პოლიტიკა
06 ივნისი 2026, 22:08
თეა წულუკიანი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ვიღაცას
ოპოზიცია უსუსურ მდგომარეობაშია, დაქსაქსულები არიან. ისინი პირადსა და სახელმწიფოებრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია.
06 ივნისი 2026, 22:08
ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა
ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
06 ივნისი 2026, 21:50
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გადაცემა „ღია ეთერი - დებატებზე“: მადლობა რომ გადაცემის ასეთი ფორმატი შემოიღეთ. კარგია, რომ თვალსაზრისების შეჯერება ხდება
„მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცალკეული მონაწილეების თვალსაზრისების შეჯერება ნუ იქნება, იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების, რადგან თვალსაზრისები არის ფართო, მოცვადი და გარდა ხელისუფლების პოზიციისა და ოპოზიციის ცალკეული ჯგუფებისა, მოიცავს ძალიან ბევრ რამეს საარსებო საკითხებზე და კარგი იქნება ამ მიმართულებით თუ გააგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
06 ივნისი 2026, 21:23
თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული - თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სახელმწიფო რა არის. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი
ჩვენ გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული. მე თანაგიგრძნობთ, ნახევარი მილიონი ლარი რომ გაქვთ გადასახდელი ახალგაზრდა კაცს, რა თქმა უნდა, გამწარებული იქნებით და პირადსა და სახელმწიფოებრივს შორის რაღაცები გექნებათ არეული, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელს, გოტა ჭანტურიას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ აქციებზე დაჯარიმების გამო მას ნახევარი მილიონი აქვს გადასახდელი.
06 ივნისი 2026, 21:20
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე: მადლობა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოწვევისთვის, დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ვარ „იმედის“ ეთერში
„მადლობას ვეტყვი და მივესალმები ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქალბატონ თეა წულუკიანს და ბატონ ლევან მახაშვილს. რომლებსაც ძალიან მძიმე ტვირთი აქვთ აღებული თავის თავზე. მადლობას მოგახსენებთ ყველას“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
06 ივნისი 2026, 21:19
თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: თქვენ დღეს ებრძვით ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოში დაამკვიდრა ის დემოკრატია, სადაც თქვენ ბრძოლის საშუალება გაქვთ. წინა ხელისუფლების დროს თქვენ არ და ვერ იბრძოდით, ბუჩქის ძირში იყავით, ეს თქვენ უნდა თქვათ
მე თქვენ გეტყვით, რომ სიცრუეა ის, რომ თქვენ ვინმეს როდისმე ებრძოდით, თქვენ დღეს ებრძვით ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოში დაამკვიდრა ის დემოკრატია, სადაც თქვენ ბრძოლის საშუალება გაქვთ. წინა ხელისუფლების დროს თქვენ არ და ვერ იბრძოდით. რომელი ბუჩქის ძირში იყავით, ეს თქვენ უნდა თქვათ, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენლის, გოტა ჭანტურიას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ „სისხლიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა“.
06 ივნისი 2026, 20:55
თეა წულუკიანი: ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა
„ეს იყო გაბედული რეფორმები,რომელიც სასამართლოსა და მოსამართლეების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. შეიძლება ზოგიერთი მოსამართლე სასამართლოში არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მე და თქვენ რა მოგვწონს, მთავარი ის არის, რომ ეს მოსამართლეები დღეს მოსაწონ ან ვინმესთვის მოუწონარ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ისინი არიან ჩემგან და ჩემნაირებისგან (პოლიტიკოსებისგან) დამოუკიდებელი“.
06 ივნისი 2026, 20:39
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები - „გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით“
„ვიზალიბერალიზაცია არასდროს გამხდარა პოლიტიკური საკითხი. 2017 წლიდან ყოველწლიურად დგებოდა ანგარიშები და ყოველთვის იყო იქ 7-10 რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ გახდა ყველაზე პრობლემური - როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხვა ვერაფრით მიუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რეაგირებს და ემოციური საკითხია, დააჭირეს - უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


