25 ივნისი 2026, 19:06 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გამოჩენილ ქართველ მწერალს, განმანათლებელს, საზოგადო მოღვაწეს, ქალთა განათლებისა და ღირსების ერთ-ერთ პირველ დამცველს - ეკატერინე გაბაშვილს. რამდენიმე დღის წინ მისი დაბადებიდან 175 წელი შესრულდა. საქართველოს ისტორიაში არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი მხოლოდ საკუთარი ეპოქით არ იზომება. ისინი თავიანთ დროს სცილდებიან, ქმნიან სულიერ და მორალურ მემკვიდრეობას, რომელიც მომავალ თაობებსაც უნათებს გზას. სწორედ ასეთ ადამიანთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკატერინე გაბაშვილს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეკატერინე გაბაშვილის ცხოვრება თითქმის ერთი საუკუნის ისტორიას მოიცავდა - XIX საუკუნის შუა ხანებიდან XX საუკუნის ურთულეს და ყველაზე წინააღმდეგობრივ ათწლეულებამდე. მან იხილა ძველი ქართული თავადაზნაურობის სამყარო, ეროვნული გამოღვიძების ეპოქა, იმპერიული მმართველობის პირობები, დამოუკიდებლობის მოკლე, მაგრამ ისტორიული პერიოდი და შემდგომი პოლიტიკური გარდაქმნები.

„ეს იყო დრო, როდესაც იცვლებოდა სახელმწიფოები, საზოგადოებრივი წყობა, ადამიანთა ცხოვრების წესი და ღირებულებები. თუმცა, ამ ცვლილებათა მიუხედავად, ეკატერინე გაბაშვილს არასოდეს შეუცვლია მთავარი რამ - საკუთარი მისია.

მისი მისია იყო ადამიანი, განათლება, ზრუნვა. მისი მისია იყო იმ ადამიანების ხმა, რომელთა ტკივილი ხშირად არ ისმოდა.

ეკატერინე გაბაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა უწარჩინებულეს ოჯახში, თარხნიშვილთა და ბაგრატიონ-დავითაშვილთა სამემკვიდრეოში, მიიღო თავისი დროისათვის გამორჩეული განათლება და ძალიან ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერა, რომ ცოდნა მხოლოდ პირადი წარმატების საშუალება კი არა, საზოგადოებრივი მსახურების იარაღიც არის. ამიტომაც გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისთვის, ასწავლიდა მათ წერა-კითხვას და ცდილობდა, განათლების კარი გაეღო მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად ჰქონდა.
ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი არჩევანი - ყოფილიყო არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ თანამონაწილე. მისი შემოქმედება სწორედ ამ არჩევანის გაგრძელებაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობებში ვხედავთ უბრალო ადამიანებს - გლეხებს, ბავშვებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ბრძოლის პირობებში ინარჩუნებენ ღირსებას, სიკეთესა და ადამიანურობას. მისი ლიტერატურა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ესთეტიკური თვითგამოხატვის სივრცე. იგი იყო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფორმა, განათლებისა და თანაგრძნობის საშუალება.

„მისი სიტყვა მიმართული იყო არა ძლიერებისკენ, არამედ მათკენ, ვინც ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა. ამიტომაც არის მისი შემოქმედება დღესაც ცოცხალი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეკატერინე გაბაშვილის დამოკიდებულება ქალის როლისა და შესაძლებლობების მიმართ.

დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე, თანასწორობასა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე. ეკატერინე გაბაშვილი იმ ადამიანთა შორის იყო, ვინც ამ საკითხებზე მაშინ ფიქრობდა, როდესაც ამის შესახებ საუბარი არც მოდური იყო და არც მარტივი.
თუმცა მისი გზა არ ყოფილა დაპირისპირების გზა. მისი ფემინიზმი არ ყოფილა ხმაურიანი ლოზუნგების ფემინიზმი. ეს იყო პასუხისმგებლობის, განათლებისა და შესაძლებლობების ფემინიზმი.

