არჩილ გორდულაძე: ლეგიტიმურია კითხვა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუქ რეკლამებში
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ლეგიტიმურია კითხვა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუქ რეკლამებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტის პასუხად.
გორდულაძის თქმით, არსებობს კითხვა რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მისი პარტიის დამფინანსებლებს - ფაქტობრივად თუ ფიქტიურად დამფინანსებლებს, ასეთი თანხები ჰქონოდათ და შეეწირათ.
„მათ შორის ისიც ლეგიტიმურია, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუქ რეკლამებში. რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მისი პარტიის დამფინანსებლებს, ფაქტობრივად თუ ფიქტიურად დამფინანსებლებს ასეთი თანხები ჰქონოდათ და შეეწირათ. არსებობს კითხვები და კითხვა რომ დაისვა, ალბათ პარტიაშიც განიხილავდით, არის თუ არა პარტიის მხრიდან მზაობა, რომ 2028 წლის არჩევნების მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდგომაც, ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რათა გამჭვირვალე იყოს ყველა პარტიის შემოწირულობა, შემოსავალი და ასევე, გასავალი, ხარჯები. ვიმუშაოთ ამაზე, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი პარტიიდან ასეთი განცხადება არ მოგვისმენია“, - მიმართა არჩილ გორდულაძემ იაგო ხვიჩიას.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 22:48
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, გვინდა, რომ შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის
ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 22:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა
გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არაერთხელ იყო კომუნიკაცია, მათ შორის დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ერთი განსაკუთრებით ამბობდა, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ. მისივე თქმით, ამიტომაც საქართველოს პარლამენტის ქმედება, მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, არის ხელისუფლების რეაქცია და არა ინიციატივა.
13 ივნისი 2026, 22:10
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც
იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე.
13 ივნისი 2026, 22:09
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ
20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად გამოვიდნენ და მოგვიწოდეს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 22:00
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს
იმდენად უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენსა და გარე აქტორებს შორის, რომ იურიდიული გადაწყვეტები ხშირად იძულებითი სვლაც არის - იურიდიულ გადაწყვეტას რომ გვიწუნებთ, ამ ნარატივის გარედან მხარდაჭერა რამხელა იყო, ძალიან კარგად იცით, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 21:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გიორგი კანდელაკი არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ბევრჯერ გვინახავს ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს ვიზალიბერილიზაცია არ უნდა მიეღო
„მე თვითონ გამომქონდა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ფიზიკურად ვერც კი მოვასწარი ჩამოვსულიყავი კომიტეტის სხდომიდან პლენარულ სხდომათა დარბაზში და მესამე მოსმენით განგვეხილა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, (რომელიც ავალდებულებს პირს, რომ სანამ გრანტს გასცემს შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან), რომ საფრანგეთის საელჩომ გასცა გრანტი ორ პირზე, გიორგი კანდელაკსა და ხვადაგიანზე. ამის შეფუთვა იყო ის, რომ თურმე ტურისტული მარშრუტები უნდა დაეხაზა ბატონ გიორგი კანდელაკს და ხვადაგიანს ( მგონი გვარი არ მეშლება) სადმე ვინმეს გინახავთ გიორგი კანდელაკი სახაზავით დადიოდეს და ტურისტულ მარშრუტებს აწყობდეს?!“.
13 ივნისი 2026, 21:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული
პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს და ტელეეთერიდან არ უნდა ისმენდეს იმას, რომ არ არის აუცილებელი უშუალო ამსრულებელი იყო დანაშაულის, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება ადამიანი, რა უნდა მოინანიოს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 21:52
პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი: მგონია, რომ კაია კალასს, საერთოდ არ დააინტერესებდა საქართველოში რა ხდება, თუ რუსეთი სწრაფად დამარცხდებოდა - ამ ხალხს მე ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი, მაგრამ ეს წესრიგი, რომელიც აქ ჩამოყალიბებული იყო, ადამიანები საქმიანობდნენ, იურდიულად მოაგვარეთ თქვენ? არა, ამით ეს პრობლება გადაწყვეტილი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს არ ელაპარაკებით
კაია კალასს მგონია, რომ საერთოდ არ დააინტერესებდა საქართველოში რა ხდება თუ რუსეთი სწრაფად დამარცხდებოდა, ამ ხალხს მე ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი, მაგრამ ეს წესრიგი, რომელიც აქ ჩამოყალიბებული იყო, ადამიანები საქმიანობდნენ, იურდიულად მოაგვარეთ თქვენ? არა, ამით ეს პრობლება გადაწყვეტილი არ არის, გამომდინარე იქიდან ადამიანებს არ ელაპარაკებით , - ასე მიმართა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პოლიტეკონომისტმა ბექა ნაცვლიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროკავშირში აქეზებს ადამიანებს და ამის შემსწრე უკრაინის ომი დაწყებამდე ბრიუსელში თავადაც იყო. ნაცვლიშვილი განცხადებით, განსაკუთრებით ბალტიისპირელ დეპუტატებს პრონაცური დამოკიდებულება აქვთ.
13 ივნისი 2026, 21:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება, ჩვენ, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, უზრუნველვყოფთ ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს
ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? გარედან დავალებებს რომ არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით რომ წყდება. ჩვენ, ხელისუფლებას ზოგადად, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული მოსწონს და უზრუნველყოფს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 21:35
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს
4 ოქტომბერს პირველადი ვერსიით საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე. საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება და პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა აღმოჩნდა, ეს იყო, რა „სატყუარაზეც“ ისინი წამოეგნენ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 21:32
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი როლის წინ წამოწევას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, არჩილ გამზარდიას მოეწონება თუ არ მოეწონება რომელიმე კონკრეტული მმართველობითი სისტემა
თქვენ არ მოგწონთ ყირგიზეთი, ყაზახეთი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მაინც გააგრძელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორი არჩილ გამზარდიას.
