სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, უწყებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა
ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, უწყებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
CPT-ის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პენიტენციური სისტემის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც უფრო ეფექტიანი მართვისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/ მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკებში გადამისამართების შესაძლებლობა.
დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პენიტენციური სისტემის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 18:06
სამართალი
პაატა სალია: მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი
იუსტიციის სამინსიტროს ინფორმაციით, მინისტრი საუბრობს მაღალი დონის ღონისძიებისა და იმ პლატფორმის შესახებ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.
15 ივნისი 2026, 18:00
პოლიტიკა
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, ქალბატონმა თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.
15 ივნისი 2026, 17:55
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.
15 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივად საინტერესო სექტორული პროგრამების განხორციელების და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.
15 ივნისი 2026, 17:42
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
15 ივნისი 2026, 17:30
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები“ გააცნო.
15 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს. სინამდვილეში, ის იდეა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება, არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულება
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
15 ივნისი 2026, 17:26
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრა შესთავაზა
„ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება G7-ის სამიტის დროს პუტინთან შეხვედრის მზადყოფნის შესახებ, ვინაიდან სამიტს ტრამპი და [ემანუელ] მაკრონი დაესწრებიან, ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. ვფიქრობ, ეს კარგი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის შესახვედრად“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანებულ კიევ-პეჩერის ლავრაში.
15 ივნისი 2026, 17:24
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: საქართველოს მიზანი უცვლელია - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
15 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: პრაქტიკულად გამოდის, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ეუბნებიან, რომ ბრიუსელს უნდა ჩააბარო შენი სუვერენიტეტის გასაღები და ისე შემოხვალ ევროკავშირის შემადგენლობაშიო
„ყოველთვის ვამბობდით, მათ შორის 2022 წლიდან განსაკუთრებით, რომ სამწუხაროდ, ევროიუროკრატიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ სურდა ევროკავშირში არსებული წევრებიც რომ ყოფილიყვნენ სუვერენულები. როდესაც შენ ეუბნები ქვეყნებს, რომ კი შემოხვალ ევროკავშირში, მაგრამ ისედაც სუვერენიტეტშეზღუდულ წევრებს, რომლებიც დღესაც არიან, კიდევ უფრო შეგეზღუდებათ სუვერენიტეტიო, პრაქტიკულად გამოდის, რომ ეუბნებიან [ევროკავშირის ახალ წევრებს], რომ ბრიუსელს უნდა ჩააბარო შენი სუვერენიტეტის გასაღები და ისე შემოხვალ ევროკავშირის შემადგენლობაშიო“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
15 ივნისი 2026, 17:20
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იკრიბებიან
ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერები საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის ჩავიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. სამიტზე ლიდერები განიხილავენ, ომის დასრულების მიზნით, ამერიკა-ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, ასევე იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე, გლობალურ ეკონომიკასა და კრიტიკულ მინერალებზე.
15 ივნისი 2026, 17:20
მსოფლიო
პოლონეთის პარტია „კონფედერაციის“ წევრი პაველ უშიადეკი: დღეს უკრაინა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს იწყებს. პოლონეთმა ეს უნდა დაბლოკოს! უკრაინის ევროკავშირში შესვლა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს
„დღეს უკრაინა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს იწყებს. პოლონეთმა ეს უნდა დაბლოკოს! უკრაინის ევროკავშირში შესვლა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. ეს პოზიცია არ არის უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის პოლონეთის მხარდამჭერი პოზიცია.
15 ივნისი 2026, 17:16
მსოფლიო
ევროპარლამენტარი: უკრაინა კორუფციაშია გახვეული
უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები. „უკრაინა კორუფციაშია გახვეული. რუსეთსაც კი არ აქვს პრობლემა, რომ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს. უნდა ვიკითხოთ რატომ? - იმიტომ, რომ იციან, ამით თავს დავიმარხავთ!“, - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ფაბიო დე მასი.
15 ივნისი 2026, 17:15
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვკს ჰერნიკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრება აშკარა საფრთხეს უქმნის ჩვენს სოფლის მეურნეობას, სატრანსპორტო სექტორსა და უსაფრთხოებას, რადგან მიგრანტების კიდევ უფრო მეტად უკონტროლო შემოდინება დაიწყება. ამიტომაც მკაცრად ვამბობ უარს უკრაინის ევროკავშირში შესვლაზე
უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები.
15 ივნისი 2026, 17:15
მსოფლიო
კაია კალასი: აშშ-მა და ირანმა გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომელიც მიზნად ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ისახავს. ეს პოტენციური გარღვევაა
„ამოქმედების შემდეგ, ეს შეთანხმება ასევე შეამსუბუქებს გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს. ბოლო დღეებში მე ვესაუბრე ჩემს ირანელ და ყურის ქვეყნების კოლეგებს, დღეს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირი მჭიდროდ ჩაერთოს მომდევნო ფაზაში“, - წერს კალასი.
15 ივნისი 2026, 17:14
სამართალი
ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
15 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
Berliner Zeitung: მილიონობით იარაღია ბრუნვაში - ემუქრება თუ არა ევროპას უკრაინის ომის შემდეგ უსაფრთხოების ახალი კრიზისი?
გერმანული გაზეთი, ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, პოლიციამ უკვე აღმოაჩინა სამხედრო დონის იარაღი, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფებში ცირკულირებს, მათ შორის ნარკო-ტრეფიკინგის დაჯგუფებებში. სტატიის თანახმად, ევროპოლი, ინტერპოლი, გაერო და ევროპის დაზვერვის სამსახურები შიშობენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდაა მოსალოდნელი. ამის მიზეზად, კორუფცია და დასავლეთიდან მიღებული იარაღის არასათანადოდ აღრიცხვა სახელდება.
15 ივნისი 2026, 16:54
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საერთო კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის.
15 ივნისი 2026, 16:26
სპორტი
ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია
მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, რუმინეთში, ქალაქ კოლდეაში 11-15 ივნისს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე ასპარეზობდა. მან ძალები გამოსცადა როგორც ვეტერან, ისე პარასპორტსმენებს შორის, იბრძოლა ორივე ხელით და ორი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.


