მაია ბითაძე: როდესაც საპარლამენტო რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი იმ პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დედა ორგანიზაციებად ითვლებიან. ვხედავთ ვინ არიან ავტორები თითოეული რეზოლუციის. ისინი ფიქრობენ, რომ მომდევნო არჩევნებამდე გარკვეულწილად გამოიყენებენ ამ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს, რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობას შეაცვლევინონ აზრი
მაია ბითაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება არის უპირობო. დავბრუნდებით, როდესაც არანაირი უტოპიური პირობა დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინაშე არ იქნება წარდგენილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მისი თქმით, საქართველო არ უნდა აჰყვეს ევრობიუროკარტების მხრიდან ზეწოლა და გააგრძელოს სუვერენიტეტის დაცვა.
„ამ რეზოლუციებით გარდა იმისა, რომ ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართლის პრინციპს საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა, ისინი ებრძვიან საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. ანუ რეალურად, ისინი ამბობენ, რომ ის 2 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც არჩევნებზე მივიდა და აქედან მილიონ ორასი ათასმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მათი აზრი უნდა უგულებელვყოთ და საქართველოს მოსახლეობამ ჩამოაგდოს უნდა ხელისუფლება იმიტომ, რომ ასიამოვნოს გარკვეულ ბიუროკრატიულ ჯგუფებს ევროპულ ინსტიტუტებში და მოიყვანონ ხელისუფლებაში ჩამოქცეული და გაუბედურებული ოპოზიცია, რომლებიც უპირობოდ შეასრულებენ ნებისმიერ დავალებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ევრობიუროკრატები ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ მტრული ტონი, რათა მომდევნო არჩევნებისთვის შექმნან დღის წესრიგი.
„როდესაც საპარლამენტო რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი იმ პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დედა ორგანიზაციებად ითვლებიან. ჩვენ კარგად ვხედავთ ვინ არიან ავტორები თითოეული რეზოლუციის. ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებლად ყოველთვის გვევლინება რასა იუკნევიჩიენე. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს ასეთი მხარდამჭერი არ ჰყავს.
ისინი ფიქრობენ სავარაუდოდ, რომ მომდევნო არჩევნებამდე, რომელიც 2028 წელს ჩატარდება გარკვეულწილად გამოიყენებენ ამ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს, რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობას შეაცვლევინონ აზრი. ხელისუფლების დამხობის არაერთი მცდელობის მიუხედავად მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. არც პოლიტიკურად ვარგა ის წარმონაქმნი, რაც მათ შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების სახით, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ მუდმივად შეინარჩუნონ აგრესიული და მტრული რიტორიკა „ქართული ოცნების“ და ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ როგორმე დღის წესრიგი შეინარჩუნონ მომდევნო არჩევნებამდე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ყველა სიახლე
26 ივნისი 2026, 00:26
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტის შვეულმფრენმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა
ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის სამხედრო შვეულმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით, ინციდენტი ფრენის დროს ფრინველების გუნდთან შეჯახების შედეგად მოხდა.
26 ივნისი 2026, 00:09
პოლიტიკა
იან პრაუდი: ვფიქრობ, „იმედის“ წინააღმდეგ სანქციები იდიოტური იყო. სულელურია სანქციები, რომელიც ბრიტანეთში გიჟი ჟურნალისტების და პარლამენტარების ნამოქმედარია
ვფიქრობ, „იმედის“ წინააღმდეგ სანქციები იდიოტური იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
26 ივნისი 2026, 00:03
პოლიტიკა
იან პრაუდი: ჩვენ ჩაფრენილი ვართ იმ იდეას, რომ ვიყავით დიდი კოლონიური სუპერ სახელმწიფო. დღეს ჩვენ არ ვართ ასეთი სახელმწიფო. ბრიტანეთს უნდა გააჩნდეს სუვერენული პოლიტიკა და უფრო მოქნილი დიპლომატია აწარმოოს. საქართველოსთან მიმართებაში ბრიტანეთის პოზიციას ვერ დავარქმევდი დიპლომატიურს და მოქნილს
ჩვენ ჩაფრენილი ვართ იმ იდეას, რომ ვიყავით დიდი კოლონიური სუპერ სახელმწიფო. დღეს ჩვენ არ ვართ ასეთი სახელმწიფო. ბრიტანეთს უნდა გააჩნდეს სუვერენული პოლიტიკა და უფრო მოქნილი დიპლომატია აწარმოოს. საქართველოსთან მიმართებაში ბრიტანეთის პოზიციას ვერ დავარქმევდი დიპლომატიურს და მოქნილს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
25 ივნისი 2026, 23:54
პოლიტიკა
იან პრაუდი კირ სტარმერზე: არ მგონია ბევრ ადამიანს მოენატროს მისი მმართველობა. კითხვა იდგა, როდის წავიდოდა და ასეც მოხდა
არა მგონია ბევრ ადამიანს მოენატროს მისი მმართველობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
25 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
მაია ბითაძე ოპოზიციაზე: დაკავებულები არიან ერთმანეთის ლანძღვით და საქართველოსთვის ძირის გამოთხრით
დაკავებულები არიან ერთმანეთის ლანძღვით და საქართველოსთვის ძირის გამოთხრით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციაში დღეს მიმდინარე პროცესები კომიკურად გამოიყურება.
