ნანა კაკაბაძე: დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ანტიქართული ძალები ყველა საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვის - შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგო
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
საქართველოს შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რადგან ჩინელებს გადასცეს ისეთი ძვირფასი და საიდუმლო ინფორმაცია, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებიც სწორედ ამ ბანკიდან იღებენ პენსიებს, ხელფასებს და სხვადასხვა სახის დახმარებებსო, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ანტიქართული ძალები ყველა მიზეზს და საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვისა და სახელმწიფო გადატრიალებისათვის საფუძვლების მომზადებისთვის.
„SOS! აკაცუკებმა ხელისუფლების მორიგი ღალატი გაშიფრეს. დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ანტიქართული ძალები ყველა მიზეზს და საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვისა და სახელმწიფო გადატრიალებისათვის საფუძვლების მომზადებისთვის.
მნიშვნელობა არა აქვს, ეს იქნება ვინმეს ჩაჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რაიმე უბედური შემთხვევა, ავადმყოფი ბავშვებისთვის არალიცენზირებული წამლების შეძენაზე უარის თქმა თუ „ტროტუარზე დგომისთვის“ ან ხელისუფლების ერთ დღეში დამხობის წარუმატებელი მცდელობისათვის დაპატიმრებული „პოლიტიკური პატიმრების“ ციხეში ავად გახდომა, რაც თურმე მათი „წამებით და არაადამიანური მოპყრობით“ არის გამოწვეული.
ევროსტრუქტურების რეზოლუციები ხომ ლამის ყოველდღიურ საკვებად ექცათ ჩვენი ქვეყნის პროფესიით „პატრიოტებს“, რომლებიც ციური მანანასავით ელოდებიან მორიგ რეზოლუციას, რომ იქნებ ერთი მორიგი აგური მაინც გამოაცალონ ხელისუფლების და ქვეყნის დამოუკიდებელი პოლიტიკის შენობას.
საქართველოს შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რადგან ჩინელებს გადასცეს ისეთი ძვირფასი და საიდუმლო ინფორმაცია, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებიც სწორედ ამ ბანკიდან იღებენ პენსიებს, ხელფასებს და სხვადასხვა სახის დახმარებებსო.
ჯერ ერთი, რა ისეთი დიდი საიდუმლოებაა ამ ბანკთან დაკავშირებული ადამიანების პირადი ნომრები, დაბადების თარიღები, მისამართები და თუნდაც ტელეფონის ნომრები, და მეორეც, ეს ჩვენი „პროჩინური“ ხელისუფლება რაღა მრავალ ასეულ მილიონ დოლარს დაახარჯინებდა „ჩინელ ბატონებს“, მათ საამებლად ხომ ისედაც შეეძლო ეროვნულ ბანკს სრულად გადაეცა ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რაც ლიბერთი ბანკში არსებობდა? მაგრამ ეს რომ გააანალიზო, ამისათვის სულ მცირე ლოგიკური აზროვნება უნდა გაგაჩნდეს და ტვინი არ უნდა გქონდეს ჩაცემენტებული იდეოლოგიური სტერეოტიპებით. ოდნავ თუ გაანძრევ თავს, ის კითხვაც დაგებადება, რომ თუ ასეთი საშიშები და ქვეყნის დამაქცევრები არიან ეს ჩინელები, „მაგთი“, „სილკი“ და „სელფი“ ჩინურ აპარატურას რატომ ხმარობენ, არ ეშინიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით „სრულიად საიდუმლო“ დემოგრაფიულ თუ ფინანსურ მდგომარეობაზე ჰქონიათ წვდომა ჩინელებს?
ისე, საინტერესოა, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული დიდი ბანკები და საბანკო კორპორაციები, რომლებსაც არა იმ სახელმწიფოს, არამედ უცხო ქვეყნების დიდი კაპიტალის წარმომადგენლები ფლობენ, ვერ ხვდებიან ასეთ „სასიკვდილო საშიშროებას“ საკუთარი მოქალაქეებისათვის თუ მხოლოდ ჩვენმა „გენიოსებმა“ გაშიფრეს კარს მომდგარი ეს უსაშიშესი საფრთხეები?
რასაკვირველია, ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვებია, თორემ არც ისეთი უგუნურები არიან ჩვენი აკაცუკები, რომ არ ესმოდეთ ჩინეთთან თუ სხვა დიდ სახელმწიფოებთან კონტაქტებისა და მოკავშირეობის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.
იმასაც კარგად ხედავენ, რომ ჩინეთთან, არაბულ ქვეყნებთან და ტოპ ტვინებისთვის ხელწამოსაკრავ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ შუა აზიის ქვეყნებთანაც სამოკავშირეო ურთიერთობების დალაგებას როგორი მიზანსწრაფულობით ცდილობენ ევროპაც და ამერიკაც.
მაგრამ მათ დღის წესრიგში ხომ საერთოდ არ არის ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა.
მთავარია ჯერ თავი დაირწმუნონ, შემდეგ სხვები დაარწმუნონ, რომ მათ მიერ დემონიზებული ხელისუფლება ქვეყნის მტერია, რომლის მიზანი საქართველოს დაღუპვაა, რუსეთის კოლონიად გადაქცევაა და მხოლოდ ამისათვის აკეთებს ყველაფერს. ეს არის მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკური ჩარჩო და ვინც პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ამ ჩარჩოს ერთი მისხალითაც კი გადაცდება, ისიც „მტრების“ რიგებში გადაინაცვლებს.
