04 ივნისი 2026, 13:38 / სანდო წყარო

გიორგი ზურაბაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მზად ვართ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან

საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო არის ბაზრების, ხალხებისა და იდეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხიდი. ამავდროულად, როცა მრავალი ტრადიციული გზა მზარდი გაურკვევლობის წინაშე დგას, შუა დერეფანი არის კრიტიკული გზა გლობალური ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისთვის. ენერგეტიკული მილსადენები, რკინიგზა, გზატკეცილები, პორტები და შავ ზღვასთან კავშირი საქართველოს ხდის შეუცვლელ ჯაჭვად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საერთაშორისო კონსორციუმები ნედლ ნავთობსა და გაზს მილსადენებით აწვდიან დასავლეთს, ამარაგებენ საჭირო ენერგეტიკული რესურსებით. ჩვენი ინფრასტრუქტურა ემსახურება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებას, არამედ ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას ტრანსპორტს, რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. მსურს გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. მჯერა, რომ ეს გზავნილი პერსონალურად უნდა მოგაწოდოთ თქვენ - ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც იზიარებენ საერთო მიზნებს. საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“, - თქვა ზურაბაშვილმა.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2026, 14:41

საზოგადოება

სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს

ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 14:40

სამართალი

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი ნარსია დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ახალი მოადგილე ირაკლი ნარსია წარუდგინა.

ლევან ჟორჟოლიანი

04 ივნისი 2026, 14:34

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, შეიქმნა ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო, რომელიც წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს

მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, მათ შორის შესრულდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ერთ-ერთი არის ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს დაფუძნება, რომელმაც პირველი ივნისიდან დაიწყო ფუნქციონირება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

პაატა სალია
მუსტაფა თურქერ არი

04 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა

პაატა სალიამ მუსტაფა თურქერ არისთან განიხილა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 14:19

სამართალი

საბაჟო გამშვები პუნქტის - „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 409 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

რატი იონათამიშვილი

04 ივნისი 2026, 14:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაშინ გაუარესდა, როდესაც ვნახეთ არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომები. ჩვენი მიზანია გადატვირთვა და ეს გადატვირთვა სწორედ სამართლიანობის პრინციპებს უნდა დაეფუძნოს

„ცხადია, ღირსეული ურთიერთობები ქვეყნებს შორის სამართლიანობის პრინციპზე დგას და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სწორედ მაშინ გაუარესდა, როდესაც ვნახეთ არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომები არაერთი მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია გადატვირთვა და ეს გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს სწორედ სამართლიანობის პრინციპებს. პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა. ვხედავთ რეგულარულ შეხვედრებს, მაღალი დონის ვიზიტებს, რაც ხელს უწყობს სამართლიანობის საკითხების განმტკიცებას“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

ზურაბ აბაშიძე

04 ივნისი 2026, 14:15

ეკონომიკა

ზურაბ აბაშიძე: მდგრადი განვითარების გრძელვადიან პროცესში თბილისის ფორუმი იქცა პლატფორმად, სადაც შეგვიძლია ყოველწლიურად შევაფასოთ პროგრესი და გლობალური ცვლილებების კონტექსტში განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები

თბილისში დღეს მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი - მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის გაიხსნა.

04 ივნისი 2026, 14:15

მსოფლიო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბალტიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

სენატორი ტიმ შიჰი

04 ივნისი 2026, 14:06

პოლიტიკა

სენატორი ტიმ შიჰი: ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას, არა მხოლოდ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ თქვენი კულტურული მთლიანობის დასაცავად. ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა

ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას, არა მხოლოდ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ თქვენი კულტურული მთლიანობის დასაცავად, - განაცხადა სენატორმა ტიმ შიჰიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

04 ივნისი 2026, 13:54

პოლიტიკა

სტივ ნიკანდროსი: აშშ-ის და მისი ხანგრძლივი მოკავშირის, საქართველოს ურთიერთობები გაძლიერდა არა მხოლოდ დიპლომატიური მეშვეობით, არამედ ადამიანების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, მეწარმეების, ინვესტორების, სამხედროების, რელიგიური საზოგადოებების და უთვალავი პერსონალური კავშირის წყალობით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა

