ქართველიშვილი ბერდია სიჭინავას სტატუსზე: ტენდენციაა საკუთარი უსახური პოლიტიკური, თუ პირადი ცხოვრება გადააქციო სახალისო „სტენდ-აპში“: იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე - დღეს თენგიზ შარმანაშვილი აიყვანეს სამიზნედ. ადამიანი, რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
დღეს ჩემი მეგობარი, თენგიზ შარმანაშვილი, აიყვანეს სამიზნედ, ადამიანი - რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის მარშრუტით „სახლი-კლინიკა-სახლი" და მისი გარეგნული ნიშათვისებების გამო დასცინიან, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას, სტატუსზე, რომლითაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.
ქართველიშვილის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა და ირონია ტენდენციაა - „იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე“.
„როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია - საკუთარი უსახური პოლიტიკური, თუ პირადი ცხოვრება გადააქციო სახალისო „სტენდ-აპში": იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე და მერე შემოვარდე საზმაუს საბჭოს სხდომაზე ფსევდო-ჰუმანური მისიით და შეკითხვით „კულეგების" მიმართ - „თქვენ ბავშვები გიყვართ?". მერე 5 წუთში "პროტესტის" ნიშნად დატოვო იქაურობა, ვინაიდან ეს მომენტი „ტიკ-ტოკ"-ზე დასადებად უკვე მოიჭრა შესაბამისი გულამაჩუყებელი მინაწერით - „აბა, ახლა მათ ბავშვები უყვართ?“.
თავის დროზე 36 წლის აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი - მანამდე, სანამ მოკლავდნენ - თავისი ოპონენტების მუდმივი დაცინვის ობიექტი იყო: უწუნებდნენ ასაკისთვის შეუფერებელ დაღლილობას, სიარულის „სასაცილო" მანერას და ა.შ. ფაქტიურად, დასცინოდნენ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ადისონის ავადმყოფობას, ხერხემლის არეში აუტანელ ტკივილებს ებრძოდა და ღებულობდა ძლიერ მოქმედების სპექტრის მედიკამენტებს. მერე ღლიცინით გადაიღალნენ - და მოკლეს.
დღეს ჩემი მეგობარი Tengiz Sharmanashvili აიყვანეს სამიზნედ, ადანიანი, რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის მარშრუტით „სახლი-კლინიკა-სახლი" და მისი გარეგნული ნიშათვისებების გამო დასცინიან. ეს არის მათი „შიტევროპული" ფასეულობები და აგრესიული ანტიქართველობაწ, განსულიერებული გენმოდიფიცირებით გამოწვეული. ვერც ბუმერანგის პრინციპი აშინებთ, არც უფალი და არც კარმა“, - წერს ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
26 ივნისი 2026, 19:01
მსოფლიო
უფლებადამცველი ორგანიზაციები ნატოს გენერალურ მდივანს ანკარის სამიტზე მედიისთვის აკრედიტაციის შეზღუდვის გამო მიმართავენ
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) და პრესის თავისუფლების დამცველი 14 სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ღია წერილით მიმართავენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ დამოუკიდებელი თურქული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის გამო.
26 ივნისი 2026, 19:01
საზოგადოება
დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება
ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება, - განაცხადა საბა ჭიკაიძემ, რითაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც „იუთუბერები“ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.
26 ივნისი 2026, 18:58
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პრემიერის ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის, რომ საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო
დღეს პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი - რომ საქართველო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფოებრივ ღირსებას. ეს არის ის ფუნდამენტური შედეგი, რომლის მნიშვნელობაც ზოგჯერ ყოველდღიურ პოლიტიკურ ხმაურში იკარგება, მაგრამ რომელსაც ისტორიული ფასი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
26 ივნისი 2026, 18:54
პოლიტიკა
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა
ანა აბულაძე 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.
26 ივნისი 2026, 18:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო, ასეც და ისეც სამარცხვინოა თქვენი თავმჯდომარე
20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. ზუსტად იმის ანალოგიური, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2023 წელს, 2024-ში ორჯერ და 2025-ში. ზუსტად იდენტური შტურმი იყო ოთხ შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში საჭირო არ გამხდარა რეზინის ტყვიების გამოყენება, თან იმ ფორმით, რომ თვალები დაეკარგათ ადამიანებს. ეს ყველაფერი არის თქვენი თავმჯდომარის სირცხვილი და მთლიანად თქვენი პარტიის სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ კითხვაზე პასუხისას.
