შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. PACE - ევროსაბჭო ამ შემთხვევაში, რომლის წევრებიც ჩვენ 1999 წელს გავხდით იმ მოწოდებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, გამტკიცებული, დღეს ფაქტობრივად არის ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.
მან ევროკავშირის ახალ რეზოლუციაზე ისაუბრა. პაპუაშვილის განცხადებით, ეს ინსტიტუციები ქართველი ხალხის ნებას არ აღიარებენ.
"რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მგონი ატყობთ, რომ ბოლო პერიოდში უკვე ბევრს ერევა ერთმანეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირის პარლამენტი, რადგან თავისი არსით, ეს ერთი და იგივე ინსტიტუციაა ფაქტობრივად იმიტომ, რომ ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფების ხელშია ამ პარლამენტების გადაწყვეტილებები. ეს გახლავთ "ევროპის სახალხო პარტია", რომელიც ძირითად ტონს აძლევს გადაწყვეტილებებს და რომლის წევრის "ნაციონალური მოძრაობაა", ანტიკონსტიტუციური პარტია, რომელიც დღემდე მათი წევრია და მიხეილ სააკაშვილის განმადიდებლები არიან დღემდე. ამიტომ, სახეები, პოლიტიკური ჯგუფები - ეს არის ერთი და იგივე და შესაბამისად, ხედავთ, რომ შინაარსიც არის მსგავსი. ერთი და იგივე განწყობა და მიდგომა, ერთი ტექსტიდან მეორეში მიგრირებს. მიდგომა კი, არსშივე ანტიქართულია. კერძოდ რატომ? იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ ეს ორი ინსტიტუცია, ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ უნდა შევხედოთ. PACE - ევროსაბჭო ამ შემთხვევაში, რომლის წევრებიც ჩვენ 1999 წელს გავხდით იმ მოწოდებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, გამტკიცებული, დღეს ფაქტობრივად არის ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს.
ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე, როდესაც ჩვენ სისხლით და ბრძოლით თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირს და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო მთავარი ლოზუნგი, აღმოჩნდა, რომ ის, ვისთანაც ჩვენ ვეძებდით სუვერენიტეტის დაცვას, აღმოჩნდა ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი. მთავარი არსი არის, რომ ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ქართველი ხალხის ნებას. ქართველმა ხალხმა, 2024 წელს დააფიქსირა თავისი არჩევანი, მაგრამ ამ ინსტიტუციებში ჩაბუდებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თქვეს - არა. მათ თავის წარმოდგენაში აქვთ შექმნილი წარმოსახვითი ქართველი ხალხი, როლებიც რასა იუკნევიჩიანესა და ამ შემთხვევაში ბულაის წარმოსახვაში არსებობს და ასეთი უნდა იყოს საქართველო და ქართველი ხალხი. მორჩა, იმის იქით არ ხედავენ რეალურად რა არის საქართველოში. მათთვის ქართველი ხალხი არის მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 23:58
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში
როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.
24 ივნისი 2026, 23:51
მსოფლიო
მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.
24 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის
ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას. მაჭავარიანის თქმით, ნაკლებად სავარაუდო რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
24 ივნისი 2026, 23:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ
მათ აქ სჭირდებათ აგენტები, რადგან დღეს თუ დღის წესრიგში არის ომის თემა, ხვალ დღის წესრიგში შუა კორიდორის თემა იქნება და სჭირდებათ მართული ხელისუფლება, რომ სიტუაცია მართონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
24 ივნისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო
მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მორიგ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ყველა დოკუმენტი ერთი და იმავეს იმეორებს.
24 ივნისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი რეზოლუციებზე: ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს
ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შეფასებისას.
24 ივნისი 2026, 23:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.
24 ივნისი 2026, 23:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს
არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხება, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.
24 ივნისი 2026, 23:02
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუმინეთისა და მოლდოვის სამომავლო გაერთიანების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
24 ივნისი 2026, 22:58
მსოფლიო
უკრაინაში ისრაელის საელჩო: 21 ივნისს კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქცია გაიმართა - მონაწილეები ნაცისტურ მისალმებებს გაჰყვიროდნენ და ნაცისტურ ჟესტებს იყენებდნენ, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ამ აქციასთან დაკავშირებით
უკრაინაში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქციის მონაწილეთა ქმედებების გამო, რომლებიც „ნაცისტურ მისალმებას გაჰყვიროდნენ“. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 22:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მათთან რამეზე საუბარი რთული იქნება. შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს,
24 ივნისი 2026, 22:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნებისთვის მხოლოდ პოლიტიკურ „საკვებად“ იყო შემოთავაზებული. ამის თაობაზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
24 ივნისი 2026, 22:43
მსოფლიო
El Pais: ევროპარლამენტი ევროკომისიისგან ბრიუსელში „თალიბანთან“ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვს
არ წყდება აღშფოთება ბრიუსელში ევროკომისიის მიერ სამშაბათს ორგანიზებული იმ შეხვედრის გამო, სადაც „თალიბანის“ დელეგაციასთან მიგრანტების ავღანეთში დეპორტაციის საკითხს განიხილავდნენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
24 ივნისი 2026, 22:08
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს.
24 ივნისი 2026, 21:43
საზოგადოება
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თემატურ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ
თამარ ზოდელავამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, ციფრული იდენტობა და მონაცემთა უსაფრთხოება საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში“. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით ინოვაციებისა და ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობას.
24 ივნისი 2026, 21:35
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ომი ძალიან კარგად მიდის - როგორც იცით, ჩვენ დიდი უპირატესობით ვიგებთ
ირანთან დაპირისპირების საკითხზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციები ძლიერია.
24 ივნისი 2026, 21:33
მსოფლიო
„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში
ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი დეპორტაციის შესახებ იტყობინება ადამიანის უფლებების დამცველი როზა დუნაევა. მისი თქმით, რესპუბლიკის მკვიდრი, სახელად ბესლანი, თითქმის ორი ათწლეულის წინ გაექცა ომს და ლიეტუვაში ჩავიდა. მან ემიგრაციაში უფრო მეტ ხანს იცხოვრა, ვიდრე სამშობლოში.
24 ივნისი 2026, 21:29
საზოგადოება
კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის - კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიახლე სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის - ოთხ წლამდე მოზარდებისთვის კოხლეარული იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება.
24 ივნისი 2026, 21:28
მსოფლიო
ზელენსკი: მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ბელარუსში არსებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დრონებით იერიშებისთვის იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტეს
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ბელარუსში არსებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დრონებით იერიშებისთვის იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


