26 ივნისი 2026, 15:21 / სანდო წყარო

პრემიერი: ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შსს-ს, სუს-ს სდსს-ს მინდა, მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, საბოლოო ჯამში დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად და მადლობა მათ უმაღლეს დონეზე - ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შსს-ს, სუს-ს სდსს-ს მინდა, მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისივე თქმით, დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით.

„მე მინდა, შევეხო ასევე პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. შარშან ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები ძალიან დიდი წარმატებით, არავითარი კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ჰქონია ოპოზიციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა 4 ოქტომბერს უცხოურმა აგენტურამ დაამთხვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა. და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მინდა მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს. ძალიან მძიმე პროცესები იყო და ძალიან სერიოზულად იმუშავეს პრევენციულადაც საფრთხეების აღსაკვეთად და უშუალოდ 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც იყო პირდაპირი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, ღონისძიებები ჩატარდა ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. საბოლოო ჯამში, დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად. კიდევ ერთხელ მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

26 ივნისი 2026, 16:48

პოლიტიკა

პრემიერი: არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა

არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ფიქრი პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 16:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის, იყავით და გაგეკეთებინათ. არ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ

ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 16:46

პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც საუბრობთ, რომ ევროპული საგრანტო პროექტების მონაწილეები თითქოს ვიღაცამ ეჭვქვეშ დააყენა, კონკრეტული დათქმები გაკეთდა კანონმდებლობაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით და რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული საგრანტო განაცხადების 95 % ჩვენ დადებითი დასკვნით გვაქვს დაბრუნებული

მშპ-სთან მიმართებით განათლების დანახარჯების წილი, რა თქმა უნდა, არის შედარებით მცირე მთელ რიგ ქვეყნებთან მიმართებით, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს შედარებით დაბალი გადასახადები, რაც საბოლოო ჯამში აისახება სხვადასხვა სექტორში მშპ-სთან წილზე, მთლიანობაში, ჩვენ მეოთხედსაც არ ვკრეფთ გადასახადების სახით ჩვენი ეკონომიკიდან, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში გადასანაწილებელიც ნაკლები თანხაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას

რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და საბოლოო ჯამში, თავისთავად გამოიწვევს ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

თენგიზ შარმანაშვილი

26 ივნისი 2026, 16:38

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ბერდია სიჭინავას განცხადებაზე: კაცი რომ ჭორიკანობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას, ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავალში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას პოსტს, რომელმაც დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა“?!“ და მას ჭორიკანას უწოდებს.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 16:32

პოლიტიკა

პრემიერი: საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული

საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 16:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება

აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ, ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება

ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთადერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართველ ჯარისკაცებზე, ეს არის სიამაყის განცდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

26 ივნისი 2026, 16:26

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს

26-27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით, დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმში მონაწილეობს.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 16:24

პოლიტიკა

პრემიერი: ქალბატონი სოფო ხორგუანი საუბრობდა, თითქოს არსებობს ორი საქართველო, საქართველო არსებობს ნამდვილად ერთი. ჩვენ ჩაგაბარეთ დღეს ანგარიში ამ ერთი საქართველოს შესახებ - ის ადამიანებიც, რომლებმაც შეძლეს სიღარიბის დაძლევა და ის ადამიანებიც, რომლებიც დარჩნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, არიან ერთი საქართველო და ჩვენ, თითოეულ მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ ერთნაირად, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

ქალბატონი სოფო ხორგუანი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს არსებობს ორი საქართველო. საქართველო არსებობს ნამდვილად ერთი, ეს არის ერთი საქართველო და ჩვენ ჩაგაბარეთ დღეს ანგარიში ამ ერთი საქართველოს შესახებ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

26 ივნისი 2026, 16:01

პოლიტიკა

The Times of Israel: ისრაელი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის ღაზის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდეს

ისრაელის ხელისუფლება საქართველოსთან და ვიეტნამთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა აღნიშნული ქვეყნების სამხედროები ღაზის სექტორის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს (ISF) შეუერთდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ავეტიკ ჩალაბიანი

26 ივნისი 2026, 15:53

მსოფლიო

სომხური მედია: სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება

სომეხმა სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ავეტიკ ჩალაბიანი დააკავეს, რომელსაც ბრალად საზღვარგარეთ მცხოვრები სომხების სამშობლოში დაბრუნების და 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციისთვის ხმის მიცემის საკითხის კურირება ედება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 ივნისი 2026, 15:53

საზოგადოება

ლოტკინის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 4 200 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება.

26 ივნისი 2026, 15:52

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე: ნარკოდამოკიდებულების პრევენცია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

ღონისძიების შეჯამებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოს 2026 წლის გლობალური მიზანი არსებული თუ ახალი გამოწვევების გამოვლენა და მათზე ინოვაციური რეაგირებაა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 15:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა - ეს იქნება მომავალშიც საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები, შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა - ეს იქნება მომავალშიც საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

კახა კალაძე

26 ივნისი 2026, 15:47

პოლიტიკა

კახა კალაძე FARA-ს გამკაცრების გადაწყვეტილებაზე: ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ჩვენც უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს

როგორც კალაძემ დღეს მედიასთან ამ საკითხზე საუბრისას და ქართული ოპოზიციის მხრიდან ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გარდა, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს და არსებობს მხოლოდ აგენტურა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 15:45

პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, აუცილებლად მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ის, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის, რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება

როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, აუცილებლად მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 15:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობას, ან ძალადობდა სახელმწიფოზე, სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე

ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. პირველ რიგში იმით, რომ ხალხს ვუთხარით სიმართლე. ჩვენ ძალიან გვიჭირდა ხალხისთვის სიმართლის თქმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

კახა კალაძე

26 ივნისი 2026, 15:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოყვა

თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მანვე განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, საჭიროებისამებრ პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბამისი მომსახურება გაეწევათ.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 15:36

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენ გვქონდა 9,3 პროცენტი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული ხუთი წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება

მთლიანობაში, ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც ოთხი იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.