პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი

14 სექტემბერი 2026, 10:49

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.

ირაკლი ფავლენიშვილი

14 სექტემბერი 2026, 08:07

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს გაყიდულებს უწოდებენ, საკუთარ პარტიას კი პრინციპულს და ფულზე გაუყიდავს.

დავით მამისეიშვილი

14 სექტემბერი 2026, 08:00

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:35

ევროპარლამენტარი, AfD-ის წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:32

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.

ირმჰილდ ბოსფორდი

13 სექტემბერი 2026, 23:29

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:27

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:25

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია, შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა

წამყვანმა მას გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი პარტიის ყოველწლიურად მზარდ რეიტინგს გაუსვა ხაზი. კითხვაზე, რატომ დაკარგა მათი პარტიის სტიგმატიზაციამ გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე და რამ განაპირობა არჩევნებში AfD-ს გამარჯვება, ბოსდორფმა განაცხადა, რომ ადამიანები ხედავენ, რომ გერმანიაში პრობლემების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მათი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულმა არგუმენტებმაც აზრი დაკარგა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}