც ოპოზიციას, ეხება.
02 ივნისი 2026, 08:43
პოლიტიკა
ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაშია
ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაშია. ვიზიტის ფარგლებში, ოტავასა და ტორონტოში მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი, მათ შორის კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.
02 ივნისი 2026, 08:34
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის
გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობებში საქართველოს და ქართველ ხალხს თავისი წვლილი აქვს შეტანილი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.
02 ივნისი 2026, 08:28
პოლიტიკა
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომას წარუდგენს
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა. პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომას წარუდგენს. სამთავრობო პროგრამის განხორციელების ანგარიში მოიცავს 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს და ასახავს საქართველოს მთავრობის პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს.
02 ივნისი 2026, 08:19
საზოგადოება
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. მაგისტრალი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
02 ივნისი 2026, 08:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
2 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
02 ივნისი 2026, 03:09
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინი ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად ახლოსაა რუსეთი კრიზისთან
მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ამასთანავე, რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ამ თავდასხმებით გამოწვეული ზიანის რეალურ მასშტაბებს უმალავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
02 ივნისი 2026, 03:04
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია
უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა საერთაშორისო ფორუმზე „უსაფრთხოების არქიტექტურა“ განაცხადა.
02 ივნისი 2026, 02:54
მსოფლიო
South China Morning Post: ტრამპმა სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 02:33
მსოფლიო
AXIOS: „შენ საერთოდ გაგიჟდი?“ - ტრამპმა ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა. ორშაბათს შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალებზე გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ შეატყობინა.


