ლევან მაჭავარიანი: ზოგადად ევროკომისია არ ითვალისწინებს ხოლმე რეზოლუციებს, თუმცა იმდენად ირაციონალურია ის გადაწყვეტილებები, რასაც დღევანდელი ბრიუსელის მმართველი კლასი დგამს, რომ ფიზიკურად ვერაფერს გამორიცხავ
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: IMEDI/კადრი
ზოგადად ევროკომისია არ ითვალისწინებს ხოლმე რეზოლუციებს, თუმცა იმდენად ირაციონალურია ის გადაწყვეტილებები, რასაც დღევანდელი ბრიუსელის მმართველი კლასი დგამს, რომ ფიზიკურად ვერაფერს გამორიცხავ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".
მისი თქმით, ბრიუსელი დღეს არათანმიმდევრული და ირაციონალურია არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ზოგადად, თავისი გეოპოლიტიკური პოზიციების ჭრილში.
„ევროკომისია არ ითვალისწინებს ხოლმე რეზოლუციებს. ამას რაიმე იურიდიული ძალა არ გააჩნია. ეს არის ხოლმე ძირითადად გამოყენებული, როგორც საინფორმაციო ხმაურის მექანიზმი და რადიკალური პარტიების მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის მიწოდება ერთგვარი მასალის, რაზეც შემდეგ უკვე 2-3 დღე საინფორმაციო გამოშვებების აწყობა შეუძლიათ. გამორიცხული არაფერია იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად ირაციონალურია ის გადაწყვეტილებები, რასაც დღევანდელი ბრიუსელის მმართველი კლასი დგამს, რომ ფიზიკურად ვერაფერს გამორიცხავ და ძალიან რთულია მათი ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების პროგნოზირება. ამ შემთხვევაში ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ზოგადად. ძალიან არათანმიმდევრულები არიან და გლობალურ ჭრილშიც და თავისი გეოპოლიტიკური პოზიციების ჭრილშიც, იგივე თუნდაც ჩინეთთან მიმართებაში როგორ გვაკრიტიკებდნენ ჩვენ. გავაღრმავეთ ურთიერთობა და რეებს ლაპარაკობდნენ საერთოდ ჩინეთზე, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში ფაქტობრივად რიგში იდგენენ ბატონ სი ძინპინთან შესახვედრად. აქედან გამომდინარე, ირაციონალურები არიან ისინი და ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 20:07
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება.
18 ივნისი 2026, 19:43
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი აშშ-ირანის მემორანდუმის გამო ისრაელის „ისტერიკას“ აკრიტიკებს - შეუძლებელია ეროვნული უსაფრთხოების ყოველი ცალკეული პრობლემისგან თავის დაღწევა უბრალოდ ძალისმიერი მეთოდებით სცადოთ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი The New York Times-თან ინტერვიუში აკრიტიკებს ისრაელის რეაქციას, რომელსაც ის „ისტერიკად“ მოიხსენიებს ახლახან ხელმოწერილი აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის გამო.
18 ივნისი 2026, 19:20
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრები გამართეს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კეტლინ დეპურტერთან და ქვედა პალატის წევრ ვერნერ ზომერსთან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
18 ივნისი 2026, 19:18
მსოფლიო
Der Spiegel: ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილების მიღების წესების შეზღუდვას გეგმავს - აღნიშნული ინიციატივა, სავარაუდოდ, გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ეხება
გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს სურთ გაწვევას დაქვემდებარებულ უკრაინელებს ევროკავშირში მიღება გაურთულონ - ეს ივნისის დასაწყისიდანვე ცნობილია. ახლა ამაზე რეაგირება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც მოახდინა. მას სურს შეზღუდოს ევროკავშირში უკრაინიდან ომის ლტოლვილთა მიღება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 19:12
რეგიონი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ქალაქ ინეგოლის დელეგაციას შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მოადგილეებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ინეგოლის დეგელაციას სამუშაო ფორმატში შეხვდა. მამუკა რეხვიაშვილმა თურქ კოლეგებს ქალაქის ხელმღვანელ პირებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, საკრებულოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
18 ივნისი 2026, 19:08
საზოგადოება
ნინო ლაცაბიძე: რუსთავსა და თურქეთის ქალაქ ინეგოლს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ფესტივალ „ქართულზე“ მათი სტუმრობა ჩვენს ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს
რუსთავს კონკურს-ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა.
18 ივნისი 2026, 19:07
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ძველი რუსთავის ტერიტორიაზე დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია და 8 ჰექტარი მიწის განაშენიანება
ძველი რუსთავის ტერიტორიაზე დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია და ასევე 8 ჰექტარი მიწის განაშენიანება, რომელიც ურბანულად ესაზღვრება საცხოვრებელ შენობებს, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".
18 ივნისი 2026, 18:41
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აშშ-თან შეთანხმებას „ძლიერი ირანის გზავნილს“ უწოდებს
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა აშშ-თან გაფორმებულ შეთანხმებას „ისტორიული დოკუმენტი“ უწოდა და მას „ძლიერი ირანის გზავნილი“ შეარქვა.
18 ივნისი 2026, 18:38
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გრძელდება
ქობულეთის აგროსერვის ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.
18 ივნისი 2026, 18:35
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: სამინისტროსთან ერთად უკვე ვასრულებთ პროექტს, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის შეხვედრებს უმასპინძლებს და ესეც კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სპორტის განვითარების კუთხით
სამინისტროსთან ერთად უკვე ვასრულებთ პროექტს, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის შეხვედრებს უმასპინძლებს და ესეც კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სპორტის განვითარების კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
18 ივნისი 2026, 18:30
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა ნატოს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს მოკავშირეები მწვავედ გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ევროპაში ამერიკული კონტინგენტის განლაგების საკითხს მომავალი 6 თვის განმავლობაში ხელახლა შეისწავლიან, თავად ალიანსს კი „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.
18 ივნისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გარე ძალებზე: მათ ხელისუფლებაში აგენტურა სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ
მათ ხელისუფლებაში აგენტურა სჭირდებათ. აქიდან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გარე ძალებზე საუბრისა.
18 ივნისი 2026, 18:16
სამართალი
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესებზე: ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში
ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, რომ 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
18 ივნისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. ნამდვილად არ მგონია იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ. მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი რჩება
ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. მე ნამდვილად არ მგონია, რომ იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ. მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი არ რჩება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
18 ივნისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩინეთი, აშშ და სხვა მძლავრი სახელმწიფოები ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას და თურმე კაია კალასი და მარტა კოსი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას. მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და თავადვე აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას საქართველოს მოქალაქეების თვალში
ჩვენ ამით ვერაფერს დაგვაკლებენ, ისევ თავიანთ რეპუტაციას აზიანებს საბავშვო ბაღის და სახლობანას თამაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
18 ივნისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული
ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
18 ივნისი 2026, 17:48
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არ გეგმავს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არ გეგმავს.
18 ივნისი 2026, 17:42
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს. დევის საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა და მაინც „ნაცმოძრაობის“ რიგებში დარჩა. საინტერესოა, ბოკუჩავა გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას, ვნახოთ, რა უფრო ფასეულია მისთვის - ღირსება თუ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი ,,აიფონი"?
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენების ფაქტს ეხმიანება.


