დავით ქართველიშვილი: ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან მიღებული სიგნალები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციის პროცესზე მიუთითებს.
„საქართველოსთვის ყველაზე პოზიტიური სიახლე უკავშირდება ვაშინგტონიდან წამოსულ მორიგ დადებით სიგნალს, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების პროცესს ეხება,“ - წერს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ფონზე, ორ ქვეყანას შორის დიალოგი უფრო პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ეტაპზე გადადის.
„ახალი „გართობა“ გვაქვს აშშ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე - ვერაგობა, კისინჯერის ციტატა, „რა გვიხარია“ და ა.შ. თითქოს ეჭვი შეაქვთ ან უფლის ჩარევის ფაქტორში თავისი წილხვდომილობის ბედის მიმართ, ან ვერ ხვდებიან, რომ განსაცდელი გვეძლევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მთავრობისა და მხედრობის პოლიტიკა აშკარად ღმერთმებრძოლობის რელსებზეა გადასული. ხოლო, როდესაც ერისა და ბერის უმრავლესობა გაერთიანებულია დედაეკლესიის ირგვლივ და მათი და უფლის ინტერესები ქვეყნის აწმყოსა და მომავლის ირგვლივ სრულ თანხვედრაშია - ამას არა განსაცდელი, არამედ ხელშეწყობა ეწოდება.
რა თქმა უნდა, კვლავ იკითხება მიმდინარე მოვლენების კრიტიკოსთა მხრიდან ირიბი „ანტითეზა“ - რომ „ისევ რუსეთი და რუსეთმა“, რომელზეც კისინჯერის ციტატა ვერ მოიძებნება. არ მეზარება შევახსენო მათ სამი ფაქტი: 1) სწორედ რუსეთმა ორგზის (1801 და 1921 წწ.) „აგვახია“ სახელმწიფოებრიობა და 1811 წელს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ხოლო ამჟამად „ნაწილობრივ“ გვახევს იგივეს უკვე მესამედ; 2) სანამ რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმირ პუტინი - არის, მისგან საკუთარი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი დათმობის მოლოდინი სახიფათო ილუზიაა; ხოლო 3) მასზე ან ზეწოლის, ან ქვეყნის სათავეში ახალი ლიდერის მოსვლის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის კრიზისის დასრულების შემდეგ.
მანამდე კი, საქართველოსთვის ყველაზე პოზიტიური სიახლე უკავშირდება ვაშინგტონიდან წამოსულ მორიგ დადებით სიგნალს, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების პროცესს ეხება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ახლახან დასრულებული ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო განცხადებამ, რომ მხარეები მზად არიან იმუშაონ ორმხრივი პარტნიორობის სრული პოტენციალის რეალიზებაზე, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ კონფრონტაციული რიტორიკისგან, რომელიც წინა პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დომინირებდა. ეს მიუთითებს თბილისსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის დიალოგის ეტაპობრივი ნორმალიზაციის კურსის შენარჩუნებაზე.
ამ ტენდენციის დამატებით დადასტურებად იქცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, მიმდინარე კვირაში განხორციელებული ვიზიტი ვაშინგტონში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, კონგრესის წევრებთან, ანალიტიკური და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესსაზოგადოების წევრებთან. განხილვის მთავარი თემები იყო ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს როლი, როგორც აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორისა სამხრეთ კავკასიაში. ასეთი მასშტაბური და ინტენსიური შეხვედრების ციკლი ცხადყოფს, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი არა მხოლოდ შენარჩუნებულია, არამედ თანდათან უფრო პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ეტაპზე გადადის.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა
„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 10:14
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 10:11
სამართალი
შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
14 სექტემბერი 2026, 09:53
მსოფლიო
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“
„საბოლოო ჯამში გამოვალთ [ირანთან ომიდან], თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ დარჩენას და ნავთობის კონტროლს, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვენესუელის შემთხვევაში ამერიკულმა ჩარევამ „მრავალჯერად გაამართლა“.
14 სექტემბერი 2026, 09:21
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა
კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.
14 სექტემბერი 2026, 09:13
მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს
შვედეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები იღებენ, რომლებსაც მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს.
14 სექტემბერი 2026, 09:04
მსოფლიო
ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ფრანგების 81 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
14 სექტემბერი 2026, 08:45
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე დღეს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის
მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმინდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა, უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
14 სექტემბერი 2026, 08:34
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში
14 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
14 სექტემბერი 2026, 08:28
სპორტი
ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა
5 მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე. სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირზე 5 მედალი, მათ შორის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.
14 სექტემბერი 2026, 08:15
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება
უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე, მათ შორის პოლონეთის საზღავრთან რუსულ თავდასხმას ოფიციალური ვარშავა გამოეხმაურა. იაგოდინის რკინიგზის სადგურზე კიევი-ვარშავის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ლოკომოტივთან ერთად, იაგოდინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურზე იერიშს დინალდ ტურსკმა გაზრდილი საფრთხის კიდევ ერთი დადასტურება უწოდა. თავდასხმას კიევში მყოფი რადოსკავ სიკორსკიც გამოეხმაურა.
14 სექტემბერი 2026, 08:10
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
14 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს
ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს გაყიდულებს უწოდებენ, საკუთარ პარტიას კი პრინციპულს და ფულზე გაუყიდავს.
14 სექტემბერი 2026, 08:04
საზოგადოება
დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში
დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.
14 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ.
13 სექტემბერი 2026, 23:45
რეგიონი
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
13 სექტემბერი 2026, 23:35
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი, AfD-ის წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის
თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
13 სექტემბერი 2026, 23:32
პოლიტიკა
AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში
მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.
13 სექტემბერი 2026, 23:29
პოლიტიკა
ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო
საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
13 სექტემბერი 2026, 23:27
პოლიტიკა
ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია
გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.