25 ივნისი 2026, 23:41
მსოფლიო
ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დეესკალაციის არხი, რომლის შექმნაზეც ვაშინგტონი და თეირანი გასულ უქმეებზე შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, მოიცავს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლებს, რომლებიც კატარში განთავსდებიან
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დეესკალაციის არხი, რომლის შექმნაზეც ვაშინგტონი და თეირანი გასულ უქმეებზე შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, მოიცავს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლებს, რომლებიც კატარში განთავსდებიან.
25 ივნისი 2026, 23:38
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ევროკავშირში წევრობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ყოველთვის იყო სატყუარა. ის, რომ ამ ქვეყნებს ყოველთვის სურდათ ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებში გაწევრიანება, სამწუხაროდ გამოიყენეს ინსტრუმენტად, რომ რიგი სახელმწიფოები ყოფილიყვნენ მართულნი
ევროკავშირში წევრობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის სატყუარა იყო ყოველთვის. ის, რომ ამ ქვეყნებს ყოველთვის სურდათ ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებში გაწევრიანება, სამწუხაროდ გამოიყენეს ინსტრუმენტად, რომ რიგი სახელმწიფოები ყოფილიყვნენ მართულნი, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
25 ივნისი 2026, 23:33
პოლიტიკა
მაია ბითაძე: „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ ხელში საპარლამენტო ასამბლეები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა
„ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ ხელში საპარლამენტო ასამბლეები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ. მისივე თქმით, ევროპარლამენტმა წითელი ხაზი გადაკვეთა, როდესაც რეზოლუციით საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებსა და ქართულ ეკლესიას შეეხო.
25 ივნისი 2026, 23:12
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას. მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა. დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება
ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას. მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა. დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გვარცელებულ განცხადებაში, რომლითაც უწყება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმაურეა.
25 ივნისი 2026, 23:08
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის მოქალაქეებს ღირსების მედლები გადასცა
ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი გადასცა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორს, ნიკოლოზ ოვჩარენკოს, ასევე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კანცლერს, ლალი ხვედელიძეს, სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის თანაშემწეს, პირველი რანგის კაპიტანს, მიხეილ ბაჯელიძეს და საზღვაო კინოდოკუმენტალისტს, პაატა ტაბაღუას.
25 ივნისი 2026, 22:51
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში მეზღვაურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუ 2012 წელს 8000 მეზღვაური გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 21 000-ს სცდება
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ზოგადად საზღვაო სფეროსთვის, აღვნიშნავთ იმ პროფესიის ადამიანების ღვაწლსა და დამსახურებას, რომლებიც არიან მამაცები და ცურავენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
25 ივნისი 2026, 22:44
მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა: რუსეთი ომს აწარმოებს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ ნარატივებითაც - მულტფილმი „მაშა და დათვი“ კრემლის „რბილი ძალის“ ნაწილია, რომელიც საბავშვო გასართობ კონტენტში ნერგავს პროკრემლისტურ და მილიტარისტულ გზავნილებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Netflix-მა შეიძინა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ კიდევ ორი სეზონის ჩვენების უფლება, ასევე გაახანგრძლივა ლიცენზია წინა სეზონებსა და სპინ-ოფებზე.
25 ივნისი 2026, 22:33
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის ხუთმა საბავშვო ბაღმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია
ხულოს მუნიციპალიტეტის ხუთმა საბავშვო ბაღმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, რაც სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელოვანი დასტურია
25 ივნისი 2026, 22:30
პოლიტიკა
პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
25 ივნისი 2026, 22:22
მსოფლიო
Reuters: დიდი ბრიტანეთი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის „კონვერსიული თერაპიების“ კრიმინალიზაციას გეგმავს
დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ძალადობრივი და მავნე თერაპიების კრიმინალიზაციას, რომლებიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლისკენ არის მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 22:10
მსოფლიო
ზელენსკი: ბელარუსის მხრიდან უნდა შეწყდეს ისეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლოა აგრესიისთვის იყოს გამოყენებული
ბელარუსის მხრიდან უნდა შეწყდეს ისეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლოა აგრესიისთვის იყოს გამოყენებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ოლეგ ლუგოვსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
25 ივნისი 2026, 21:22
პოლიტიკა
პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა: ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ
„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“, - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
25 ივნისი 2026, 21:19
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 ივნისი 2026, 21:09
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.


