imedi /  23 ივნისი 2026, 11:55 / სანდო წყარო

პრემიერი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, არავის არ აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები.

„აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით, სიმბოლური კუთხით, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარი თავი.
ევროპარლამენტიც ევროკავშირის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გადახედეთ, რა მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და თავად დარწმუნდებით ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

23 ივნისი 2026, 12:53

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ და ცდილობს, დაგსაჯოს მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი ამ უსამართლო პოლიტიკურ ხმაურზე იქნება მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში, პროგრესის სახელით გვაჩეჩებენ, სინამდვილეში არის პირდაპირი გზამკვლევი იმ რადიკალური ძალებისთვის, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოცლაა. ისინი არ ებრძვიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს - ისინი ებრძვიან ყველაფერს და ყველას, რაც ძვირფასია საქართველოსთვის და რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

23 ივნისი 2026, 12:46

საზოგადოება

ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მომზადდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მისი მეორე კორპუსის კონსერვაცია-რესტავრაციისა და თანამედროვე მუზეუმის ფუნქციებთან ადაპტაციის საპროექტო დოკუმენტაცია. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

23 ივნისი 2026, 12:44

პოლიტიკა

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება, განმტკიცება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ურყევი კეთილსინდისიერებით, ღიაობითა და ანგარიშვალდებული საჯარო საქმიანობით

„იმ ფონზე, როდესაც კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები და ხელოვნური ინტელექტი ფორმას უცვლის სამყაროს, ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ინსტიტუტებზე, რომლებიც უნდა იყვნენ ინოვაციური და მზად იყვნენ ადაპტაციისთვის“, - ეს განცხადება საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის გახსნაზე ლი ჯუნჰუამ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 12:29

პოლიტიკა

პრემიერი: 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებთ, ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ, ეს არის მწამებელი „ნაცების“ დაბრუნება ხელისუფლებაში, მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი

2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 12:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპანია „პოსტვ-ის“ არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული

„სირცხვილია, რაც მოხდა. ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი, იმიტომ რომ ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ადამიანის უფლებების სამშობლოდ და ბრიტანეთმა გადაწყვიტა, დაეხურა საქართველოში ტელევიზია და თავს დასხმოდა თავისუფალ მედიას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრი. დანარჩენი არ არის საინტერესო. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპანია „პოსტვ-ის“ არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, ეს არის გარანტია. დაახლოებით, ერთი წლის წინ, მე თქვენ დაგპირდით, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას და მედიას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. ახლაც ზუსტად ასევე გპირდებით, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც „პოსტვ-ის“ არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 12:26

პოლიტიკა

პრემიერი: როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა მთელი საქართველო, ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი, გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება

„მოხერხებაზეა, ჩვენ ვართ მოლოდინის, სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი. ეს არის მათზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლოდინის და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა.

ინგა რუგინენე

23 ივნისი 2026, 12:22

მსოფლიო

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინენეს ხელმძღვანელობით გადადგა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

23 ივნისი 2026, 12:18

სპორტი

სპორტის მინისტრი ქალაქ კასპსა და ქალაქ გორში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 12:10

პოლიტიკა

პრემიერი: გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს იყო უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი და გრანტების შესახებ კანონის მიღებით დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენი ქვეყანა

„გრანტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გააუქმო, ეს ნიშნავს, რომ მე-5 წლის თავზე უნდათ, რომ მოაწყონ კიდევ რევოლუციის მე-6 მცდელობა. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს,“- განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე

23 ივნისი 2026, 12:06

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან," ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ

ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან“, ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ეტყობა ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „პარლამენტში ნამდვილად არ იქნება იოლი გასეირნება კობახიძისთვის, იმედი მაქვს, ეყოფა გამბედაობა და „დიფ სთეითიდან“ ზარის ავტორსაც დაასახელებს“.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 12:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე - ევროპარლამენტმა

ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 12:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული 10 წლის განმავლობაში, ეს არის პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა იმ ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შსს-ში

დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

23 ივნისი 2026, 11:58

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

23 ივნისი 2026, 11:56

პოლიტიკა

პრემიერი: არ გვინდა, რომ გაზრდილი ჯარიმებით ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად, შესაბამისად, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება

ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:54

პოლიტიკა

პრემიერი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის და ეს არის რეალობა, დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო

ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები, სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გარედან გააღვივოს სიძულვილი და აგრესია, ჩვენ გვინდა სიმშვიდე, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად

ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას, ეს წარმოუდგენელია, ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით, ეს არის ძალიან მარტივი რეალობა

ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილი

23 ივნისი 2026, 11:41

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს. სხვა პარტიების კრიტიკის შემდეგ, ის საკუთარი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს პასუხობს.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება. ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც საჯარო სექტორის შემდგომ განვითარებას დაეხმარება. ფორუმს ვუსურვებ წარმატებას, ფორუმის მონაწილეებს ვუსურვებ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.