18 ივნისი 2026, 00:07 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი, დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა და არ დააზიანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე პრემიერის თქმით, საომარ მოქმედებაში ჩართვის შემთხვევაში საქართველო შეიძლებოდა საერთოდ გამქრალიყო.

„რთული მისაღები აღმოჩნდა ეს გარკვეული ძალებისთვის. ერთი პატარა ქვეყანა, ერთი პატარა პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ - როგორ ბედავს და როგორ ეწინააღმდეგება იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას სულ სხვა ფუნქცია უნდა ჰქონოდა. საქართველოს არაფერი დაუშავებია, ყველა სანქციის შემოღების დღიდან და მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენსავით კეთილსინდისიერად თავად ევროკავშირის წევრები არ იქცევიან. ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ მოცემულობა არსებობს, ახერხებს იმას, რომ ჰქონდეს ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომ სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ უფიქსირდებოდეს. მიუხედავად ამის, არ წყდება ამ ქვეყანაზე თავდასხმა და გამოგონილი სტატიების წერა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის დაბარების საკითხსაც გამოეხმაურა.

„არაერთი მანიპულაცია, არაერთი დეზინფრომაცია და ასე ზიანდება ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ამიტომაც ვეღარ შევძლებდით, რომ არ მიგვექცია ყურადღება ამ [ბრიტანეთის ელჩის] განცხადებისთვის და არ დაგვეფიქსირებინა ბრიტანეთის ელჩისთვის ჩვენი წუხილი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე მიიწვიეს. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას. დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს ამ მიმართულებით.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 12:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება

„მიხარია, რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხვდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს. გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მაღალმთიან აჭარაში. ეს კუთხე გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. მთავარი სიმდიდრე ამ კუთხის არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ეს არის, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ. მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა. რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

დავით ქართველიშვილი

02 აგვისტო 2026, 12:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით

„პირველი ცნობები მიუთითებს ყაზახური ნავთობის მიწოდებაზე და ლიბიიდანაც კი იმპორტის მომზადებაზე. ამავე დროს, ქართულმა მხარემ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ევროპულ სტრუქტურებს, რითაც აჩვენა, რომ მზად არის იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და სიტუაცია პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს“, - წერს ქართველიშვილი.

02 აგვისტო 2026, 12:35

ტექნოლოგიები

ბულგარეთში, დუნაიში წყლის დონის დაცემის შემდეგ, მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ყველა ნაპოვნი ფრაგმენტი ერთ ახალგაზრდა მამონტს ეკუთვნოდა. ძვლების მუქი ელფერი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ჭაობიან გარემოში იმყოფებოდნენ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მსგავსი აღმოჩენები იშვიათია, ვინაიდან ნაშთები კარგად არის შემონახული და ერთ ადგილზეა თავმოყრილი.

იოჰან ვადეფული

02 აგვისტო 2026, 12:18

მსოფლიო

გერმანია ევროკომისიას ევროკავშირის საზღვრების დასაცავად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

„სეუტაში ბოლო დღეებში შექმნილი სიტუაცია გახდა სიმტკიცის ნამდვილი გამოცდა, რომელსაც ჩვენ გავუძელით. ამიტომ, ველოდები, რომ ევროპული კომისია საგარეო საზღვრების დაცვას აბსოლუტურ პრიორიტეტს მიანიჭებს, რათა ევროკავშირის შიდა ღია საზღვრების შენგენის სისტემას საფრთხე არ შეექმნას“, - აღნიშნა ვადეფულმა.

02 აგვისტო 2026, 12:00

მსოფლიო

იტალია თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში სიცხის უმაღლეს განგაშის დონეს აცხადებს

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 19 ქალაქი - მათ შორის დედაქალაქი რომი, მილანი, ვენეცია და ნეაპოლი - უკვე „წითელი განგაშის“ ზონაშია, ორშაბათიდან კი ეს მდგომარეობა ქვეყნის 27 მსხვილი ქალაქიდან 25-ს შეეხება. გამონაკლისებია რეჯო-კალაბრია და მესინა, სადაც განგაშის „ნარინჯისფერი“ დონე იმოქმედებს.

