08 ივნისი 2026, 12:55 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია, მან უამრავ კრიზისს, მათ შორის გარშემო ომებს გაუძლო და არ დაზიანებულა, პირიქით, იზრდებოდა.

„ეკონომიკურად არავისზე დამოკიდებული არ ვართ. რუსეთთან ვაჭრობა, თუ არ ვცდები 12 %-ია. ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე ზუსტად ის არის, რომ დივერსიფიცირებულია. ამიტომ გაუძლო იმ საგარეო კრიზისებსა და შოკებს, რომელიც არსებობდა რეგიონში. წარმოიდგინეთ, ჩვენს გარშემო რამდენიმე ომი მიმდინარეობდა და საქართველო ეკონომიკურად იზრდებოდა და არ ზიანდებოდა. მთელი გონიერება საქართველოს ხელისუფლების მოქმედების არის ის, რომ დივერსიფიცირებული გვქონდეს ჩვენი ეკონომიკა იმისთვის, რომ ამ შეშლილ სამყაროში რომელი მომენტიდან ხდებიან მტრები და რომელი მომენტიდან მოყვრები, ეს ვერ გაგვიგია. ჩვენი ომის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთთან გააღრმავა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. გერმანიამ რუსეთთან „ნორდ სტრიმის“ მშენებლობა დაიწყო. ყველა კარგად ჩაეხუტა რუსეთს. იყვნენ მოყვრები და შემდეგ აღმოჩნდა, რაღაც მომენტში აღმოჩნდნენ მტრები. ჩვენგან მოლოდინია, რომ ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ავაწყოთ იმაზე, როგორ გაიღვიძებენ ხვალ ბრიუსელი თუ სხვა ბიუროკრატები", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია შედიოდნენ, ერევანში უშუალოდ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით იმყოფებოდა.

08 ივნისი 2026, 14:18

პოლიტიკა

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები განიხილა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამი ანგარიში განიხილა.

08 ივნისი 2026, 14:07

სპორტი

ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, უკრაინის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოველში ჩატარდა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი პარასპორტსმენებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა პარასპორტსმენმა უკრაინიდან, კანადიდან, მექსიკიდან და საქართველოდან.

08 ივნისი 2026, 14:00

საზოგადოება

Le Figaro: საქართველო - ემოციების ისტორია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2026, 13:53

მსოფლიო

ზელენსკი სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ: ეს არის გამოცდა ევროკავშირისთვის

„სწორედ ახლაა დრო, რომ ევროკავშირმა რეალურად დაუჭიროს მხარი სომხეთს და გააკეთოს ყველაფერი საჭირო იმისათვის, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ ევროპასთან ურთიერთობის წყალობით ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. ეს არის გამოცდა ევროკავშირისთვის. მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ დრო და შესაძლებლობები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი

08 ივნისი 2026, 13:41

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება

იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე გარჩევები და ხელის ქნევები გვიან იქნება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

08 ივნისი 2026, 13:38

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 13:35

სპორტი

ეკატერინე ხუციშვილმა ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ჭადრაკში მე-3 სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა.

08 ივნისი 2026, 13:35

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი ამოცანაა ფერმერებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო წარმოებისთვის, მომხმარებლებს მივაწოდოთ უვნებელი პროდუქცია და საერთაშორისო ბაზრებზე გავაძლიეროთ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის სანდოობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“ გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართა.

08 ივნისი 2026, 13:28

რეგიონი

ღვაწლმოსილი პედაგოგების, რევაზ და გუგული სოლომონიძეების, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა

გუგული სოლომონიძე 1956 წელს, სოფელ პაქსაძეებში დაიბადა. იგი 1984-2011 წლებში წარმატებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არჩეული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სხვადასხვა წლებში კი რაიონული და საკრებულოს საბჭოების წევრად საქმიანობდა. შრომითი მიღწევებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არაერთი მაღალი ჯილდოთი და სიგელით არის დაჯილდოებული.

08 ივნისი 2026, 13:12

საზოგადოება

ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 9 ივნისს, 14:00 საათზე აბიტურიენტებისთვის ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 13:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: ეს პირდაპირ მხილებაა ბრიუსელისა და სხვადასხვა დედაქალაქის დეზინფორმაციის საქართველოს წინააღმდეგ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ- საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს

08 ივნისი 2026, 13:04

რეგიონი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები გეგმის შესაბამისად პირველი აპრილიდან მიმდინარეობს.

08 ივნისი 2026, 12:57

მსოფლიო

ნატო-ს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

ნატო-ს გამანადგურებლებმა დილით, ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ქვეყნის ეროვნული შეიარაღებულმა ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი რეზეკნესა და კარსავას შორის არსებულ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ეს ფრანგულმა გამანადგურებლებმა გააკეთეს, რომლებიც ნატოს ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, როდესაც ბრიუსელი გეუბნება, რომ დაუწესე სანქციები რუსეთს, ეს არის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ამის გამო გვსჯიან

„მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ სომხეთი სხვა სახელმწიფოა, საქართველო სხვა სახელმწიფოა. ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ თითქმის ერთნაირი გამოწვევები გვაქვს“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „რას ნიშნავს, როდესაც რეგიონის ორი ქვეყანა მშვიდობას და სუვერენიტეტს სხვადასხვა მიმართულებით ხედავს. თქვენ ვერ ხედავთ მშვიდობას, სუვერენიტეტს ევროკავშირის მხრიდან და ფაშინიანმა, სომეხმა ხალხმა სწორედ ამას მისცა ხმა“.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი

მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

08 ივნისი 2026, 12:27

მსოფლიო

აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო

გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ინციდენტი ჯერ კიდევ 6 ივნისის დილას, ტროსტ-ავენიუს ქუჩაზე მოხდა, რომელიც ბაზიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, 3 ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სროლის მიზეზი უცნობია. პოლიციას ეჭვმიტანილები არ დაუკავებია.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის

თუკი ანტიკონსტიტუციურია პარტია, ის უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, თუკი დამნაშავეა ადამიანი ის უნდა იყოს ციხეში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2026, 12:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სტამბოლში შეხვედრაზე: ცალმხრივი ფორმატები, რომელიც არსებობს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზეც, ხელს უწყობს ქვეყნების პოლიტიკის დაახლოებას, ერთმანეთთან შეთანხმებას იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონს აქვს

„ეს [შეხვედრა] კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ცალმხრივი ფორმატები, რომელიც არსებობს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზეც, ხელს უწყობს ქვეყნების პოლიტიკის დაახლოებას, ერთმანეთთან შეთანხმებას იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონს აქვს. ეს არის ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომელმაც წინ უნდა წაწიოს ჩვენი ერების ინტერესები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.