ეს იმას ჰგავს, დოღში მონაწილე ცხენს თვალთახედვის არეალს გვერდებზე რომ უზღუდავენ, რათა მხოლოდ პირდაპირ იყუროს და თვალი სხვაგან არ გაექცეს.
ცხენებზე და ცხოველებზე ეს გამართლებულია, რადგან მათ აზროვნების ნაცვლად პატრონების ბრძანებების შესრულება ევალებათ, მაგრამ ადამიანები ხომ მოაზროვნე არსებები არიან და რატომ ცდილობთ მათ აზროვნების სივრცე არათუ შეუზღუდოთ, არამედ საერთოდ აუკრძალოთ გვერდზე გახედვა და იმაზე მსჯელობა, ხომ არ არის უკეთესი არა პირდაპირი (მით უმეტეს, როცა ჩანს, რომ ეს პირდაპირი გზა კედელს ეხეთქება), არამედ შემოვლითი გზები? ასე ხომ სწორედ მათგან ვითომ უარყოფილი კომუნისტები იქცეოდნენ, როდესაც ყველაფერს ბოროტს და მოღალატებობრივს ეძახდნენ, რაც მათ მიერ დაწესებულ პოლიტიკურ ჩარჩოებს სცილდებოდა.
ოდნავი ცივილიზებული და საღი აზროვნება სჭირდება იმის გაგებას, რომ თუ რომელიმე მედიის ან ჟურნალისტის პოზიცია შენთვის მიუღებელია, მას „პროპაგანდისტულად“ და ტყუილების გამავრცელებლად თვლი, ოპონენტის ჩაქოლვა, დასანქცირება და გაუქმება კი არ უნდა ეცადო, არამედ მას შენი სიმართლე უნდა დაუპირისპირო, ტყუილს სიმართლით უნდა ებრძოლო.ეს არის პატიოსანი ბრძოლის ფორმაც და საზოგადოებრივ ინტერესებზე ზრუნვაც.
ამ ჩვენმა აკაცუკებმა ვერ გაიგეს და ვერ გაითავისეს, რომ ინტერნეტის ეპოქაში შეუძლებელია სიმართლის დამალვა. რაც უნდა ბევრჯერ გაიმეორონ ტყუილი, ან ტყუილგარეული სიმართლე, არსებობს უამრავი ალტერნატიული საინფორმაციო საშუალება და ადამიანების უმრავლესობა, მაინც საკუთარი აზროვნებით მიდის სიმართლემდე. ამიტომ აღიზიანებთ აკაცუკებს პრო-სახელისუფლებო 2 თუ 3 ტელე-მედიასაშუალების („პროპაგანდისტულს“ რომ ეძახიან) არსებობა და თავიანთ უცხოელ ლობისტებს ეხვეწებიან, რომ როგორმე გააჩუმებინონ, რადგან სიმართლემ და განსხვავებულმა აზრმა ხალხამდე ვერ მიაღწიოს. თორემ მათ ხომ გაცილებით მეტი ტელე და ინტერნეტ საშუალება აქვთ, სადაც მართლა გებელსისეული პროპაგანდა იღვრება დღე და ღამე.
დემოკრატიული პრინციპები სწორედ ჯანსაღ კონკურენციას გულისხმობს და არა კონკურენტების თავიდან მოშორებას.
მაგრამ როდესაც თავი და გული მხოლოდ ბოღმით, შურით და ხელისუფლების ნებისმიერი გზით დაუფლების სურვილით გაქვს დახშული, მაშინ ჩინელებისათვის საქართველოს მოქალაქეების მონაცემების გადაცემის უსაფუძლო და სულელური მიზეზი, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მძლავ არგუმენტად გეჩვენება“, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 12:49
მსოფლიო
მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება
საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.
14 სექტემბერი 2026, 12:40
ეკონომიკა
2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერი 2026, 12:39
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.
14 სექტემბერი 2026, 12:31
ეკონომიკა
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება
„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.
14 სექტემბერი 2026, 12:07
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
14 სექტემბერი 2026, 11:59
მსოფლიო
კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა
„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.
14 სექტემბერი 2026, 11:55
პოლიტიკა
გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს
გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.
14 სექტემბერი 2026, 11:47
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს
ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
14 სექტემბერი 2026, 11:27
მსოფლიო
ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება
„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 11:23
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე
რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა.
14 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება
ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ
„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე. მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ვაიდელი.
14 სექტემბერი 2026, 11:11
რეგიონი
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
14 სექტემბერი 2026, 11:10
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.
14 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა
„თუ ფრანგი ხალხის ხმებით თქვენი პრეზიდენტი გავხდები, საფრანგეთის სახელით განვაცხადებ, რომ ფრანგები არ ეთანხმებიან გერმანიის მიერ კონტინენტზე წამყვანი კონვენციური არმიის აღდგენას, რადგან ჩემი კითხვა ასეთია - რისთვის? ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, სამხედრო თვალსაზრისით ყველა სხვაზე მაღლა დადგეს, განსაკუთრებით კი ფრანგებზე“, - განაცხადა მელანშონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
14 სექტემბერი 2026, 10:53
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა
„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.
14 სექტემბერი 2026, 10:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება
„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.
14 სექტემბერი 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა
„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.


