11 ივნისი 2026, 15:10 / სანდო წყარო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატი და საქმიანობის პრიორიტეტები როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში.

თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს შეხვედრისა და ამომწურავი ინფორმაციისთვის და დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 18:17

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 18:15

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, მაგრამ მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ყველასთან მიმართებაში არ გამოიყენება.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 18:14

მსოფლიო

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესპანეთის ანკლავ სეუტაში შექმნილ მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი სცენარი, შესაძლოა, შეერთებულ შტატებშიც განვითარდეს.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 18:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 18:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარტნიორობაზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 18:00

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 17:58

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან

„შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე ვიზიარებთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ აშშ-ს მხარესთან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული შინაარსით უნდა იყოს დატვირთული. როგორ და რა იქნება შინაარსი, ეს რა თქმა უნდა დიპლომატიური მუშაობისა და პოლიტიკური დიალოგის საგანია ამერიკულ მხარესთან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 17:52

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე: ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა. პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე

ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით.

31 ივლისი 2026, 17:51

მსოფლიო

POLITICO: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მოკავშირეები დონალდ ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობენ

გამოცემა POLITICO წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობენ.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 17:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებზე: ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგვარად შეაფასო და არ აღიარო

ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგვარად შეაფასო და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არ აღიარო, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით არის მიღწეული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 ივლისი 2026, 17:37

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ესპანურ ანკლავ სეუტაში მაროკოდან უკანონო მიგრანტების შეჭრას გამოეხმაურა.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 17:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჯერ კიდევ არიან სხვა სახელმწიფოები, მართალია მცირერიცხოვანი, თუმცა მაინც არიან, რომლებიც ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ეს ჩვენი დიპლომატიური სამსახურის დღის წესრიგში აქტიურად დგას, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „დღის ქრონიკაში“ ნაურუს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა.

31 ივლისი 2026, 17:29

სამართალი

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობა.

31 ივლისი 2026, 17:24

ჯანდაცვა

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

მარტივად რომ ვთქვათ, ამ რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისების გამო „ჯივინოსტატი“ სადღეისოდ ითვლება ყველაზე იმედის მომცემ მედიკამენტად, - განუცხადა „ქრონიკას“ ნევროლოგმა სოფიო ბახტაძემ.

დავით ქართველიშვილი

31 ივლისი 2026, 17:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

„საქართველოში ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა. ეს არის ბელად-ავატარის ინოვაციურ მოწოდებაზე - მყისიერი გამოხმაურება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

31 ივლისი 2026, 17:20

ჯანდაცვა

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში

მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.

ფრანჩესკო დი მარკო

31 ივლისი 2026, 17:16

ჯანდაცვა

„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, რომ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ხელმისაწვდომი გახდა.

კახა წიქარიშვილი

31 ივლისი 2026, 17:12

ჯანდაცვა

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას - ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ახალი პრეპარატი, „ჯივინოსტატი“ პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება იმ მედიკამენტზე, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვზე გავრცელდება.

31 ივლისი 2026, 17:11

ჯანდაცვა

Italfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება

იტალიური ფარმაცევტული კომპანია Italfarmaco განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან “ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

31 ივლისი 2026, 17:05

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა.