ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე
ცოტნე ივანიშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.
როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ორგანიზაცია, ახალგაზრდებთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს. ცოტნე ივანიშვილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოში დიალოგის და განსხვავებული აზრების გაცვლის ნაკლებობა არსებობდა, კონფერენციების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრის ხარჯზე კი, ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.
„დასკვნითი ღონისძიება იყო, მაგრამ ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და არ ვიცი ზუსტად როგორი ფორმატით, მაგრამ აპირებენ, რომ ზოგადად დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან. მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობდა კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის საქართველოში და ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც უკვე არის ამ შეხვედრების ხარჯზე, ძალიან მიხარია. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში კარგად მოახერხებენ იმას, რომ ეს ფორმატი განაგრძონ, გააუმჯობესონ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, ძალიან კარგი იქნება," - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 21:34
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს
ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
29 ივნისი 2026, 21:29
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს
ეს შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ დოკუმენტი, მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით გვქონდეს დატვირთული დღის წესრიგი, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
29 ივნისი 2026, 21:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება - ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში
„ყაზახეთთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიურად ვითარდება. ჩვენს ურთიერთობებს აქვს საკმაოდ დიდი საფუძველი იმისათვის, რომ სტრატეგიულ დონეზე გადასულიყო საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
29 ივნისი 2026, 21:23
მსოფლიო
სიცხეს ევროპაში ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვინ როგორ უმკლავდება ჰაერის რეკორდულ ტემპერატურას. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ევროპის ქვეყნებში ანომალიური სიცხეა. რეკორდული ტემპერატურის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მილიონობით ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში ცხოვრობს. მონაცემებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
29 ივნისი 2026, 21:16
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის. სხვათა შორის, ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები
პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით - ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან, - ასე უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას პარლამენტში მოხმდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
29 ივნისი 2026, 21:13
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, არასასიამოვნო. ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება
ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დაწყდებოდა, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
29 ივნისი 2026, 21:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები
სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
29 ივნისი 2026, 21:06
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი: კონგრესში შუალედური არჩევნები კომუნიზმსა და საღ აზრს შორის არჩევანია
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა კონგრესში შუალედური არჩევნები დაახასიათა, როგორც არჩევანი „კომუნიზმსა და საღ აზრს შორის“, რაც მოჰყვა „დემოკრატიული“ პარტიის პრაიმერიზში პროგრესული კანდიდატების მიერ მოპოვებულ გამარჯვებათა სერიას.
29 ივნისი 2026, 21:00
საზოგადოება
ველურ ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო თბილისთან ახლოს - ფონდ „ქართუს“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„თბილისის ურბანული ტყე” - პროექტი დასრულების ეტაპზეა. უკვე აღდგენილია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი და განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები.
29 ივნისი 2026, 20:52
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელზე ამერიკული ზეწოლა რომ არა, ისრაელის თავდაცვითი ძალები ლიბანში „ჰეზბოლას“ წელში გატეხდნენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელს „ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ აქვს“, თუმცა ისრაელის თავდაცვითი ძალები „ერთი მილიმეტრითაც არ დაიხევს უკან“, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება.
29 ივნისი 2026, 20:48
სამართალი
ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი გახსნილი საქმე და ათობით მილიონი ლარის ღირებულების განადგურებული ნარკოტიკი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ათობით ათასი ლარის ღირებულების ნარკოტიკი განადგურებულია. პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამ თვეში ერთხელ ატარებს. პარალელურად, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ნარკოდანაშაული გახსნეს
29 ივნისი 2026, 20:41
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სასამართლო პროცესები და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. დღეს ათამდე სასამართლო პროცესი იყო დანიშნული, განაჩენი სამ საქმეზე გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარედან თავსმოხვეული პრობლემის აღმოფხვრა ევროკავშირის რეპუტაციასაც წაადგება.
29 ივნისი 2026, 20:40
სამართალი
გიორგი პატარიძე: კლინიკა „ვივამედში“, ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის
კლინიკა „ვივამედში“, ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
სომხეთის პრემიერის შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან და ქართული ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მინიმალური კავშირი ირანთან საქართველოსთვის დაუშვებელია, რეგიონის სხვა სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრა ოფიციალური თეირანის წარმომადგენელთან პრობლემას არავის უქმნის.
29 ივნისი 2026, 20:32
სამართალი
გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არა ერთ გზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა
„ქალბატონ მაკა იოსელიანსა და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედი“, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულება და, შესაბამისად, უკვე კლინიკა „ვივამედში“ ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში, მსჯავრდებული გადავა კლინიკა „ვივამედში““, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:31
სამართალი
გიორგი პატარიძე: შევთანხმდით ქალბატონ მაკასთან და ქალბატონ ანასთან, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ჩვენ თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში
შევთანხმდით ქალბატონ მაკასთან და ქალბატონ ანასთან, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ჩვენ თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, - , - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:29
მსოფლიო
ფაშინიანი ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე: ვერ ვხედავთ რეაგირების საჭიროებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სომეხთა გენოციდის იარაღად ქცევის თემაში მონაწილეობის არმიღება სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას, ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას რაიმე რეაქცია მოჰყვეს.
29 ივნისი 2026, 20:25
სამართალი
გიორგი პატარიძე: ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:21
სამართალი
გიორგი პატარიძე: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი სპეკულაციები, რომელიც სამწუხაროდ ამ დღეების განმავლობაში გრძელდებოდა და მიმდინარეობდა ბრიფინგებით საუბარი - ეს თითოეულ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე ძალზედ უარყოფითად აისახება
„სპეკულაციები, რომლებიც ამ დღეებში იყო, ზოგადად, თითოეულ მსჯავრდებულზე აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა, გასულია ორი დღე და პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მსჯავრდებულ ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავდით, სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნება ჩატარებული ამ დაავადების მიმართულებით. საბედნიეროდ, მას ეს დაავადება არ დაუფიქსირდა. არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი კვლევები“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.


