პოლიტიკა
06 ივნისი 2026, 23:12
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე: ევროკავშირი, ჩემი თვალსაზრისით არის ამ ეტაპზე ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, ცალსახად უნდა ვიაროთ ამ მიზნისკენ
ევროკავშირი, ჩემი თვალსაზრისით არის ამ ეტაპზე ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, ცალსახად უნდა ვიაროთ ამ მიზნისკენ. არც ხელისუფლების და რაც ოპოზიციის წარმომადგენლები არასოდეს ახსენებენ, რატომ გახდა ევროკავშირი ჩვენთვის პანაცეა, -განაცხადა პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
06 ივნისი 2026, 22:43
თეა წულუკიანი: ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი - ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გზით ქვეყანა წინ მიყავს. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, საქართველო არასდროს იქნება ბრიუსელის ხელის ბიჭი.
06 ივნისი 2026, 22:25
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდება, ომიც დასრულდება, ევროკავშირი დაუბრუნდება ძველ ურთიერთობებს.
06 ივნისი 2026, 22:24
ლევან მახაშვილი: საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თავგანწირვის ხარჯზე ამ ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა
საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
06 ივნისი 2026, 22:08
თეა წულუკიანი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ვიღაცას
ოპოზიცია უსუსურ მდგომარეობაშია, დაქსაქსულები არიან. ისინი პირადსა და სახელმწიფოებრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია.
06 ივნისი 2026, 22:08
ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა
ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
06 ივნისი 2026, 21:50
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გადაცემა „ღია ეთერი - დებატებზე“: მადლობა რომ გადაცემის ასეთი ფორმატი შემოიღეთ. კარგია, რომ თვალსაზრისების შეჯერება ხდება
„მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცალკეული მონაწილეების თვალსაზრისების შეჯერება ნუ იქნება, იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების, რადგან თვალსაზრისები არის ფართო, მოცვადი და გარდა ხელისუფლების პოზიციისა და ოპოზიციის ცალკეული ჯგუფებისა, მოიცავს ძალიან ბევრ რამეს საარსებო საკითხებზე და კარგი იქნება ამ მიმართულებით თუ გააგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
06 ივნისი 2026, 21:23
თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული - თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სახელმწიფო რა არის. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი
ჩვენ გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული. მე თანაგიგრძნობთ, ნახევარი მილიონი ლარი რომ გაქვთ გადასახდელი ახალგაზრდა კაცს, რა თქმა უნდა, გამწარებული იქნებით და პირადსა და სახელმწიფოებრივს შორის რაღაცები გექნებათ არეული, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელს, გოტა ჭანტურიას.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