13 ივნისი 2026, 21:23
პოლიტიკა
არჩილ გამზარდია: მმართველობის პრინციპის რეჟიმით, როგორი ქვეყანა მოსწონს ჩემს ხელისუფლებას, მეტყველებს იმაზე, როგორი არის ჩემი ხელისუფლება
ოთხ წელიწადში ხუთი რევოლუციის მოწყობაზე თემა მეგონა კომედიური გადაცემის ჟანრი, ერთ ფრაზაში განმიმარტეთ რა არის რევოლუცია, - იკითხა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პროფესორმა არჩილ გამზარდიამ. „მე მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები, შეიძლება თქვენ ხართ შესანიშნავი იურისტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განზომილებებში სათანადოდ შეიძლება კომპეტენციები არ ჰქონდეთ. რა არის რევოლუცია? მმართველობის პრინციპის რეჟიმით, როგორი ქვეყანა მოსწონს ჩემს ხელისუფლებას მეტყველებს იმაზე, როგორი არის ჩემი ხელისუფლება. მოსწონს ავტორიტარული და ტოტალიტარული ქვეყნები? ე.ი ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული და ტოტალიტარული. მარტო ჩვენ არ გვეშინია თქვენი, თქვენ თავად გეშინიათ, იმიტომ რომ ამ ლოგიკას აფუძნებთ ფობიაზე, რომ ყველა მტერია, ვიღაცამ ფოტო გადაიღო, ვიღაცამ აზრი გამოთქვა, ნებისმიერ მათგანს შეფუთავთ როგორც კი დაგჭირდებათ დანაშაულად“, - მიმართა გამზარდიამ „ქართული ოცნების“ წევრებს.
13 ივნისი 2026, 21:11
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება, პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას არავის გავუტარებთ და მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ
პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას, ასეთ მავნე ქმედებებს და მათაც, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და არც მათ ვაპატიებთ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს.
13 ივნისი 2026, 21:06
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია, ეს ხომ ყველამ იცის
ნიკა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია, ეს ხომ ყველამ იცის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიამ გადაცემაში ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს მამუკა მდინარაძე პაატა მანჯგალაძის თხოვნაც გადასცა.
13 ივნისი 2026, 21:05
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა, ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. როცა ვიღაც ამ უწყებას თავის თავზე ირგებდა, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს
გაბედეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში და იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ ზოგიერთი კი გვაგინებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო, მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება, სუს-ის ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ამ უწყების აგენტი არც ერთი აღარ ყოფილა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
13 ივნისი 2026, 21:02
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: თუ ქვეყანა სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით აგზავნის ჯარისკაცებს ომში, აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას?!
„ყოფილი სახალხო დამცველი, ნონო ლომჯარია დადგა რუსთაველის გამზირზე და განაცხადა: მე მირჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს, იმ სირცხვილს, რასაც ახლა განვიცდით მთელი ერიო - და რა იყო ეს სირცხვილი. ის, რომ ჩარტერური რეისით მთავრობამ არ დაუშვა კონკრეტული „მოხალისეების“ გაგზავნა, არ დაუშვა, რომ საქართველო სანქციებს მიერთებოდა და მესამე - თურმე საქართველომ არ გადავეცით სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას. ახლა მარტივი კითხვა: თუ ქვეყანა, სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით და თანხმობით აგზავნის ჯარისკაცებს ომში, აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას. სამწუხაროდ ამ ყველაფერზე არავინ საუბრობს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
13 ივნისი 2026, 20:58
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: 4 ოქტომბერს დაორგანიზდა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუს-ის აგენტის მიერ, ეს არავის არ უარუყვია, თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია
4 ოქტომბერს დაორგანიზდა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუს-ის აგენტის მიერ, ეს არავის არ უარუყვია, თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, პრემიერის განცხადებით, სუს-ის აგენტი და ამ აგენტის მეგობრები აორგანიზებდნენ ივენთს, აიყოლიეს ხალხი, ის, ვინც აჰყვა პროვოკაციას, აღმოჩნდა ციხეში.
13 ივნისი 2026, 20:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს
მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს და ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატებები" ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელების ძალადობაა ასახული.
13 ივნისი 2026, 18:43
საზოგადოება
ამიკო ჯანელიძე: ვდგავარ აქ, YE-ს შექმნილ პლანეტაზე და მახსენდება ის წამები, როდესაც პრომოუტერის ამპლუაში პირველი ნაბიჯები გადავდგი - მე ვამაყობ ჩემი მეგობრით, ჩემი ოჯახით, ჩემი გუნდით და, რაც მთავარია, ჩემი ქვეყნით, რომელიც ამ პლანეტაზე შეიძლება ერთ პატარა წერტილად ჩანს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდია
ვდგავარ აქ, YE-ს შექმნილ პლანეტაზე და მახსენდება ის წამები, როდესაც პრომოუტერის ამპლუაში პირველი ნაბიჯები გადავდგი.. - წერს სოციალურ ქსელში „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამიკო ჯანელიძე თბილისში გამართული, Kanye West-ის გუშინდელი კონცერტისა და სცენის შესახებ.


