პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 12:48

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!

ევროკავშირი იხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს და თავი მოიკალით თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში? ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან,

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 12:24

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემდეგი ცვლილება პლენარული სხდომის სხვა დღეს ჩანიშვნას შეეხება და შესაბამისი ნორმა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი“.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივნისი 2026, 11:57

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:57

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ., არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა

იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:56

შალვა პაპუაშვილი: ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს მოსახლეობის მხარდაჭერაში რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს

ისე წარმოაჩენენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია „ქართულ ოცნებაში“ და ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული, რომ აქვს გადამწყვეტი როლი ამაზე მგონი არავის არ დავობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:48

შალვა პაპუაშვილი „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებაზე: არავინ უზღუდავს ბიზნესმენს პოლიტიკურ განცხადებას თუ აზრის გამოთქმას

„როდესაც ცდილობენ გარე დაფინანსებითა და წაქეზებით საქართველოში შუღლის დანერგვას, საზოგადოების გახლეჩვას, ფაშისტური იდეოლოგიის შემოტანას საქართველოში, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს, (იურიდიული პირები) როგორც საწარმოს, მომხმარებლების მიმართ ჰქონდეს თანაბარი მოპყრობა, თანაბარი განწყობა, მისი პოლიტიკური განწყობის გამო არ შეუქმნას მტრული გარემო მოქალაქეებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:41

შალვა პაპუაშვილი: თუ საზოგადოება შეადარებს წინა ხელისუფლებას, ნახავს, რომ დრამატულად შემცირებულია საჩივრების რაოდენობა, რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საქართველო ამ მხრივ არის სანიმუშო. შედარება შეგიძლიათ ნებისმიერი სახის მოიყვანოთ და ყველა შედარებაში საქართველო კარგ შედეგებს აჩვენებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვის პასუხად, თუ როგორ ასრულებს საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:40

შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი

„რაც შეეხება ადმინისტრაციულ მიმართულებას, თუ იგულისხმება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, პრობლემა პოლიტიკურ მოტივაციაშია, რომელიც აქვთ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისას. ამას თავისი მიზეზები აქვს, ვინაიდან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები არის წახალისებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი გარედან. სანამ ეს დაფინანსება და წახალისება არსებობს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები და გადაცდომებიც მოხდება. მთავარი გამოწვევა არის, რომ ბრიუსელი და სხვა დედაქალაქები, რომლებიც საქართველოში აქეზებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დარღვევებს, შეწყვიტონ საქართველოს სამართლებრივი სისტემის მართლწესრიგის მოქმედება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წახალისება. არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}