შალვა პაპუაშვილი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პაპუაშვილი გიგი წერეთლის, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს.
„ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური, ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.
საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ, რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება.
ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება.
ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცდეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს, რომლებიც არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, არამედ გარე პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის.
რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ ურთიერთობების დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნასა და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა, მაშინ როდესაც, სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან.
ამ ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმემ, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით, საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. სამწუხაროდ, სწორედ ამგვარ ქმედებებს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ.
ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ თითქოს საქართველო არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ, გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას.
სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი. ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შეხსენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს
თურქეთი ცდილობს, რუსეთისგან მიიღოს თანხმობა მოსკოვისგან შეძენილი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მესამე ქვეყნისთვის გადაცემაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიაზე მიშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა ნაცმა, ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო. როგორი გულის ამრევია ნაცის ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშან-თვისება
ამ პატარა პოპულისტმა ნაცმა, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალია, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანის განცხადების შესახებ, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ამბობს, „ორი რუსი აშარდავდა ეკლესიას”.
11 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში
რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.
11 ივლისი 2026, 14:26
სამართალი
ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ
დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.
11 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო
რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.
11 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო
ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 14:10
თავდაცვა
დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.
11 ივლისი 2026, 14:02
რეგიონი
რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება.
11 ივლისი 2026, 13:59
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
11 ივლისი 2026, 13:52
მსოფლიო
რუმინეთმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი გაანადგურა
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რადუ მირუცეს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 13:48
რეგიონი
ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.
11 ივლისი 2026, 13:28
მსოფლიო
Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა
რუსეთმა დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ინფორმაციას Reuters-ი მარცვლეულის ექსპორტის სექტორის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 13:06
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა.
11 ივლისი 2026, 12:59
მსოფლიო
AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ დაადასტუროს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და აიღოს ვალდებულება კომერციულ გემებზე თავდასხმები შეწყვიტოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 12:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე „ტვ პირველს“: ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ. ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის განცხადებაზე, რომ „დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის საშუალება აღარ ეძლევა“, აცხადებს, რომ ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას.
11 ივლისი 2026, 12:31
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 12:27
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ
წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.
11 ივლისი 2026, 12:24
საზოგადოება
გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.
11 ივლისი 2026, 12:20
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, ქობულეთის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან და ქობულეთის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში, გია ჭყონიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
11 ივლისი 2026, 12:11
საზოგადოება
სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება
სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.


