ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. LIVE
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროპისა და აზიის დაკავშირების გაძლიერებაში.
გახსნის ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 15:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია
ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია ყველა თვალსაზრისით, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად აბსოლუტურად დასუსტებულები არიან, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 ივნისი 2026, 15:22
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში
„ციფრებზეც იყო საუბარი. როგორც აღინიშნა, დღეისათვის წლიური მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში არის 133 მლნ კილოვატ/საათი, როცა მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება არის 7, მაქსიმუმ 10 მლნ კილოვატ/საათი. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა. ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.
02 ივნისი 2026, 15:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს
პეტერ ფიშერი საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.
02 ივნისი 2026, 15:18
მსოფლიო
DW: რუსმა ოლიგარქებმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ომის გასაგრძელებლად 220 მილიარდი რუბლი გადარიცხეს
რუსმა ოლიგარქებმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ომის გასაგრძელებლად 220 მილიარდი ევრო გადარიცხეს. ინფორმაციას DW-ს რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 15:11
სამართალი
ეკა კუპატაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. დემეტრე ჯინჯოლიამ, ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდის გიგა ავალიანის ღირსება
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. დემეტრე ჯინჯოლიამ, ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდის გიგა ავალიანის ღირსება, - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას.
02 ივნისი 2026, 15:10
პოლიტიკა
პრემიერი: გერმანია ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია
„თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ ბევრ სხვა ქმედებაზე. ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშვნაც არის ამის მორიგი გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
02 ივნისი 2026, 15:09
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
02 ივნისი 2026, 15:08
პოლიტიკა
ვატო შაქარაშვილი: მთლიანად ევროპა აღმოჩნდა ცივილიზაციური კრიზისის წინაშე
„ის ერთი ფაქტი, რაზეც დღევანდელ განცხადებაში ყურადღება გავამახვილეთ, ამის ნათელი დადასტურებაა, როდესაც სპორტული, დიდი გამარჯვება გადაიქცა მასობრივ არეულობად საფრანგეთის დედაქალაქში. საზოგადოებამ იცის, რომ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ამას უკვე აქვს ხშირი ხასიათი, ეს გახდა ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ეროვნული თუ სხვა ტიპის გამარჯვებები და ზეიმები გადაიქცევა მასობრივ არეულობად. ეს იმას ნიშნავს, რომ დეგრადაციამ საკუთარი გამოვლინება ნახა ევროპულ საზოგადოებაში“.
02 ივნისი 2026, 15:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ
„საინტერესო საუბარი გვქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა იცით როგორიც არის, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის სურვილი ჩვენი მხრიდან გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება, გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
02 ივნისი 2026, 15:03
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: რაც კარგია ამ ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა უარყოფითია კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ და ამ ბოღმის ნთხევას ვხედავთ მათივე მართული ტელევიზიებისგან
ეს მხოლოდ და მხოლოდ არის პოზიტიური და რადგანაც ეს არის მხოლოდ დადებითი ჩვენი ქვეყნისთვის, ამას კოლექტიური ნაცმოძრაობა ჭკუიდან გადაჰყავს, - ბიძინა ივანიშვილის მორიგ ქველმოქმედებაზე ოპოზიციის სპეკულაციებს. საუბარია ფონდი „ქართუს“ მიერ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტზე.
02 ივნისი 2026, 14:59
პოლიტიკა
პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს
„მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. მათ შორის, მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. წინა ადმინისტრაცია პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, შეთანხმებების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 ბარიერგადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024-ში. მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
02 ივნისი 2026, 14:56
ეკონომიკა
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, პროექტი არამხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, არამედ მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი და უსაფრთხო დერეფანია
მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და საერთო ხედვის პირველ ნაბიჯებს, სწორედ, ამ სამი ქვეყნის ერთობლივი ძალებით განხორციელდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 ივნისი 2026, 14:54
პოლიტიკა
ნიკოლოზ ჩხეტიანი „ციცინათელასთან“ მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე: გამოვისყიდეთ მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ეს არის ქველმოქმედება. ნულების დათვლაც არ იციან - 2.7 ჰექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 ჰექტარი, რაც გაჟღერდა, მაგრამ ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება სავიზიტო ბარათია კონკრეტული მედიის
გამოვისყიდეთ მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ეს არის ქველმოქმედება. ნულების დათვლაც არ იციან - 2.7 ჰექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 ჰექტარი, რაც გაჟღერდა, მაგრამ ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება სავიზიტო ბარათია კონკრეტული მედიის, - განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა სპეკულაციებზე, რომელიც „ციცინათელასთან“ მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვას უკავშირდება.
02 ივნისი 2026, 14:53
ეკონომიკა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი: მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, მჯერა, ეს პროექტი კიდევ უფრო დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს
ჩემთვის დღეს აქ ყოფნა დიდი პატივია, ჩვენ ყველა ამ დღეს დიდი სიხარულით ველოდებოდით, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 ივნისი 2026, 14:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას, ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა, ველოდებით საინტერესო დისკუსიას
პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტში ანგარიშის ზეპირი მოსმენა ივნისის ბოლოს შედგება.
02 ივნისი 2026, 14:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, ეს არის ანაბანა ყველა ჯანსაღად, სწორად მოაზროვნე და რაც მთავარია, პატრიოტი პოლიტიკური ძალისთვის, რომ მათ პატივი სცენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, პატივი სცენ საკუთარ ამომრჩეველს
რა თქმა უნდა, ეს არის ანაბანა ყველა ჯანსაღად, სწორად მოაზროვნე და რაც მთავარია, პატრიოტი პოლიტიკური ძალებისთვის, რომ მათ პატივი სცენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, პატივი სცენ საკუთარ ამომრჩეველს, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
02 ივნისი 2026, 14:46
მსოფლიო
FInancial Times: აშშ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსების არეალის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს
აშშ-ის მთავრობა ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსების არეალის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ნატოს მოკავშირეები დაარწმუნოს იმაში, რომ ვაშინგტონი, ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების მიუხედავად, კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერებას მაინც უჭერს მხარს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 14:45
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ოპოზიციის განცხადებები განცხადებებად დარჩება, რადგან მათ არ აქვთ შესაძლებლობა ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებები განახორციელონ
ამ ადამიანების ერთადერთი ფუნქცია რაც ქვეყანაში დარჩა, ეს არის სეირის ჩატარება და მერე ამის ყურება, სხვა ფუნქცია მათ აღარ აქვთ, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
02 ივნისი 2026, 14:23
ეკონომიკა
პრემიერი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 ივნისი 2026, 14:22
ეკონომიკა
პრემიერი: საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.


