თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშა გვკიდია, თავი დაგვანებოს, უჩემოდ არაფერი გამოვაო, უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა, ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა, შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი
თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
მიშა გვკიდია, თავი დაგვანებოს, უჩემოდ არაფერი გამოვაო, უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა, ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა, შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი, - აცხადებს პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, „ოპოზიციური ალიანსის“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ბოლო ორი თვეა, არცერთ შეხვედრას არ დასწრებია, არღვევს წესებს და, ბუნებრივია, ალიანსს მიღმაა.
„რაც შეეხება ალიანსს, საერთოდ არანაირი დაპირისპირება ალიანსში არ არსებობს. გუშინ ჰქონდათ ბრიფინგი, კიდევ ამზადებენ პარასკევისთვის ახალ ბრიფინგს და ვმუშაობთ ჩვეულებრივად, ოღონდ იქ „ნაცები“ არ არიან. ანი წითლიძე და მისი ბელადი დადიან იმ სიმართლით, რომ „ნაცები“ ჩვეულებრივად არიან ალიანსში და აგრძელებენ მუშაობას. ბოლო ორი თვეა, „ნაცები“ არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილან, ერთადერთი, სადაც მოვიდნენ, 26-ში აქციას რომ ვამზადებდით, იქ სიტყვით გამოსვლას იხვეწებოდნენ. თან რომ არ გავაგდეთ ეგ საცოდავები, რადგან ეგენიც გვეცოდებიან. თვითონ „ნაცებშიც“ რა ხდება, იცით, მიშას მიღმა? უკვე ვერ ხვდებიან, მიშა რას აკეთებს. თვითონაც აღარ შეუძლიათ უკვე, უბრალოდ, იძულებული არიან, მანტრასავით ეს სისულელეები ილაპარაკონ, რასაც ლაპარაკობენ. თვითონაც აღარ აქვთ უკვე მაგ კაცის ატანა. ალიანსში დაპირისპირება ვერ მოხდება, წესები კრძალავს ალიანსის წევრებს შორის დაპირისპირებას. სისტემატურად და რეგულარულად ვინც არღვევს წესებს, არ ჩერდება, ბუნებრივია, ალიანსს მიღმაა. მე რომ ვიძახი, რომ „ნაცები“ ალიანსში არ არიან, შეთანხმებული მაქვს ყველასთან, რომ ასე ვიტყვი, რადგან რეალობა ესაა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივში.
ჩერგოლეიშვილის თქმით, არ აინტერესებს, რას ამბობს მასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი.
„მიშამ შენზე ეს თქვა, რას ეტყოდი? მიშამ შენზე ის თქვა, რას უპასუხებდი? საერთოდ არაფერი არ მინდა, ვუპასუხო მიშას. გვკიდია მიშა. იმდენი ქნა, ისე მოიქცა, ერთადერთი, რაც გვინდა, არის, რომ თავი დაგვანებოს. მეტი არაფერი არ გვინდა საერთოდ, უბრალოდ თავი გაგვანებოს. მიხედოს თავის პარტიას.
ნაცვლად იმისა, იმაზე მელაპარაკონ, რასაც ვაკეთებ, რასაც ვმუშაობ, რაც ხალხს აინტერესებს, მიშამ შენზე ის თქვაო, და ვიღაცა არარაობებზე, ანი წითლიძე და რა შუაში არიან საერთოდ?! ლუზერები თქვა, რავი, თავის პარტიას ელაპარაკება ალბათ, აბა, ჩემი პარტია მიშას პარტია არ არის. მიხედოს თავის პარტიას. ოდესმე თუ გადაწყვეტს, გონს მოეგოს, წესიერად მოიქცეს, რაზეც შეთანხმდა, იმ წესებს დაემორჩილოს, შეეგუოს, რომ ერთ-ერთია და არა ერთადერთი – ვინც წესებს და სტრატეგიას იზიარებს, ის შემოდის ალიანსში.
ალიანსში შემავალი პარტიები, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, „ფედერალისტები“, ამ ქვეყანაში რეჟიმს ვცვლით კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად. ვერანაირად ვერ დავარწმუნებთ საქართველოს გონიერ მოქალაქეებს, რომ კანონის უზენაესობისთვის ვიბრძვით, თუ ჩვენს შორის გვყავს ვიღაც ყეყეჩი, რომელიც თავს წესებზე, კანონზე მაღლა იცხადებს და შენ იმას თავის ადგილს ვერ უჩენ.
