მიხეილ სააკაშვილი: ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში
მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: Facebook
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.
„ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც რა თქმა უნდა რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით“, - წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანია. სააკაშვილის თქმით, პარტიაში ძირეული ცვლილებები იქნება.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 15:44
რეგიონი
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა
18 ივნისი 2026, 15:39
მსოფლიო
ტრამპი: სულელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე ირანს საკმარისად მკაცრად არ მოვექეცი, როცა საფონდო ბირჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ნავთობზე ფასები „ეცემა“, ან შურიანები, ან ცუდი ადამიანები, ანდა ჩლუნგები არიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში იმ ადამიანების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც მას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის ირანს საკმაოდ მკაცრად არ მოექცა.
18 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
კაია კალასი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს - ევროკავშირმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს გიდეონ საარს, რომელმაც მასთან ოფიციალური კონტაქტების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, მიმართა და აღნიშნა, რომ ბრიუსელმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება.
18 ივნისი 2026, 15:28
რეგიონი
დავით სონღულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
18 ივნისი 2026, 15:16
მსოფლიო
Euractiv: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას რეალობასთან შეჯახება ელის
გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ბრიუსელში დღეს დაგეგმილ სამიტზე, როცა ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან, კამერების წინ, სავარაუდოდ, ღიმილს, მეგობრულ განწყობასა და ურთიერთქებას არ დაიშურებენ.
18 ივნისი 2026, 14:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
18 ივნისი 2026, 14:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება
18 ივნისი 2026, 14:33
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 14:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც შორიდან საუბარი სასურველი არ არის
სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც ასე შორიდან საუბარი სასურველი არ არის, - განუცხადა „ქრონიკას“ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
18 ივნისი 2026, 14:30
ტაბლოიდი
შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის მარაგი ამოწურეს🍻⚽
ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, 14 ივნისს შოტლანდიისა და ჰაიტის ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართა. შეხვედრა შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამ გამარჯვების წყალობით შოტლანდიამ 3 ქულა მოიპოვა და C ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა.
18 ივნისი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს
რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე საუბრისას.
18 ივნისი 2026, 14:23
მსოფლიო
The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს
აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული პირვანდელი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის შეჩერებას ითვალისწინებს, ირანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათებს ანიჭებს, მაშინ როცა ყველაზე რთული სადავო საკითხები და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მძიმე დათმობები, რომელთა განხორციელებაც საბოლოოდ ირანს მოუწევს, ამ ეტაპზე გადადებულია. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 14:21
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან
ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
18 ივნისი 2026, 14:11
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ
რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.
18 ივნისი 2026, 14:00
მსოფლიო
ჰეგსეტი: ნატოში აშშ-ის ფულადი შენატანი სხვა ქვეყნების მიერ ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ნატოში ამერიკის ფულადი შენატანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ასრულებენ ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს სხვა ქვეყნები.
18 ივნისი 2026, 13:47
ტექნოლოგიები
ტიმ კუკი აცხადებს, რომ Apple-ის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია
„გაძვირება გარდაუვალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამსუბუქოთ ხარჯების ზრდა და ვცდილობთ დავიცვათ მომხმარებლები ამ მატებისგან, თუმცა სიტუაცია უკვე არამდგრადი გახდა“, - განაცხადა კუკმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
18 ივნისი 2026, 13:25
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ტრამპმა ჩვენი მოკავშირეები გამოცადა: მხარი დაუჭირონ ამერიკას, როცა ვთხოვთ. ძალიან ბევრმა ეს გამოცდა არ ჩააბარა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დროს ევროპელ მოკავშირეებს გამოცდა მოუწყო და მათი სამხედრო ბაზებით სარგებლობა სთხოვა.
18 ივნისი 2026, 13:24
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 13:22
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ჯვარისის ქუჩას აწესრიგებს
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


