პრემიერი რომანოვების სასახლეზე: განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური მოგება და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენთვის
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
რაც შეეხება ბორჯომის შემოვლით გზას, ჩვენ ვიწყებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ეს კვლევა გვიჩვენებს, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, დაველოდოთ ამ კვლევის მონაცემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის რომანოვების სასახლესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება რომანოვების სასახლეს, თქვენ იცით, რომ განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე, ეს არის ლიკანის სასტუმრო და მათ შორის რომანოვების სასახლე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური მოგება და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ, რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენთვის. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება უკვე სამუშაო პროცესში“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სტადიონებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურული სამუშაოების ვადებს. სტადიონებს რაც შეეხება, ტექნიკურ სტადიონებს, მათი ნაწილი დაწყებული ან მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება უკვე სამუშაოები. მულტიფუნქციურს რაც შეეხება, ტენდერები გამოცხადდება და შემდეგ სათანადო ვადებში წარიმართება სამუშაოები. კარწახის გზას რაც შეეხება, 2027 წელს გვაქვს ამ გზის დასრულება დაგეგმილი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ყველა სიახლე
26 ივნისი 2026, 18:37
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშემრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ასეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს
ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას მიერ, დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით დაწერილ დამცინავ პოსტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მოღალატე გახარიას ქვეშევრდომი", შარმანაშვილს, ჯანმრთელობის პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის. როგორც ის აღნიშნავს, სიჭინავასგან ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან, გიორგი გახარიას თანაპარტიელი არ შეიძლება სხვანაირი იყოს.
26 ივნისი 2026, 18:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: ბიუჯეტი როდესაც იზრდება 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი და როდესაც ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება, ნახევარ მილიარდზე მეტი, რომელიც დაემატა პენსიებს, არის ამ ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი
რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ჩვენ ვერ ვიმეტებთ პენსიის თანხას, მარტივად ციფრებით დავადასტურეთ, რომ მხოლოდ შარშან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გავზარდეთ საპენსიო ფონდი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.
26 ივნისი 2026, 18:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: საზოგადოება ამ კუთხით ძალიან კარგად არის შეიარაღებული, პირველ ყოვლისა, სიმართლით, რომ იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა მიზნებს ემსახურება ასეთი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული დოკუმენტები თუ განცხადებები
სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა სავალდებულო, მეორე მხრივ, აქვთ იმის იმედი და ერთგვარი განცდა, რომ იქნებ, როგორღაც ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, ამ შანტაჟმა და შანტაჟის ინსტრუმენტებმა იმუშაოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე საუბრისას.
26 ივნისი 2026, 18:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა
დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა.
26 ივნისი 2026, 18:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის მუდმივი პროცესი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ.
26 ივნისი 2026, 18:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას.
26 ივნისი 2026, 18:17
მსოფლიო
უკრაინული მედია: უნგრეთი აგრძელებს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დარჩენილი კლასტერების გახსნის დაბლოკვას
უნგრეთი აგრძელებს უკრაინისა და მოლდოვისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცების დაბლოკვას ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის (COELA) ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირში არსებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 18:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის წევრებზე: ეს დებატები დასრულდა 100-ით ნული „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. პოლიტიკური უმწიფრობის ხარისხი, რომლითაც გამოირჩევიან გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, იშვიათად შეგვხვედრიან
ეს დებატები დასრულდა 100-ით ნული „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის წევრების კითხვებს და რეპლიკებს, რომლითაც მათ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მიმართეს.
26 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
პრემიერი: დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ, ეს რომ არ ყოფილიყო კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა
რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
26 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მზად, დღესვე აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები
ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, მთავრობა ინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
26 ივნისი 2026, 18:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
ეკონომიკური ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება, რა თქმა უნდა, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
26 ივნისი 2026, 18:04
საზოგადოება
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება
აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალ პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს.
26 ივნისი 2026, 18:00
რეგიონი
ივანე აბაშიძე: სწორედ პროფესიონალი მეზღვაურები ქმნიან საფუძველს იმ საზღვაო ეკონომიკისთვის, რომელიც მოიცავს გემების მართვას, საზღვაო მომსახურებებს, ლოგისტიკას, პორტებსა და ზოგადად მთელ სატრანსპორტო ეკოსისტემას
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ პროფესიის დღეს, რომელიც მხოლოდ სამსახური არ არის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარემ, ივანე აბაშიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული აქვს გერმანიას, დანიას, იტალიას, პოლონეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები
როდესაც ჩინეთზე არის საუბარი ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის ღირებულებითი თვალსაზრისით, ასეთი გზავნილები გვესმის ხოლმე. ჩინეთი, გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითების თანახმად, არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც 1979 წლის შემდეგ არ ჰქონია არცერთი ომი. ჩინეთი გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებითი საკითხი, რაც ჩვენ გვაახლოებს ბუნებრივია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, - განაცხადა პრემიერმა.
26 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ვინც თვალყური მიადევნა პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, ეს იყო უაღრესად შთამბეჭდავი და კომპლექსური მიმოხილვა იმ პროგრესის, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული მთავრობის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგად
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე „დღის ქრონიკაში“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.
26 ივნისი 2026, 17:52
მსოფლიო
ოკუპირებულ ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლებამ მთელ ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 17:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
ღირსების გარეშე არცერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი, ამიტომ ბოლომდე გავყვებით პრინციპულად ამ მიდგომას, სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, ამ მონაცემებით, 4 წელიწადში არის შესაძლებელი მთლიანად პრობლემის მოგვარება
10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მონაცემებით, დაახლოებით 4 წელიწადში არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება.
26 ივნისი 2026, 17:46
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში ხელფასები გასული წლების განმავლობაში ყოველწლიურად, 10%-ით იზრდებოდა, ჯერ არ დაგვიწყია 2027 წლის ბიუჯეტზე მუშაობა და გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით
მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 17:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას
ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, გეგმები ძალიან ამბიციურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.


