ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
„მოხარული ვარ, რომ თბილისი განაგრძობს მრავალწლიან ტრადიციას და უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელმაც მასშტაბური გლობალური პლატფორმის სტატუსი შეიძინა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი კვლავ რჩება რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად.
ბოლო წლებში ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და ამ ფონზე, წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი - „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ - კიდევ უფრო აქტუალურია.
მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის განმტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი კვლავ უკავია მშვიდობის პლატფორმას. გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე, პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი შეუძლებელია.
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
მადლობას გიხდით ფორუმის ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და მონაწილეებს და ყველას ნაყოფიერ დისკუსიებს გისურვებთ!“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
03 აგვისტო 2026, 13:24
საზოგადოება
„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge
„გონიერი კონტრაქტი“ ახალი, ინოვაციური ციფრული სერვისია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უძრავი ქონების ნასყიდობისა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას სრულად დისტანციურად შეძლებენ.
03 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება მოლაპარაკებების განახლების შესახებ
ბაღაიმ აღნიშნა, რომ თეირანი ომანთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გავლით დროებითი უსაფრთხო მარშრუტის შექმნის მიზნით აწარმოებს. მან დასძინა, რომ დელეგაციის მიღების ან საკუთარი დელეგაციის გაგზავნის გეგმები არ არსებობს.
03 აგვისტო 2026, 13:17
ეკონომიკა
კახაბერ დავითაია: ეროვნული ბანკის ახალი ანალიტიკური პორტალი ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
03 აგვისტო 2026, 13:15
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპე - მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი
თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
03 აგვისტო 2026, 13:12
ეკონომიკა
დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიური ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
03 აგვისტო 2026, 13:11
ეკონომიკა
ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას
საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების პორტალის და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიშის ფორმით მონაცემების მიწოდება ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებას, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძემ სებ-ის ახალი ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
03 აგვისტო 2026, 12:44
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
03 აგვისტო 2026, 12:42
კულტურა
ახალმა „ადამიანმა ობობამ“ მსოფლიო გაქირავების პირველ უქმეებზე $927 მილიონი დააგროვა, რაც კინოს ისტორიაში მეორე საუკეთესო სტარტია
Marvel-ის სუპერგმირის შესახებ გადაღებულმა ახალმა ფილმმა, „ადამიანი-ობობა: ახალი დღე“, მსოფლიო გაქირავების პირველ უქმეებზე $927 მილიონი დააგროვა. როგორც Deadline-ი აღნიშნავს, ეს კინოინდუსტრიის ისტორიაში მეორე საუკეთესო სტარტია.
03 აგვისტო 2026, 12:33
საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.
03 აგვისტო 2026, 12:26
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა
www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა
03 აგვისტო 2026, 12:10
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის
„მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის. მინდა, ყველას მოვუწოდო, ამობრძანდნენ ბეშუმში, გოდერძიზე, დაისვენონ ხულოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასე ვამბობთ: „რომ ქართულად ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“, - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე შეკრებილ საზოგადოებას.
03 აგვისტო 2026, 11:59
მსოფლიო
ირანთან ახალი მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის განცხადებების ფონზე ნავთობი იაფდება
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 4,49 დოლარით (5,11%-ით) შემცირდა - 83,44 დოლარამდე, ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასმა კი 79,77 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც წინა მაჩვენებელზე 4,90 დოლარით (5,79%-ით) ნაკლებია.
03 აგვისტო 2026, 11:43
მსოფლიო
მასუდ ფეზეშქიანი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომლებსაც ხელი მოაწერა
„ხელმოწერილი მემორანდუმი შურას საბჭოს წევრების კოლექტიური სიბრძნის შედეგია და ყველა წევრი უჭერს მხარს. მჯერა, რომ მომავალში ეს მემორანდუმი ჩვენი საგარეო ურთიერთობების მთავარიო საყრდენი გახდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომლებსაც ხელი მოაწერა. ეს მემორანდუმი გააძლიერებს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებს“, - წერს პრეზიდენტი.
03 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
ვაშინგტონის შტატში ხანძარმა ასობით შენობა გაანადგურა
ცეცხლმა 600 შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები გაანადგურა. რეგიონში ხანძრის სამი აქტიური კერაა, მათი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. განადგურებულია 2 200- მდე ჰექტარი ტყის ფართობი.
03 აგვისტო 2026, 11:16
მსოფლიო
რუსეთმა ზაპოროჟიეზე მიიტანა იერიში, უკრაინამ კი Wildberries-ის მორიგი საწყობი დაბომბა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბებით ზაპოროჟიეს ორჯერ შეუტიეს. დაიღუპა ერთი, დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ზაპოროჟიეზე განხორციელებული ორი იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, სასაწყობე და კომერციული ნაგებობები.
03 აგვისტო 2026, 11:08
საზოგადოება
ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა
ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა
03 აგვისტო 2026, 11:06
მსოფლიო
პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა პაკისტანში მომხდარი აფეთქებისას. ბომბი პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 პოლიციელი, 8 მშვიდობიანი მოქალაქე, 1 კი თავად თავდამსხმელია.
03 აგვისტო 2026, 10:41
მსოფლიო
Der Spiegel: ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ
2026 წლის სექტემბერში არჩევნები უნდა გაიმართოს ბერლინის, საქსონია-ანჰალტისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ პარლამენტებში. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომლებსაც Der Spiegel ეყრდნობა, შედეგები ქდკ-ისთვის შესაძლოა არახელსაყრელი აღმოჩნდეს. არჩევნების შემდეგ, როგორც გამოცემის რესპონდენტები აცხადებენ, ამ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებმა შესაძლოა მერცს კანცლერის თანამდებობის დატოვების წინადადებით მიმართონ.
03 აგვისტო 2026, 10:33
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
03 აგვისტო 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.