უჩემოდ არაფერი გამოვა – უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა, გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა, შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი, „ან ყველაფერი, ან არაფერი“ პრინციპით არ გემოქმედა მაშინ, როცა ვერ წაიღებ ყველაფერს და ეს არის რეალობა. ახლაც მახსენდება ეს შენი კივილი, მე თუ არ ვიქენი, ქვა ქვაზე ნუ დარჩებაო. ამ მავნებლობით თავი გაიუბედურა. მეხუთე ადგილზე გავიდა თბილისში. ყველაზე კარგად მაგან იცის, რას ნიშნავს მეხუთე ადგილზე გაჩანჩალება თბილისში, მაგიტომ ებღაუჭება „ახალს“. უნდა, ხალხი მოატყუოს, „ახლის“ ხმები მისი ხმებია და კი არ გაფარჩაკდა, უბრალოდ ვიღაცები უსინდისოდ მოექცნენ და ა.შ. გადავჯეგავთ მავნებლებს ან გონს მოვლენ. რასაკვირველია, ალიანსის კარი ღია რჩება ყველასთვის, იქნება ეს სააკაშვილი, გახარია თუ „ლელო“, რომლებიც გადაწყვეტენ წესების დაცვას.
ხაზარაძე რა სასოწარკვეთილია უბრალოდ, რომ ოპოზიციური მედია იმაზე აქტიურად აშუქებს ალიანსში რაღაცა არარსებულ დაპირისპირებას, ამ თემას, როგორ არ ვარგა ალიანსი…ხაზარაძე რომ ბანკროტია და გაქცეულია ქვეყნიდან, მოხეული რომ აქვს ჩვეულებრივად და იქ, უსაფრთხო გარემოში ელოდება, მაშინ, როცა ამდენი ადამიანი ციხეშია, რაღაცნაირად კონკურენტი რომ არ გაუჩნდეს. მანქანების კოლონაზე რომ ატყუებდა „ტვ პირველი“, ხომ გახსოვთ, უნდათ, იგივე უკეთონ ხაზარაძეს, ვითომ ხაზარაძეს ალტერნატივა არ ჰყავს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 19:25
მსოფლიო
The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 19:19
რეგიონი
შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მძიმე დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა კიდევ ორი თანასოფლელის მიმართულებითაც განახორციელა, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილი.
31 ივლისი 2026, 19:08
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე
ბერლინი ესპანეთისგან ელის, რომ ის ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ვალდებულებას შეასრულებს არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დღე-ღამის განმავლობაში 60 000-მდე მიგრანტი შეიჭრა ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში.
31 ივლისი 2026, 19:05
საზოგადოება
კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი
ბატონო რობერტ, დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ქართული კულტურის საკეთილდღეოდ!“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
31 ივლისი 2026, 18:50
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს
„ბატონ რობერტს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს. დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მუდამ დარჩება შთაგონების წყაროდ ქართული კულტურისთვის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
31 ივლისი 2026, 18:39
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს
აშშ ესპანელი ხალხისა და ყველა ევროპელის გვერდით დგას მათი სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ამ უხეში დარღვევის წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ესპანეთის ანკლავ სეუტაში შექმნილ საიმიგრაციო კრიზისს.
31 ივლისი 2026, 18:33
მსოფლიო
ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო EFE პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 18:33
პოლიტიკა
გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სოფლებიდან დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 18:29
რეგიონი
აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს
მთავრობის თავმჯდომარემ განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები დანისპარაულის, შავი ტბის, მწვანე ტბის, ღორჯომისა და კურორტ გოდერძის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, გზების მშენებლობა, კურორტ გოდერძის შესასვლელი გზის კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, კურორტის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
31 ივლისი 2026, 18:24
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო
„მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“ საუბრისას.
31 ივლისი 2026, 18:17
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი
აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას.
31 ივლისი 2026, 18:15
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, მაგრამ მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ყველასთან მიმართებაში არ გამოიყენება.
31 ივლისი 2026, 18:14
მსოფლიო
ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესპანეთის ანკლავ სეუტაში შექმნილ მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი სცენარი, შესაძლოა, შეერთებულ შტატებშიც განვითარდეს.
31 ივლისი 2026, 18:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით
რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
31 ივლისი 2026, 18:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით
ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარტნიორობაზე საუბრისას.
31 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან
ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
31 ივლისი 2026, 17:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან
„შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე ვიზიარებთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ აშშ-ს მხარესთან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული შინაარსით უნდა იყოს დატვირთული. როგორ და რა იქნება შინაარსი, ეს რა თქმა უნდა დიპლომატიური მუშაობისა და პოლიტიკური დიალოგის საგანია ამერიკულ მხარესთან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
31 ივლისი 2026, 17:52
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე: ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა. პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე
ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით.
31 ივლისი 2026, 17:51
მსოფლიო
POLITICO: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მოკავშირეები დონალდ ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობენ
გამოცემა POLITICO წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობენ.
31 ივლისი 2026, 17:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებზე: ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგვარად შეაფასო და არ აღიარო
ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგვარად შეაფასო და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არ აღიარო, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით არის მიღწეული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე.


