30 ივნისი 2026, 08:49 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის საკითხებზე ისაუბრეს.

„ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შევხვდი. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები", - წერს ირაკლი კობახიძე.

ყველა სიახლე

30 ივნისი 2026, 10:26

ჯანდაცვა

სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, EMT მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

30 ივნისი 2026, 10:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში

ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

30 ივნისი 2026, 10:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება

ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს.

30 ივნისი 2026, 10:22

ტაბლოიდი

სიცხის გამო ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრით გაიზარდა

„როდესაც ტემპერატურა -10-დან +40 გრადუსამდე იცვლება, ეიფელის კოშკი დაახლოებით 10 სანტიმეტრით იზრდება. ეს შეესაბამება 2 სანტიმეტრს ყოველ 10 გრადუსზე“, - განმარტა ლემუანმა.

ირაკლი კობახიძე

30 ივნისი 2026, 10:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს

ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს.

30 ივნისი 2026, 10:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის

„ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული ამაზე. რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30 ივნისი 2026, 10:18

რეგიონი

ComCom-მა მარტვილში ინტერნეტის მიზნობრივ და უსაფრთხო გამოყენებაში მეწარმეები გადაამზადა

ადგილობრივმა მეწარმეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც საკუთარი საქმიანობისთვის ეფექტიანად გამოიყენებენ. მათ შორის, პროგრამის ბენეფიციარები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

პეტერ ფიშერი

30 ივნისი 2026, 10:09

პოლიტიკა

გერმანიის ელჩმა საქართველოში მისია დაასრულა

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოში მისი მისია დასრულებულია.

30 ივნისი 2026, 10:03

სპორტი

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან სენსაციურად წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.

30 ივნისი 2026, 09:51

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა.

მასუდ პეზეშკიანი

30 ივნისი 2026, 09:38

მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი: თუ ამერიკული მხარე შეთანხმების პირობებს დაიცავს, საკუთარ ვალდებულებებს ირანიც შეასრულებს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ შეთანხმების პირობებს დაიცავს, ისლამური რესპუბლიკაც შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.

30 ივნისი 2026, 09:23

სპორტი

გერმანიის საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ვერ გადის

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრები პარაგვაის გუნდთან დამარცხდა და 1/8 ფინალში ვერ გადავიდა.

30 ივნისი 2026, 09:15

მსოფლიო

ვენესუელაში მაშველებმა გადაარჩინეს ადამიანი, რომელმაც ნანგრევებში 5 დღე გაატარა

ვენესუელაში მაშველებმა 21 წლის კაცი გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 5 დღე გაატარა. 106-საათიანი ტყვეობიდან ახალგაზრდა მამაკაცის ამოყვანის ოპერაცია 43 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადარჩენილი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დონალდ ტრამპი

30 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპი აშშ-ში ბენზინზე ფასების დაწევას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი კლებულობს, საწვავის საცალო გაყიდვები კვლავ მაღალ ფასად ხდება, რაც მიუღებელია.

30 ივნისი 2026, 08:47

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. ზაპოროჟიეში საოკუპაციო ძალებმა ავტობუსს დაარტყეს. შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

ოლჟას ბეკტენოვი

30 ივნისი 2026, 08:42

პოლიტიკა

ყაზახეთის პრემიერი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას, ვაჭრობა და საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება

ყაზახეთი საქართველოს მიიჩნევს სანდო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბეკტენოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას.

ირაკლი კობახიძე

30 ივნისი 2026, 08:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით

ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას.

30 ივნისი 2026, 08:35

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

სულხან თამაზაშვილი

30 ივნისი 2026, 08:32

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.