ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა
ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
მისივე თქმით, რეზოლუციებში წერია, თუ რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ გაბრძოლება, ავტორიტეტის შელახვა წარმოადგენს სამოქმედო გეგმას რადიკალებისთვის.
„საზოგადოება რომ არ დავაბნიოთ ძალიან ბევრი დეტალით, სინამდვილეში ევროპარლამენტის რეზოლუცია არის იმის ასახვა, იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვამბობდით, ვუხსნიდით საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში - თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ რეზოლუციას დეტალურად, ეს არის რადიკალების სამოქმედო გეგმა. პირდაპირ მოქმედების ინსტრუქციაა, თუ რას უნდა ებრძოლონ. რას უნდა ებრძოლონ? - ამ დოკუმენტში წერია ყველაფერი, რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის. ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა, ყველა ის მიღწევა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. სწორედ ეს საკითხებია, რასთან გაბრძოლებაც, და თუ პირებზეა საუბარი, რომელთა ავტორიტეტის შებღალვაზეა საუბარი.
ჩვენ თუ აქამდე ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლება იყოს მათი სამოქმედო გეგმა, რაზე ფიქრობენ, რა არის მათი მიზნები და გეგმები, აი, ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ. რატომ? იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დაყონ, დაქსაქსონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება. დაყოფილი საზოგადოების მართვა მარტივია. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ომის დღის წესრიგით ნაკარნახევი და ატეხილი ხმაური“, - განაცხადა მახაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ასევე საუბარია ტელეკომპანიების, მათ შორის „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებზე.
გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.
ყველა სიახლე
20 ივნისი 2026, 20:05
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გადაწყვეტილების წესის გადახედვაზე: ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია
ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია. ეს სახიფათო რეალობაა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გადაწყვეტილების წესის გადახედვაზე საუბრისას. მისივე თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნების დღიდან ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ აბსოლუტური ილუზია იყო ევროკავშირში რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი.
20 ივნისი 2026, 20:03
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით დეპუტატების კომპანიების მიერ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
20 ივნისი 2026, 19:48
რეგიონი
სოფელ გოროვანისა და ქალაქ დუშეთის სპორტულ კლუბებს ინვენტარი გადაეცათ
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილდა რეგიონის ახალგაზრდების მოთხოვნები და ქალაქ დუშეთის, ასევე სოფელ გოროვანის სპორტულ კლუბებს ინვენტარი გადაეცათ.
20 ივნისი 2026, 19:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
20 ივნისი 2026, 19:25
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიუხედავადა იმისა, რომ ასეთი ტიპის ევრორეზოლუციები მისი შინაარსიდან გამომდინარე უკვე აღარ წარმოადგენს ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებს, მაინც საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ევრობიუროკრატიას ჯერ კიდევ აქვს მიზანში ამოღებული საქართველოს სახელმწიფო
საზოგადოებას მორიგ ჯერზე შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატია არ მოისვენებს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპი საქართველოში ვერ მოიგო და მისი მიზნები აქ ვერ განხორციელდა, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას, სანქციების დაწესებას, ეკონომიკის ჩამოშლას და ასე შემდეგ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას.
20 ივნისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ცენტრალურ აზიის სატრანსპორტო დერეფანზე: საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება
ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, რომ საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ცენტრალურ აზიის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას.
20 ივნისი 2026, 19:03
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის
რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
20 ივნისი 2026, 18:55
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს როგორც კაია კალასისადმი, ასევე სხვა ბიუროკრატებისადმი, რომლებიც ამ იერარქიაში საქართველოზე აგებენ პასუხს - მაინც იმედიანად ვარ, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირი საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, გადატვირთავს ამ ურთიერთობებს
სამწუხაროდ, ბრიუსელში ზოგიერთმა ინსტიტუტმა საქართველოსთან ურთიერთობების ერთგვარი მონოპოლიზება მოახდინა, განსაკუთრებით ვგულისხმობ კაია კალასის უწყებას, რომელმაც ხელში ჩაიგდო საქართველოსთან ურთიერთობის აწყობა თუ გაგრძელება, რაც არ გამოვიდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ბრიუსელის ურთიერთობაზე საუბრისას.
20 ივნისი 2026, 18:42
საზოგადოება
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულების თემაზე პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულების თემაზე პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს
20 ივნისი 2026, 18:38
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ბათუმი სრულად მზად არის საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით
ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
20 ივნისი 2026, 18:36
რეგიონი
21 ივნისს გუდაური-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ91-კმ99 მონაკვეთზე (გუდაური-ჯვრის უღელტეხილი), მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო, 2026 წლის 21 ივნისს 08:00სთ-დან 18:00სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
20 ივნისი 2026, 18:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ყოვლად აღმაშფოთებელია ის მცდელობა, რომ ასე უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს
ყოვლად აღმაშფოთებელია ის მცდელობა, რომ ასე უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
20 ივნისი 2026, 18:23
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიას აქტიურად ატარებს. პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, წალკის, გორის რაიონის და ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამართეს.
20 ივნისი 2026, 17:02
სამართალი
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
20 ივნისი 2026, 17:00
რეგიონი
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
20 ივნისი 2026, 16:56
მსოფლიო
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
გამოცემა Euractiv-ი გერმანიის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ვრცელ სტატიაში უძღვნის, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით.
20 ივნისი 2026, 16:42
სამართალი
პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 16:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად კლავდა ადამიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა.
20 ივნისი 2026, 16:10
მსოფლიო
ტრამპი მელონიზე: მისი პოპულარობა იტალიაში კლებულობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელსაც გულწრფელად უყვარს და იცავს იტალიას - ზურგი აქცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი პოპულარობა კლებულობს.


