16 ივნისი 2026, 13:09 / სანდო წყარო

ალექსანდარ ვუჩიჩი: სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს მიღწევებს, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 %, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია, ჩვენ ვხედავთ, რაზე უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ

ალექსანდარ ვუჩიჩი

ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს მიღწევებს, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 % და მსგავსი ევროპაში არსად არის, სწორედ ამიტომ, სერბეთი ბევრს სწავლობს საქართველოსგან.

„დიპლომატიური კავშირების მიღმა ჩვენს ქვეყნებს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები. მე ვარ სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში და მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისთვის. მადლობას გიხდით ასევე ამ ურთიერთობებისთვის. საქართველოს ჩვენ ვუყურებთ არამხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანასა და ერს, არამედ ჩვენ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გაგვაჩნია და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება პატრიარქ შიო მესამესთან მქონოდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის, რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა სამომავლოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. გვქონდა შეხვედრები, სხვა ღონისძიებები, სადაც ძალიან თბილად ვურთიერთობთ. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა. ამას ვსაუბრობ სერბეთის სახელით, სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 %. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა, მაგრამ ვხედავთ საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთში ვამბობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა. ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობ თქვენგან. 12 % იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდა. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 14:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში გვექნება ხელშესახები შედეგი და ჩვენ შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პერსპექტივების შესახებ.

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2026, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მაკრონის განცხადებაზე: უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს

„პირველ რიგში, უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს, ვინაიდან გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერეოდა საფრანგეთი საქართველოში, იქნებოდა ეს გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ სხვა. სინამდვილეში, ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც თვითონ [საფრანგეთს] ეხება გარკვეული საკითხები და მერე გამოთქვამს პროტესტს, რა თმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ კრიზისზე, რაც ორმაგმა სტანდარტმა მოიტანა ევროპაში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

16 ივნისი 2026, 14:17

სამართალი

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა

16 ივნისი 2026, 14:10

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“, რომელსაც სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რაც სხვადასხვა დროს მოქალაქეს მიჰყიდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

16 ივნისი 2026, 14:08

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 14:07

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას

„საქართველოსა და სერბეთს შორის უკვე არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი საქართველოში პრეცედენტულია, როგორც საპრეზიდენტო რანგის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

16 ივნისი 2026, 14:06

სამართალი

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

16 ივნისი 2026, 14:05

პოლიტიკა

სერბეთის პრეზიდენტი: მადლიერი ვარ პრემიერ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო კონკრეტული თანამშრომლობის, უფრო ძლიერი პოლიტიკური გაგებისა და მეგობრობის პერიოდი დგება

მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ახალი ბიზნეს ინიციატივების, სატრანსპორტო კავშირების, ტურიზმის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის, - ასე ეხმაურება სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

16 ივნისი 2026, 14:05

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც, ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს.

16 ივნისი 2026, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე, დავადასტურეთ საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 13:59

მსოფლიო

ტრამპი: ირანში არანაირ ფულად ინვესტიციას არ ვდებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ირანში არანაირი ფულადი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება

„შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის შესახებ, კონკრეტულად კი ბელგრადსა და თბილისს შორის, რომელიც უკვე ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია სერბეთიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

16 ივნისი 2026, 13:48

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:45

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა - გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება

დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ტვირთნაკადის გამტარობა

უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ერთი მხრივ აქტიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, მეორე მხრივ როგორც დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ირაკლი კობახიძე
ალექსანდარ ვუჩიჩი

16 ივნისი 2026, 13:41

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

16 ივნისი 2026, 13:41

მსოფლიო

POLITICO: ბრიუსელელი დიპლომატები აშშ-ის საელჩოში გაუქმებულ ვახშმებს მისტირიან

ევროპელი დიპლომატები შეშფოთებულნი არიან: თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ბრიუსელში მდებარე ამერიკის საელჩომ მოკავშირეებისთვის არაფორმალური ვახშმების ჩატარება შეწყვიტა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:38

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არა ალტერნატიული, არამედ მთავარი სატრანსპორტო რგოლი

მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ალექსანდარ ვუჩიჩი
ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2026, 13:32

პოლიტიკა

ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს: თქვენი ძალისხმევა ნამდვილად დიდია და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ, ეს ძალიან საამაყოა

თქვენი ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ, ეს ძალიან საამაყოა, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

16 ივნისი 2026, 13:26

პოლიტიკა

ალექსანდარ ვუჩიჩი: ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ საქართველოსთან

„მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოში გაიხსნება სერბეთის საელჩო. იმედია, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს საელჩოს გასახსნელად სერბეთში. ამით მხარს დავუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას. ასეთი მაღალი კალიბრის ინტეგრაცია იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ამით სერბეთის და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს და ძალიან კარგი იქნება ორივე მხარისთვის“, - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.