ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, არასასიამოვნო. ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება
ცოტნე ივანიშვილი
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დაწყდებოდა, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების მიერ დაწყებული ფიზიკური და ვერბალური პროვოკაცია გახდა ფიზიკურ დაპირისპირების დაწყების მიზეზი.
„არასასიამოვნო, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ, ვთქვათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება.
პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ყველა სიახლე
01 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის, დღეს კომპანიამ უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ საერთაშორისო ხარისხის კონტროლი
სამი თვის წინ დავიწყე პროექტი „მინისტრის შეხვედრა მშობლებთან“ და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად არ აფასებდა სკოლებში ფორმების ტარების შემოღებას, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
30 ივნისი 2026, 23:14
სპორტი
ნორვეგიამ კოტ-დ’ივუარი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა 1/16 ფინალში კოტ-დ’ივუარის გუნდი დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
30 ივნისი 2026, 22:50
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუსეთს შეუძლია ბრიანსკის ოლქიდან ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით შეტევა წამოიწყოს
რუსეთს შეუძლია ბრიანსკის ოლქიდან ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით შეტევა წამოიწყოს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
30 ივნისი 2026, 22:04
პოლიტიკა
ზაქარია წიკლაური: პოლიტიკური პოლარიზაციის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციებისა და გარე ზეწოლის მიუხედავად, დედაქალაქის გუნდი აკეთებს ყველაფერს, რაც მოსახლეობასა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას სჭირდება
თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და მასშტაბურობაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტი მასშტაბური იქნება და ამ დროისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
30 ივნისი 2026, 21:51
მსოფლიო
Reuters: გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას
გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 21:31
მსოფლიო
ტრამპი: უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია - თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გამოვასწოროთ კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობით
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია - თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გამოვასწოროთ კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობით, პრეზიდენტის მხარდაჭერით, რაც ამ პროცესის მიმდინარეობისას უკვე დადასტურდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
30 ივნისი 2026, 21:07
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
აშშ-ის „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) პროგრამამ, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ ფინანსდება კიევისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების მიზნით, შეერთებულ შტატებს უკვე 6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა.
30 ივნისი 2026, 21:04
რეგიონი
„ახალციხელობა“ - სახალხო დღესასწაული ახალციხეში. „ქრონიკა“ რაბათის ციხიდან
მასშტაბურად და განსხვავებულად აღინიშნება წელს შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაული - „ახალციხელობა“. გაიმართა ძველი ქართული ასპარეზობები და ორთაბრძოლები. რაბათის ციხეზე ქორეოგრაფიულმა და საგუნდო ანსამბლებმა მრავალფეროვანი ნომრები წარმოადგინეს.
30 ივნისი 2026, 20:56
ჯანდაცვა
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა.
30 ივნისი 2026, 20:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის, თურქეთში ვიზიტსა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს ეხმიანება.
30 ივნისი 2026, 20:51
ეკონომიკა
საქართველოს ახალი ეკონომიკური პარამეტრები საქსტატის მონაცემებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%, მაისის რეალური ეკონომიკური ზრდა კი 6.4%. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
30 ივნისი 2026, 20:48
მსოფლიო
საფრანგეთის „მწვანეთა“ პარტიამ განაცხადა, რომ მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმს დააყენებს, რაც უკავშირდება ტემპერატურული რეკორდების ფონზე მთავრობის არაეფექტურ მუშაობას
საფრანგეთის „მწვანეთა“ პარტიამ სამშაბათს განაცხადა, რომ მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმს დააყენებს, რაც უკავშირდება ტემპერატურული რეკორდების ფონზე მთავრობის არაეფექტურ მუშაობას.
30 ივნისი 2026, 20:42
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილი 10-ზე მეტი შემთხვევა განიხილეს. ნაწილის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ცნობილია.
30 ივნისი 2026, 20:36
ეკონომიკა
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. აღნიშნულ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად არსებული ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია.
30 ივნისი 2026, 20:28
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმა - ფულის შეგროვება საწევროს შემოღებით და მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია მოქმედი თავმჯდომარის გარეშე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციხიდან შეკვეთილი რეფორმის პრეზენტაცია პარტიის თავმჯდომარის გარეშე. სააკაშვილის ინიციატივა, რომლის ამოცანა პატიმრის აზრით - მეტი სახალხოობა და შიდა დემოკრატია უნდა იყოს, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოისმინა.
30 ივნისი 2026, 20:22
პოლიტიკა
გერმანიის ელჩის „ფრანგული წასვლა“ - პეტერ ფიშერმა დიპლომატიური მისია დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისი ბერლინის გადაწყვეტილებას ელის. ვინ შეცვლის პეტერ ფიშერს, ჯერ უცნობია. მანამდე კი გერმანიის ყოფილი ელჩის „ფრანგული წასვლა“ დიპლომატისადმი უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი გახდა საქართველოში.
30 ივნისი 2026, 20:19
პოლიტიკა
საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში - საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით და პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომელიც ხვალ დასრულდება. ასევე დასრულდა საქართველოს ნახევარწლიანი თავმჯდომარეობა.
30 ივნისი 2026, 20:16
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინა სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა მისდამი ოპოზიციურად განწყობილი პოლონელი პოლიტიკოსები და ამავდროულად ბრალდებები წაუყენა უკრაინას, რომ ის სულ უფრო ხშირად „სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს“.
30 ივნისი 2026, 20:11
პოლიტიკა
საქართველო-ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი კავშირი და მეტი ეფექტი დაკავშირებადობის მიმართულებით. საქართველო-ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო. ყაზახეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა ეკონომიკაში, დიდია ინვესტიციების მოცულობა, მათ შორის ფოთის პორტის გასულ წელს გახსნილ ტერმინალში.
30 ივნისი 2026, 19:53
მსოფლიო
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შტატებს აქვთ უფლება, ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აუკრძალონ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორ კონსერვატიულ შტატში მიღებული კანონები, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა სპორტში ასპარეზობას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გზას გაუკვალავს მსგავს აკრძალვებს აშშ-ის მასშტაბით და დონალდ ტრამპს „კულტურულ ომში“ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოუტანს.