26 ივნისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გახარიას პარტიის წარმომადგენლის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში ვითარება დაიძაბა, რაც საბოლოოდ, დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
26 ივნისი 2026, 18:46
პოლიტიკა
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
ნატალია კორძაიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას.
26 ივნისი 2026, 18:45
მსოფლიო
POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება
თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ამ შეკრებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიების საბაბად იყენებს, - წერს გამოცემა POLITICO.
26 ივნისი 2026, 18:44
პოლიტიკა
პრემიერი ფასებზე: იმ პროცესით, რომელიც დავიწყეთ, მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება, იანვარში გვქონდა მაღალი ინფლაცია სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, დაახლოებით 2.5%, რაც ერთი თვისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თებერვლიდან მოვახერხეთ ფასების ზრდის პროცესის, ინფლაციის დასტაბილურება
რაც შეეხება ფასების ზრდას. საბოლოო ჯამში, იმ პროცესით, რომელიც დავიწყეთ, მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ იანვარში იყო დაახლოებით 2.5% ინფლაცია დეკემბერთან შედარებით.
26 ივნისი 2026, 18:41
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა. ვის უნდა მოუვიდეს თავში ეს სისულელე, ეს დაცინვის თემა ძალიან ზღვარზე სასიარულო თემაა
მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით დაავადებული და პატარკაციშვილის ფონდმა სრულად განკურნა. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა- განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „კვირასთან“ იუთუბერების იუმორისტულ გადაცემაზე საუბრისას, როდესაც მონაწილეები ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.
26 ივნისი 2026, 18:37
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშემრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ასეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს
ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას მიერ, დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით დაწერილ დამცინავ პოსტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მოღალატე გახარიას ქვეშევრდომი", შარმანაშვილს, ჯანმრთელობის პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის. როგორც ის აღნიშნავს, სიჭინავასგან ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან, გიორგი გახარიას თანაპარტიელი არ შეიძლება სხვანაირი იყოს.
26 ივნისი 2026, 18:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: ბიუჯეტი როდესაც იზრდება 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი და როდესაც ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება, ნახევარ მილიარდზე მეტი, რომელიც დაემატა პენსიებს, არის ამ ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი
რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ჩვენ ვერ ვიმეტებთ პენსიის თანხას, მარტივად ციფრებით დავადასტურეთ, რომ მხოლოდ შარშან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გავზარდეთ საპენსიო ფონდი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.
26 ივნისი 2026, 18:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: საზოგადოება ამ კუთხით ძალიან კარგად არის შეიარაღებული, პირველ ყოვლისა, სიმართლით, რომ იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა მიზნებს ემსახურება ასეთი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული დოკუმენტები თუ განცხადებები
სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა სავალდებულო, მეორე მხრივ, აქვთ იმის იმედი და ერთგვარი განცდა, რომ იქნებ, როგორღაც ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, ამ შანტაჟმა და შანტაჟის ინსტრუმენტებმა იმუშაოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე საუბრისას.
26 ივნისი 2026, 18:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა
დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა.
26 ივნისი 2026, 18:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის მუდმივი პროცესი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ.
26 ივნისი 2026, 18:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას.
26 ივნისი 2026, 18:17
მსოფლიო
უკრაინული მედია: უნგრეთი აგრძელებს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დარჩენილი კლასტერების გახსნის დაბლოკვას
უნგრეთი აგრძელებს უკრაინისა და მოლდოვისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცების დაბლოკვას ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის (COELA) ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირში არსებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 18:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის წევრებზე: ეს დებატები დასრულდა 100-ით ნული „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. პოლიტიკური უმწიფრობის ხარისხი, რომლითაც გამოირჩევიან გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, იშვიათად შეგვხვედრიან
ეს დებატები დასრულდა 100-ით ნული „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის წევრების კითხვებს და რეპლიკებს, რომლითაც მათ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მიმართეს.
26 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
პრემიერი: დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ, ეს რომ არ ყოფილიყო კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა
რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
26 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მზად, დღესვე აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები
ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, მთავრობა ინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.


