18 ივნისი 2026, 08:45 / სანდო წყარო

ლევან მაჭავარიანი: არაფერი ეშველებათ. „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებების მიუხედავად, პარტიაში რეალურად არაფერი იცვლება.

„თვითონ „ნაცებსაც“ და მათ მხარდამჭერებსაც მოჰბეზრდათ უკვე ეს დაუსრულებელი სპექტაკლებისა და მრავალსერიანი ფილმების ყურება. ხან იშლებიან, ხან ერთიანდებიან, ხან თავმჯდომარეებს იცვლიან. არაფერი ეშველებათ. „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანია. სააკაშვილის თქმით, პარტიაში ძირეული ცვლილებები იქნება.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

თინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ

ყველა სიახლე

18 ივნისი 2026, 09:56

საზოგადოება

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - საინფორმაციო ბანერი QR კოდით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება აქვთ QR კოდის საშუალებით, გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის და კოცონის დანთების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. საინფორმაციო ბანერი მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება.

18 ივნისი 2026, 09:36

სპორტი

ინგლისმა ხორვატიას დაძაბულ ბრძოლაში 4:2 სძლია

ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ხორვატიის გუნდთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

დეივი ჩეისი

18 ივნისი 2026, 09:33

კულტურა

მსახიობი დეივი ჩეისი 35 წლისა გარდაიცვალა

დეივიმ პოპულარობა საშინელებათა ფილმ „ზარში“ სამარა მორგანის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ეს როლი მან 11 წლის ასაკში მიიღო. ამ ნამუშევრისთვის მსახიობი MTV Movie Award-ის პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ბოროტმოქმედი“ დააჯილდოვეს.

ემანუელ მაკრონი

18 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

მაკრონი: „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდ შვიდეულში“ შემავალი ყველა ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის სერიოზულ მზაობას არ აჩვენებს.

18 ივნისი 2026, 08:57

რეგიონი

ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხალაწნის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების ეზოები დატბორა. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზიანის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მერიაში არ ადასტურებენ. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და მობილიზებული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.

თორნიკე ფაღავა

18 ივნისი 2026, 08:49

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალური მოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ისე გადააყენეს თანამდებობიდან, თვითონაც არ იცოდა და საჯარო წერილით გაიგო, რომელიც ბელადმა ციხიდან გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს“, - აცხადებს ფაღავა.

გურამ მაჭარაშვილი

18 ივნისი 2026, 08:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ხოშტარიაზე: მიზანი არის ყოველთვის ის, რომ ამ დეზინფორმაციისგან შექმნან მერე პოლიტიკური დღის წესრიგი

„​სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრობლემა რომ იყოს სამედიცინო მომსახურების მიწოდება ან საკვებთან დაკავშირებით რაიმე გამოწვევები, როგორ ჰგონია საზოგადოებას, რომ ელენე ხოშტარიათი გამოვიდოდა ინფორმაცია? მიზანი არის ყოველთვის ის, რომ ამ დეზინფორმაციისგან შექმნან მერე პოლიტიკური დღის წესრიგი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

გიორგი სოსიაშვილი

18 ივნისი 2026, 08:22

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ხოშტარიაზე: პირდაპირ პროვოკაციებზე მიდიოდა, რომ როგორღაც ციხეში შესულიყო და გამხდარიყო ელენე წამებული

„ადამიანი ძალით იწევდა ციხეში, წამებულის გვირგვინი რომ დაედგა და პირდაპირ პროვოკაციებზე მიდიოდა, რომ როგორღაც ციხეში შესულიყო და გამხდარიყო ელენე წამებული. მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საერთოდ სხვა სტანდარტები შექმნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და საერთოდ სხვა მოპყრობა ადამიანებისადმი, განსხვავებით მათგან, რომლებიც წამებაში სულს ხდიდნენ ადამიანებს. ასეთი სიცრუეები აღარ იყიდება“, - ამბობს სოსიაშვილი.

18 ივნისი 2026, 08:16

რეგიონი

სოფელ მაღაროსკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი) მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

18 ივნისი 2026, 08:09

სამართალი

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ საქმეზე 6 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.

დონალდ ტრამპი

18 ივნისი 2026, 08:05

მსოფლიო

The New York Times: ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო - ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ

15 კვირაზე ნაკლები ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა, ირანთან ომის დასრულების თაობაზე თავდაჯერებული ტრაბახის პიკზე, განაცხადა: „ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა“ - როდესაც ოთხშაბათს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართული შეთანხმების ტექსტი საბოლოოდ გამოქვეყნდა, ის საერთოდ არ ჰგავდა კაპიტულაციის დოკუმენტს, პირიქით, ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო“.

18 ივნისი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში 🌧️⛅

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა საღამოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

შეჰბაზ შარიფი

18 ივნისი 2026, 07:26

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერი: ისლამაბადის მემორანდუმი ძალაში შედის დაუყოვნებლივ და, როგორც პირველი ნაბიჯი, ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ მოხსნის საზღვაო ბლოკადას

ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ელექტრონულად მოეწერა ხელი ისტორიულ „ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმს“ - მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორივე ქვეყნის ღირსეულმა პრეზიდენტებმა, ხოლო მე, როგორც მედიატორმა, დავადასტურე იგი, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.

18 ივნისი 2026, 07:08

მსოფლიო

პეზეშკიანისა და ტრამპის მიერ მემორანდუმის ხელმოწერის პირველი ფოტოები

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ (IRNA) გამოაქვეყნა კადრები, სადაც ასახულია მომენტი, როდესაც ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი თეირანში ხელს აწერს აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

18 ივნისი 2026, 06:52

მსოფლიო

„ეს არ იყო მარტივი“ - ტრამპი ირანთან ომის დასრულების შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ირანელმა კოლეგამ, მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში თვეების განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას.

ვან ი

18 ივნისი 2026, 06:32

მსოფლიო

ჩინეთი აშშ-ირანის შეთანხმებას მიესალმება და აცხადებს, რომ „მშვიდობის განთიადი დადგა“

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მიესალმა აშშ-ირანის შეთანხმებას და თავის ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ „მშვიდობის განთიადი დადგა“.

18 ივნისი 2026, 06:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

18 ივნისი 2026, 02:59

მსოფლიო

ტრამპი: თუ სხვა ქვეყნებს აქვთ ბალისტიკური რაკეტები, ცოტა უსამართლოა, რომ ირანს საერთოდ არ ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ირანს გარკვეული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტების შენარჩუნების უფლება უნდა მიეცეს.

18 ივნისი 2026, 02:52

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების ტექსტს ორივე მხარის პრეზიდენტმა ოფიციალურად მოაწერა ხელი, - იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე, ესმაილ ბაღაიზე დაყრდნობით.