11 ივნისი 2026, 22:32 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა

საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„2026 წლის 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.

მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები.

აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად.

ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია 5 პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.

ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან.

აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება.

საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას“, - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

11 ივნისი 2026, 23:59

მსოფლიო

ტრამპი ირანთან „დიდი შეთანხმების“ მიღწევას აანონსებს და მიანიშნებს, რომ ხელმოწერა მალე ევროპაში შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა „დიდი შეთანხმების“ შესახებ, რომელმაც შესაძლოა ირანთან ომი დაასრულოს და მიანიშნა, რომ მას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.

11 ივნისი 2026, 23:20

სპორტი

ხულიან კინიონესმა მექსიკის ნაკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა

მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გავიდა. მატჩის ანგარიში მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა გახსნა.

11 ივნისი 2026, 23:07

პოლიტიკა

ნანა ჟორჟოლიანი: მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება

ნანა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვა რევოლუცია ხიბლავს, რადგან მას ეს სიტყვა უხდება.

11 ივნისი 2026, 22:31

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი: მექსიკა - სამხრეთ აფრიკა, ოფიციალური შემადგენლობები ცნობილია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მწვრთნელებმა, ხავიერ აგირემ და ჰუგო ბროსმა, თავიანთი შემადგენლობები უკვე დაასახელეს.

11 ივნისი 2026, 22:01

სპორტი

მეხიკოში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დაიწყო - მექსიკა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება

მეხიკოს სტადიონზე პირველი მატჩის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის შოუ მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი

11 ივნისი 2026, 21:40

მსოფლიო

ტრამპი: იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

თამარ ჩიბურდანიძე

11 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.

ვიქტორ ჯაფარიძე

11 ივნისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.

თამარ ჩიბურდანიძე

11 ივნისი 2026, 21:16

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.

11 ივნისი 2026, 21:08

მსოფლიო

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ტრამპს მასშტაბური ესკალაციის შესახებ აფრთხილებს

ირანი მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის მუქარას ქვეყნის სტრატეგიულ ნავთობჰაბსა და ენერგოექსპორტზე და განაცხადა, რომ შემდგომ ესკალაციას შესაძლოა ხანგრძლივი და მძიმე შედეგები მოჰყვეს.

11 ივნისი 2026, 20:54

ეკონომიკა

საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი - საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.

11 ივნისი 2026, 20:53

პოლიტიკა

ტექნიკური შეხვედრა ევროკომისიასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში კონკრეტული არგუმენტებით წავიდა. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა განმარტა - „დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია“.

11 ივნისი 2026, 20:40

ეკონომიკა

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა.

11 ივნისი 2026, 20:39

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. უკვე შედგა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მინისტრების დონეზე. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა.

11 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

ოპოზიციის ავტოკრატია - „ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და დაუსრულებელი შიდაკონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და ავტოკრატია ოპოზიციაში. სააკაშვილის მიერ დაანონსებული პარტიული განახლება თავმჯდომარის ჩანაცვლება აღმოჩნდა.

11 ივნისი 2026, 20:18

სამართალი

ბრძოლა უკანონო ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს. ხელისუფლება მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო ბიზნესაქმიანობა და ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ მოხმარება დასჯადია. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

11 ივნისი 2026, 20:13

სამართალი

ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია და ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ათეულობით ადგილას ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია. ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება ათეულობით ადგილას ჩატარდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აჭარაში დააკავეს.

ილონ მასკი

11 ივნისი 2026, 19:59

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს.

11 ივნისი 2026, 19:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.