02 აგვისტო 2026, 11:51

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

02 აგვისტო 2026, 11:45

მსოფლიო

სომხეთის მთავრობა ფორმალური პროცედურის ფარგლებში გადადგა

„სომხეთის კონსტიტუციის 158-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა გადადგომის შესახებ განცხადებას ეროვნული კრების პირველი სესიის დღეს წარადგენს და ახლა მე ვემზადები გადადგომის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად“, - აცხადებს ფაშინიანი.

02 აგვისტო 2026, 11:37

მსოფლიო

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ უნგრეთსა და ინგლისში პრობლემები შექმნა

პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ცნობით, დღეს ღამის საათებში უნგრეთის ატომური ელექტროსადგური „პაკშის“ ორი ბლოკიდან ერთი გაითიშება. ბოლო 44 წლის განმავლობაში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა. სადგური ელექტროენერგიით ქვეყნის თითქმის ნახევარს ამარაგებს.

02 აგვისტო 2026, 11:30

მსოფლიო

საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება. საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ძლიერი ქარის შედეგად ხანძარმა ათენის მიმდებარე ტერიტორია მოიცვა. ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ანა წითლიძე

02 აგვისტო 2026, 11:24

პოლიტიკა

ანა წითლიძე ბოკუჩავაზე: ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ დაპირისპირებაა. პარტიის პოლიტსაბჭოზე თინა ბოკუჩავას არ გამოცხადებას, ანა წითლიძემ თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა დაარქვა. მანამდე კი, ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს კვორუმის არ არსებობის გამო არალეგიტიმური უწოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ ბევრ რამეზე მეტყველებს, როცა ზღვაზე დასვენებას - სააკაშვილის მოწოდებაზე მაღლა აყენებ.

02 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანა. სამიზნეში წიგნების უმსხვილესი გამომცემლობის საწყობი მოექცა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სახელმძღვანელოების გადანაწილების ლოგისტიკურ ცენტრად გამოიყენებოდა. შენობას ორი დრონი შეეჯახა, შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი კაცი და ორი ბავშვი.

02 აგვისტო 2026, 11:15

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტში „კალოობა“ აღინიშნა

უძველესი მესხური ტრადიცია „კალოობა“ გაცოცხლდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის მიმდებარედ, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მესხეთში გავრცელებული მარცვლეული კულტურის, „ახალციხის წითელი დოლის“ ტრადიციული წესით აღება. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მესხური მრავალჟამიერის ფონზე ადგილზე დაეგემოვნებინათ წითელი დოლის პური, ტენილი ყველი, ტრადიციული მესხური ღვინო, ყაურმა, მესხური ლუხუმი და სხვა ადგილობრივი ნაწარმი.

02 აგვისტო 2026, 11:14

რეგიონი

შეკვეთილი მეორე დღეა, „გემოფესტს“ მასპინძლობს

გემოფესტის მეორე დღე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტრონომიული ფესტივალი სტუმრებს დღესაც 17:00 საათიდან უმასპინძლებს. ადგილზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონი, დესერტების სივრცე, ჩაის პავილიონი, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

02 აგვისტო 2026, 11:08

რეგიონი

კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება

დღეს, კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღნიშნება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ადგილზე მოეწყობა: საბავშვო და სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.

შიო III

02 აგვისტო 2026, 11:06

საზოგადოება

შიო III ილიაობასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვას აღავლენს

დღეს ილიაობაა. ტრადიციული სახალხო და რელიგიური დღესასწაული, რომელიც წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას უკავშირდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ წუთებში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს.

02 აგვისტო 2026, 10:39

სამართალი

სამართალდამცველებმა ბათუმში 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ბათუმში 5 პირი დააკავეს. მათ შორი ერთი საქართველოს და ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

02 აგვისტო 2026, 10:37

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

02 აგვისტო 2026, 10:35

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1

პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

02 აგვისტო 2026, 10:35

მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დარტყმების შეჩერების შესახებ განაცხადა

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „შეტევის გაუქმების შესახებ, იმ პირობით, თუ შესაძლებელი იქნება შეთანხმების სწრაფად დადება“, რაც მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნასა და „ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის“ დასრულებას. ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება ისრაელთან ერთად იყო მიღებული.

02 აგვისტო 2026, 10:17

საზოგადოება

გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე იმყოფებოდნენ

გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.