შეერთებული შტატებისა და მისი ხანგრძლივი მოკავშირის საქართველოს ურთიერთობები გაძლიერდა არა მხოლოდ დიპლომატიური მეშვეობით, არამედ ადამიანების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, მეწარმეების, ინვესტორების, სამხედროების, რელიგიური საზოგადოებების და უთვალავი პერსონალური კავშირების წყალობით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა, - განაცხადა ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელმა სტივ ნიკანდროსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

04 ივნისი 2026, 13:28

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის ფესტივალი „მწვანე საღამოები“ გაიმართება

6 და 7 ივნისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია ღონისძიებების სივრცეში, ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები/Serate Verdi“ გაიმართება, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი იტალიელი პოეტის, მწერლის, მხატვრის, მოქანდაკის, სცენარისტისა და კულტურის მოღვაწის, ტონინო გუერას ხსოვნას, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი

04 ივნისი 2026, 13:22

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ჩემთვის პატივია ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი. ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან აფასებს

ჩემთვის პატივია ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიგი თევზაძე

04 ივნისი 2026, 13:02

პოლიტიკა

გიგი თევზაძე: ეს ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტს სულ სხვადასხვა რაღაცებს ელაპარაკებიან - მეორე მხრივ ისინი უყურებენ როგორ იქცევიან ოპოზიციური პარტიები, ჩხუბობენ, რაღაც წერილებს უქვეყნებენ ერთმანეთს

ეს ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, დარწმუნებული ვარ, მიდიან სახდეპთან და სულ სხვადასხვა რამეებს ელაპარაკებიან, უმეტესობას ვიცნობ და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამას აკეთებენ, - განაცხადა ილიაუნის ლექტორმა, გიგი თევზაძემ.

გიგი თევზაძე

04 ივნისი 2026, 13:01

პოლიტიკა

გიგი თევზაძე: როგორც ჩანს, სახდეპი არ ენდობა ამ გაერთიანებას, რომელიც დღეს არსებობს - ოპოზიციამ აშშ-ს იმდენად ვერ გააგებინა რა უნდა, რომ ისინი იძულებული გახდნენ, ჩამოვიდნენ და ილაპარაკონ, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში

„საბოლოოდ ასე ჩანს, რომ მოდი, რაღაცნაირად მოვილაპარაკოთ, მოდი, ვაიძულოთ რომ არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც შევიდეს პარლამენტში და მერე ვნახოთ. იმიტომ, რომ მათ [აშშ-ს] აშკარად სჭირდებათ ვიღაცები, ვისთანაც დაილაპარაკებენ და ეს ვიღაცები იქნებიან ხალხის მიერ არჩეულები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ისინი შეეცდებიან, არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ ანუ, გააკონტროლონ და გაყალბება არ დაუშვან. მე ვფიქრობ, რომ რუბიოს ხალხი ასე ფიქრობს დღეს, რომ ასე უნდა მოხდეს“, - აცხადებს გიგი თევზაძე.

04 ივნისი 2026, 12:56

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2026, 12:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მოხარული ვარ, რომ კვლავ ვმასპინძლობთ მაღალი დონის დისკუსიას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საერთო მიზნის გარშემო - ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო დგას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

კახა კალაძე

04 ივნისი 2026, 12:54

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცდომად აღიარებაზე: ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ისინი მთლიანად იმართებიან გარედან. რა მითითებებიც იქნება, ან კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ისინი ყოველთვის ცდილობენ მას მოერგონ. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ რას წარმოადგენენ ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს და საიდან იმართებიან. ქართველ ხალხთან და საქართველოს ინტერესებთან, რა თქმა უნდა, ისინი თანხვედრაში ნამდვილად არ არიან, არიან აცდენილები. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ხედავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

04 ივნისი 2026, 12:51

პოლიტიკა

კახა კალაძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: ამერიკის ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო

მზად ვართ ამერიკასთან განახლებული ურთიერთობების, ოღონდ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის სამართლიანობას ეფუძნებოდეს, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობებს.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2026, 12:46

პოლიტიკა

პრემიერი „ლელოზე“: 2024 და 2020 წელს თვითონაც თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო“, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე

„რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ვნახოთ, 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე. ეს საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული. შემდეგ ვნახოთ, არჩევნებამდე მიღწეული პარტიებიდან ვინ ისარგებლებს და ვინ არ ისარგებლებს მანდატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.