მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვმუშაობთ აშშ-სთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული და ჩვენ ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. სწორედ ამას ემსახურებოდა ის ვიზიტები, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსობრივ ნაწილზე.
„ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ს მხარესთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად ვისაუბროთ სწორედ ამ შინაარსობრივ ნაწილზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის გამოხატავდა მზაობას აშშ-სთან შინაარსიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარების მიმართ.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გამოგვიცხადებია მზაობა, რომ საქართველო არის მზად და ყოველთვის იყო მზად, აშშ-სთან ჰქონდეს შინაარსიანი ურთიერთობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობები უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და, რა თქმა უნდა, აშშ-ის ინტერესებს. ურთიერთობები პირველ რიგში ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმ განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი ურთიერთობებიც სწორედ ურთიერთპატივისცემაზე იყოს დაფუძნებული, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 19:23
საზოგადოება
პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ
პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
05 ივნისი 2026, 19:15
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
05 ივნისი 2026, 18:52
მსოფლიო
აზერბაიჯანმა უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი
აზერბაიჯანმა პარასკევს უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი.
05 ივნისი 2026, 18:33
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტი: ირანი ლიბანს აშშ-თან მოლაპარაკებებში გასაცვლელ მონეტად იყენებს - ეს მიუღებელია
ლიბანის პრეზიდენტი, ჟოზეფ აუნი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ირანი ლიბანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში „გასაცვლელ მონეტად“ იყენებს.
05 ივნისი 2026, 18:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას
დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას და ამის გამოვლინება არის მრავალნაირი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
05 ივნისი 2026, 18:25
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომლებმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური გადაწყვეტილებებია
კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა - ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის სინდრომის მკურნალობის და ამ თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
05 ივნისი 2026, 18:19
მსოფლიო
მაკრონმა ზელენსკის წერილს პუტინისადმი „კარგი ინიციატივა“ უწოდა და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას ვლადიმირ პუტინისთვის წერილის გაგზავნის თაობაზე და უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
05 ივნისი 2026, 18:16
ეკონომიკა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა 7.5% შეადგინა. მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნომინალურ გამოხატულებაში 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 28 235 ლარია. ინფლაციის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა. მომხსენებელმა ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთ მიშვნელოვან როლს საგარეო სექტორი ასრულებს. გიორგი კაკაურიძის თქმით, 2024 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 10,3%-ით არის გაზრდილი და 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა.
05 ივნისი 2026, 18:10
ეკონომიკა
Montran: ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით ვქმნით თანამედროვე და მდგრად საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან
წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Montran-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) განახლებული სისტემის დანერგვას ეხმიანება. როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განახლებული სისტემა (RTGS) წარმატებით დანერგა. პროექტი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის ეფექტიანობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას.
05 ივნისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალურად შეცვლილია
„რადიკალურად შეცვლილია პრინციპები, რაზეც მათ თავიანთი ხედვა აქვთ დამყარებული საქართველოსთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით. ეს არა მარტო საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში არის ნათქვამი, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ახლა არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთან ურთიერთობები ახალ დონეზე ავიდეს. მან ორი მთავარი ბაზა დაასახელა - ფასეულობათა თანხვედრა ბევრ საკითხში და ქვეყნების სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს ორი ისეთი მყარი საფუძველია, უნდა ემყარებოდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
05 ივნისი 2026, 17:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით: არის მედიკამენტები, რომლის პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას
არის მედიკამენტები, რომლის გამოყენება/არ გამოყენებას და პაციენტზე გავრცელდება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. ამაზე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკურ კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მედიკამენტებზე საუბრისას.
05 ივნისი 2026, 17:55
საზოგადოება
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა რუსთავის ჭალის ტყის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში გარემოსდაცვითი კამპანია – „გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია“ გაიმართა.
05 ივნისი 2026, 17:51
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, ეს პოტენციალი როგორ ვაქციოთ მათ შესაძლებლობად
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა მათ აძლევთ შესაძლებლობას, რომ რეგიონს ადგილობრივი ახალგაზრდების თვალით შეხედონ.
05 ივნისი 2026, 17:51
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას, მაგრამ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად შესწავლა, ამის გარეშე გამოყენება დაუშვებელია
არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას ან მინიშნებას, რომელზე რას ვფიქრობთ და ვგეგმავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად, ზუსტად შესწავლა, ამის გარეშე მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომისთვის განკუთვნილი მედიკამენტების შემოტანაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა" .
05 ივნისი 2026, 17:47
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან. ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება
ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება. ჯანდაცვის პროგრამა რამდენსაც წარმოადგენდა 2012 წლისთვის, იმაზე მეტი იხარჯება მხოლოდ ონკოლოგიაზე დღეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“.
05 ივნისი 2026, 17:46
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა სარა როჯერსმა გერმანია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა სარა როჯერსმა გერმანია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 17:43
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად
საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ინტერესების გათვალისწინება პოლიტიკურ საქმიანობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.
05 ივნისი 2026, 17:37
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის - მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს და რიგით მე-9 შეხვედრას რაჭაში, ამბროლაურში მართავს. შეხვედრა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.
05 ივნისი 2026, 17:32
პოლიტიკა
მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
05 ივნისი 2026, 17:28
სამართალი
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცნო თავი დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები“ – ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ
ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ. „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში და მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს.


