ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი“ განიხილა.
მომხსენებლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა, რომელიც 2021-2025 წლებს მოიცავდა, მიმდინარე წლის იანვარში, ჟენევაში გაიმართა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ საკითხის განხილვისას წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
„ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარებული ის რეფორმები და ღონისძიებები, რომლებიც არსებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სამართლის უზენაესობის გამტკიცებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაც ასევე აისახა შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. აქცენტი ტრადიციულად ასევე გაკეთდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ხათუნა თოთლაძის განცხადებით, ანგარიშს თან ერთვოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს ანუ წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
მისი თქმით, სესიის ფარგლებში, საქართველოს მიმართ 307 რეკომენდაცია გაიცა.
„სესიაზე, საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ხსენებული რეკომენდაციები სათანადოდ იქნება შეფასებული ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით და საქართველოს პოზიცია იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელთა შესრულების ვალდებულებას სახელმწიფო მომდევნო 5 წლის განმავლობაში აიღებს, გაეროსთვის მიწოდებული იქნება დადგენილ ვადებში“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველომ მხარი დაუჭირა 159 რეკომენდაციას, მათ შორის, რეკომენდაციებს:
წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი კონვენციების რატიფიცირების თაობაზე; ადამიანის უფლებათა ჩარჩოს გაძლიერების შესახებ;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისა და აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების მიზნით საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე;
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ეფექტიანი და კოორდინირებული შესრულების შესახებ;
რასიზმის, ქსენოფობიის და სიძულვილის ენის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ძალისხმევის თაობაზე;
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განათლებისა და მომზადების გაძლიერების შესახებ;
ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ;
ინკლუზიური და ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით;
ქალთა უფლებების გაძლიერების შესახებ;
ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
მისივე თქმით, საქართველო მხარს არ უჭერს 148 რეკომენდაციას, მათ შორის, არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციისგან და ასევე იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან ლოიალობის გამო აღიარებენ ჩვენი ქვეყნის განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას.
ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საქართველო ასევე მხარს არ უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ან უკვე შესრულებული აქვს სახელმწიფოს ან შესრულების პროცესშია და აგრეთვე იმ რეკომენდაციებს, რომლებიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
„დოკუმენტი შესაბამისი პოზიციებით, საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, უკვე გადაეცემა გაერო-ს შესაბამის ორგანოს - ადამიანის უფლებათა საბჭოს, იმისთვის რომ ივნისს-ივლისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში დამტკიცებული იყოს, როგორც სახელმწიფოს პოზიცია“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ წარდგენილ დასკვნის პროექტს.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 11:11
რეგიონი
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
14 სექტემბერი 2026, 11:10
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.
14 სექტემბერი 2026, 10:53
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა
„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.
14 სექტემბერი 2026, 10:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება
„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.
14 სექტემბერი 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა
„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 10:14
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 10:11
სამართალი
შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
14 სექტემბერი 2026, 09:53
მსოფლიო
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“
„საბოლოო ჯამში გამოვალთ [ირანთან ომიდან], თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ დარჩენას და ნავთობის კონტროლს, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვენესუელის შემთხვევაში ამერიკულმა ჩარევამ „მრავალჯერად გაამართლა“.
14 სექტემბერი 2026, 09:21
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა
კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.
14 სექტემბერი 2026, 09:13
მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს
შვედეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები იღებენ, რომლებსაც მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს.
14 სექტემბერი 2026, 09:04
მსოფლიო
ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ფრანგების 81 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
14 სექტემბერი 2026, 08:45
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე დღეს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის
მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმინდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა, უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
14 სექტემბერი 2026, 08:34
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში
14 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
14 სექტემბერი 2026, 08:28
სპორტი
ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა
5 მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე. სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირზე 5 მედალი, მათ შორის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.
14 სექტემბერი 2026, 08:15
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება
უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე, მათ შორის პოლონეთის საზღავრთან რუსულ თავდასხმას ოფიციალური ვარშავა გამოეხმაურა. იაგოდინის რკინიგზის სადგურზე კიევი-ვარშავის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ლოკომოტივთან ერთად, იაგოდინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურზე იერიშს დინალდ ტურსკმა გაზრდილი საფრთხის კიდევ ერთი დადასტურება უწოდა. თავდასხმას კიევში მყოფი რადოსკავ სიკორსკიც გამოეხმაურა.
14 სექტემბერი 2026, 08:10
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
14 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს
ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს გაყიდულებს უწოდებენ, საკუთარ პარტიას კი პრინციპულს და ფულზე გაუყიდავს.
14 სექტემბერი 2026, 08:04
საზოგადოება
დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში
დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.
14 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ.
13 სექტემბერი 2026, 23:45
რეგიონი
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.