ეს იყო რწმენა, რომ ქალს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების, საკუთარი ნიჭის განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საკუთარი ღირსების დაცვის უფლება.
ის არ ებრძოდა საზოგადოებას, არამედ ცდილობდა საზოგადოების გაუმჯობესებას. არ ანგრევდა ტრადიციებს, არამედ ცდილობდა, ისინი უფრო სამართლიანი და ჰუმანური გაეხადა.
ეკატერინე გაბაშვილი იყო დედა, მეუღლე, მასწავლებელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ამ მრავალრიცხოვან როლებს ის ერთმანეთის წინააღმდეგ კი არ აყენებდა, არამედ ერთ მთლიან მისიად აერთიანებდა - ადამიანის მსახურების მისიად. სწორედ ამიტომ არის მისი ცხოვრება მნიშვნელოვანი მაგალითი თანამედროვე საქართველოსთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ეკატერინე გაბაშვილის ბიოგრაფია გვახსენებს, რომ ნამდვილი საზოგადოებრივი ცვლილებები ხშირად იწყება არა ხმამაღალი განცხადებებით, არამედ ყოველდღიური შრომით, განათლების გავრცელებით, სხვისი ტკივილის დანახვითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით.

„ეკატერინე გაბაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა ეპოქაში იცხოვრა, მაგრამ არც ერთ ეპოქას არ მისცა უფლება, საკუთარი შინაგანი ღირებულებები შეეცვალა.
ის ახერხებდა გარემოებებთან შეგუებას, მაგრამ არასოდეს თმობდა საკუთარ პრინციპებს. მან საკუთარი თავი მსახურების მისიას დაუქვემდებარა, ასე აღზარდა თავისი შვილებიც, შვილიშვილებიც, რომელთათვის იგი მაგალითად იქცა. მისმა მადლმა და მაგალითმა აიყვანა და-ძმა მაყაშვილები ქვეყნის დასაცავად კოჯრის სანგრებში. თითოეული მისი გადარჩენილი შთამომავალი სამშობლოს სიყვარულით და ზრუნვით ცხოვრობდა და წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.

იცვლებოდა დრო, იცვლებოდა საზოგადოება, იცვლებოდა პოლიტიკური რეალობა, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მისი რწმენა, რომ განათლება, სიკეთე, თანაგრძნობა და ღირსება საზოგადოების განვითარების საფუძველია.

დღეს, როდესაც ვიხსენებთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, პატივს მივაგებთ არა მხოლოდ დიდ მწერალს, არამედ მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება საზოგადოებრივ მსახურებად აქცია.

ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს და ქედს ვიხრი ეკატერინე გაბაშვილის ნათელი ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

14 სექტემბერი 2026, 13:47

მსოფლიო

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

„14 სექტემბერს, დილის 9 საათზე Coreper-ი ბრიუსელში შეიკრიბა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწია და შეთანხმდა, რომ კიდევ ერთ სხდომას მოგვიანებით ჩაატარებს. სხდომის დრო ჯერ არ განსაზღვრულა“, - წერს უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.

14 სექტემბერი 2026, 13:26

სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

14 სექტემბერი 2026, 13:21

საზოგადოება

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

მარინ ლე პენი

14 სექტემბერი 2026, 12:49

მსოფლიო

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.

14 სექტემბერი 2026, 12:40

ეკონომიკა

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 სექტემბერი 2026, 12:39

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.

14 სექტემბერი 2026, 12:31

ეკონომიკა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.

14 სექტემბერი 2026, 12:07

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

მარკ კარნი

14 სექტემბერი 2026, 11:59

მსოფლიო

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.

14 სექტემბერი 2026, 11:55

პოლიტიკა

გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს

გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.

14 სექტემბერი 2026, 11:47

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს

ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 11:44

პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 11:27

მსოფლიო

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.

აკაკი ალადაშვილი

14 სექტემბერი 2026, 11:23

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა.

თენგიზ შარმანაშვილი

14 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.

ალის ვიდელი

14 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე. მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ვაიდელი.

14 სექტემბერი 2026, 11:11

რეგიონი

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

14 სექტემბერი 2026, 11:10

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.

ჟან-ლუკ მელანშონი

14 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა

„თუ ფრანგი ხალხის ხმებით თქვენი პრეზიდენტი გავხდები, საფრანგეთის სახელით განვაცხადებ, რომ ფრანგები არ ეთანხმებიან გერმანიის მიერ კონტინენტზე წამყვანი კონვენციური არმიის აღდგენას, რადგან ჩემი კითხვა ასეთია - რისთვის? ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, სამხედრო თვალსაზრისით ყველა სხვაზე მაღლა დადგეს, განსაკუთრებით კი ფრანგებზე“, - განაცხადა მელანშონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.