imedi /  26 ივნისი 2026, 18:58 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია: პრემიერის ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის, რომ საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

დღეს პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი - რომ საქართველო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფოებრივ ღირსებას. ეს არის ის ფუნდამენტური შედეგი, რომლის მნიშვნელობაც ზოგჯერ ყოველდღიურ პოლიტიკურ ხმაურში იკარგება, მაგრამ რომელსაც ისტორიული ფასი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

მისივე თქმით, დღევანდელი ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის - საქართველომ შეძლო, მშვიდობის შენარჩუნება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც რეგიონში ომია, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა რყევას განიცდის, საერთაშორისო ურთიერთობებში გაძლიერებულია დაპირისპირება, ზეწოლა, ორმაგი სტანდარტები და მცირე სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის მცდელობები. ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის არა ვინმეს პოლიტიკური ექსპერიმენტების ნაწილი გახდეს, არამედ დაიცვას საკუთარი ხალხი, საკუთარი სუვერენიტეტი, საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი მომავალი. დღევანდელი ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის - საქართველომ შეძლო, მშვიდობის შენარჩუნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ: ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს არის იმ სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც დღეს, ხელისუფლება თანმიმდევრულად აგრძელებს. სწორედ მისი პოლიტიკური ხედვის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული ინტერესების სწორად გააზრების შედეგად, საქართველომ არ დაუშვა ის საფრთხე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეეძლო კატასტროფულ რეალობამდე მიეყვანა. მშვიდობა არ არის სლოგანი. მშვიდობა არის ყოველდღიური პოლიტიკური გადაწყვეტილება. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქის წინაშე, რომელსაც სურს შვილი უსაფრთხო ქვეყანაში გაზარდოს. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა სტუდენტის, მასწავლებლის, ჯარისკაცის, ექიმის, პენსიონერის, ბიზნესის წინაშე. მშვიდობა არის წინაპირობა ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის.

ზოგიერთს სურდა და დღესაც სურს, რომ საქართველო ჩართული ყოფილიყო იმ სცენარებში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მშვიდობას დააკარგვინებდა. მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია არა ავანტიურა, არამედ გონიერება; არა ემოციური რადიკალიზმი, არამედ სახელმწიფოებრივი სიბრძნე; არა სხვისი ინტერესების მომსახურება, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. დიახ, ჩვენ ევროპული მომავლის ერთგული ვართ. საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური და პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ევროპული არჩევანი არ ნიშნავს საკუთარი ღირსების დათმობას. ევროპული არჩევანი არ ნიშნავს, რომ საქართველომ უსიტყვოდ უნდა მიიღოს ევროპული ბიუროკრატიის ნებისმიერი უსამართლო მიდგომა, ორმაგი სტანდარტი ან პოლიტიკური ზეწოლა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ, რომ ევროპული ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილი საქართველოს მიმართ არ მოქმედებს იმ სამართლიანობის, თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპებით, რომელზეც თავად ევროპული იდეა უნდა იდგეს. როდესაც ქვეყანას სთხოვენ ერთგულებას, მაგრამ არ აძლევენ სამართლიან შეფასებას; როდესაც ხალხის ევროპულ მისწრაფებას იყენებენ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად; როდესაც რეალური რეფორმები და შედეგები ზოგჯერ იჩრდილება პოლიტიკური კონიუნქტურით; ამაზე ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს და იმოქმედოს ღიად, ღირსეულად და პრინციპულად. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენც!" - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2026, 22:25

კულტურა

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

აჭარამ „გონიოს ჰანგებს“ უმასპინძლა. საერთაშორისო ფესტივალი ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება.

ზურაბ სიჭინავა

13 სექტემბერი 2026, 22:20

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი, მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.

გურამ დავითაშვილი

13 სექტემბერი 2026, 22:02

სამართალი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.

13 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მსოფლიო ლიდერებთან ერთად მასშტაბურ ფორუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. კოსმოსის თემაზე ასეთი მასშტაბის უმაღლესი დონის შეკრება პირველად გაიმართა. 120-მდე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კოსმოსის მომავალზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

ალექსანდრე დარახველიძე

13 სექტემბერი 2026, 21:55

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები, თავშესაფრის სისტემას და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა.

13 სექტემბერი 2026, 21:39

სამართალი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

როგორც აღმოჩნდა, ფიქციურ ქორწინებასა და სტუდენტის ყალბ სტატუსს, დასავლური ქვეყნების მსგავსად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოშიც ხშირად იყენებენ. შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღება და კანონების გამკაცრება მოუხდა.

გორდონ კიოლერი

13 სექტემბერი 2026, 21:32

პოლიტიკა

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გორდონ კიოლერმა AfD-ს აკრძალვის მცდელობაზე საუბრისას.

კრისტიან მერტენსი

13 სექტემბერი 2026, 21:22

პოლიტიკა

AfD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AfD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AfD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.

13 სექტემბერი 2026, 21:17

სამართალი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი, დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.

არჩილ გორდულაძე

13 სექტემბერი 2026, 21:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

13 სექტემბერი 2026, 20:59

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უამრავი ხელოვნური ბარიერის, ზეწოლის და აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება და მისი სწრაფად მზარდი რეიტინგი აჩვენებს, რომ გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირში ბრიუსელის ცენტრალიზებული პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.

ვატო შაქარიშვილი

13 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება

ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის ადამიანის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.

13 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი თავისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - წერილები ციხიდან გრძელდება და უმძიმესი ბრალდებები ისევ ისმის.

ამირან სალუქვაძე

13 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.

გიორგი ბარამიძე

13 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის? - ამ კითხვას პასუხი ახლა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს, რადგან ახლახან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ბრალდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დააკავა, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

13 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.

ირაკლი ჩიხლაძე

13 სექტემბერი 2026, 20:17

პოლიტიკა

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას

პატრიარქი შიო მესამე

13 სექტემბერი 2026, 19:50

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე ხვალ საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შაკო ჩაჩანიძე

13 სექტემბერი 2026, 18:56

პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“ „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

13 სექტემბერი 2026, 18:14

მსოფლიო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა: „დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს“.