საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ვალდებულებების სრული დაცვით
ფოტო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში, რომლითაც სააგენტო გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს ეხმაურება.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262).
აღნიშნული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში იმყოფებოდა 2026 წლის თებერვალში, ხოლო მისი ოპერაციების განხორციელების პერიოდში გემი არ იყო სანქცირებული გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაეროს სანქციური რეჟიმების ფარგლებში.
შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.
გემის საქართველოში შემოსვლამდე საქართველოს კომპეტენტურმა უწყებებმა, მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განახორციელეს მრავალდონიანი სანქციური და სამართლებრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა არც გემის, არც მისი მფლობელის, არც ოპერატორისა და არც სხვა დაკავშირებული პირების მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციები ან სამართლებრივი შეზღუდვები.
SILVAR იმ პერიოდში ცურავდა პანამის დროშის ქვეშ, ფლობდა მოქმედ კლასს Lloyd's Register-ისგან (გაერთიანებული სამეფო), უზრუნველყოფილი იყო მოქმედი P&I და Hull & Machinery დაზღვევით, ხოლო მისი რეგისტრირებული მფლობელი და ტექნიკური მენეჯერი სრულად იდენტიფიცირებული იყვნენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 5 დეკემბერს გემს დანიის სამეფოში, სკაგენის საღუზე რაიონში, Paris MoU-ს ფარგლებში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის (PSC) ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა მხოლოდ ოთხი უმნიშვნელო შენიშვნა და გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.
გემის ნაოსნობის ისტორია ასევე მიუთითებს, რომ იგი ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის ჩვეულებრივ მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებსა და საღუზე რაიონებს, მათ შორის: მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა მიმართულებებს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ნებისმიერი გემის შემოსვლა ექვემდებარება მკაცრ სამართლებრივ, სანქციურ და უსაფრთხოების კონტროლს. საქართველო არ წარმოადგენს და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა, ხოლო ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მოქმედებს საერთაშორისო დონეზე.
საერთაშორისო სანქციების ეფექტიანობა სწორედ მათი სამართლებრივი განსაზღვრულობისა და დროში მოქმედების პრინციპს ეფუძნება. შესაბამისად, დაუშვებელია გემის ან კომპანიის საქმიანობის შეფასება იმ სანქციების საფუძველზე, რომლებიც მისი საქართველოში ყოფნიდან რამდენიმე თვის შემდეგ იქნა დაწესებული.", - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ყველა სიახლე
03 აგვისტო 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მიხეილ სააკაშვილის ახირებასა და მითითებაზეა დამოკიდებული პარტიაში თავმჯდომარის შეცვლა-არშეცვლის საკითხი
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია ნორმალური რესურსი იმისთვის, რომ პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს.
03 აგვისტო 2026, 17:39
მსოფლიო
მედია: იტალია არალეგალი მიგრანტების დაბრუნების ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოდის
იტალიური მედიის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახალი ინიციატივით გამოდის. Corriere della Sera წერს, რომ ჯორჯია მელონი, „ალბანეთის მოდელის“ მსგავსად, მიგრანტთა რეპატრიაციის ცენტრების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გახსნას ითხოვს. მათ შორის სომხეთში, მონტენეგროსა და აფრიკის ქვეყნებში.
03 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
პრემიერ-მინისტრმა შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით, კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით, სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
03 აგვისტო 2026, 17:24
საზოგადოება
ქეთა ხარძიანი: მადლობა მოსამართლეს, კანონიერი, სამართლიანი და ღირსეული გადაწყვეტილებისთვის! მადლობა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, თითოეულ გამომძიებელს და პროკურორს
ბესიკ ხარძიანის შვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პროკურატურის განცხადებას, რომ სასამართლომ, კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.
03 აგვისტო 2026, 17:23
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: „სტუდია მონიტორი“ სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია. ვინც, ფაქტების ნაცვლად, სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას და ამ კითხვებზე პასუხი ამჯერად ფეისბუქმა გასცა. „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა
„სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
03 აგვისტო 2026, 17:21
მსოფლიო
პოლონეთში უკრაინის სამ მოქალაქეს სცემეს
ინციდენტი 1-ელ აგვისტოს ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა, სადაც უკრაინელები ცხოვრობდნენ. მედიის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამვლელმა მამაკაცმა უკრაინელებს სასტუმროსთან მდგომ ავტომობილში უკრაინული სიმღერების გამორთვა მოსთხოვა.
03 აგვისტო 2026, 17:15
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა
უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უკრაინული მედიის ცნობით, ალექსანდრ ბანკოვს ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო დახმარების მითვისება-გაფლანგვაში ედება ბრალი.
03 აგვისტო 2026, 17:06
მსოფლიო
გელენჯიკში უკრაინული დრონის ნამსხვრევების პლაჟზე ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ საკურორტო ქალაქ გელენჯიკთან უკრაინული დრონი გაანადგურა. დრონის ნამსხვრევები სანაპიროზე ჩამოცვივდა, რის გამოც 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია 40 ადამიანი, 17 მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.
03 აგვისტო 2026, 16:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით - უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს
მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით - უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
03 აგვისტო 2026, 16:47
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართველ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება, ჩვენი სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას
აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
03 აგვისტო 2026, 16:46
პოლიტიკა
პრემიერი ხარძიანის საქმეზე: ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ. ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო პირდაპირი გაგებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი
ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო პირდაპირი გაგებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. ხარძიანის საქმე არის ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლოს მიერ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის დამნაშავედ ცნობას შეეხებოდა.
03 აგვისტო 2026, 16:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პორტალი www.ekalata.gov.ge საზოგადოებას აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად დაბალ ფასად შეიძინონ პროდუქტები, ეს არის საინტერესო, ინოვაციური შეთავაზება, ამ მხრივ მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა
პორტალი www.ekalata.gov.ge საზოგადოებას აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასად შეიძინონ პროდუქტები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
03 აგვისტო 2026, 16:44
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცემოდა
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედია თითოეული მოქალაქისთვის მძიმე დანაკარგია.
03 აგვისტო 2026, 16:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა
ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
03 აგვისტო 2026, 16:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება. მათ პარტიის შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირებები. ეს ყველაფერი მიანიშნებს მათ სისუსტეზე
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
03 აგვისტო 2026, 16:29
საზოგადოება
პრემიერი შოვის ტრაგედიაზე: მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები. არის უბრალოდ საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციები. ეს არის მაგალითი, რომელზეც ვიღაცებმა რაღაცები უნდა ისწავლონ
იყო ტყუილების მთელი კასკადი, რომელიც გავრცელდა; სრული აბსურდი, რასაც ამბობდნენ მაშინ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. არის უბრალოდ საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების განვრცობა, თუმცა აქაც კი სხვანაირად წარმართეს ჩვენმა ოპონენტებმა ეს ყველაფერი, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
03 აგვისტო 2026, 16:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს - არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას
9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. ასეთი არაჯანსაღი ადამიანი გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
03 აგვისტო 2026, 16:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა მთლიანად ქვეყანა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები, ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ
სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
03 აგვისტო 2026, 15:35
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება
03 აგვისტო 2026, 15:27
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.


