მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას და პრიორიტეტულ მიმართულებებს დაეთმო.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შუა დერეფნის განვითარება, რაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.
„პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის შუა დერეფნის განვითარება, ყაზახეთს აქვს დიდი ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის ამ მიმართულებით. ბუნებრივია ჩვენც გვაქვს დიდი ინტერესი ყაზახეთთან განვავითაროთ თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ორივე ქვეყნის მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ დაკავშირებადობას, ეკონომიკური განვითარებასა და კეთილდღეობის ზრდას.
„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნეს კავშირები, ხალხთა შორის კავშირები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რაც სასიკეთო იქნება როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
30 ივნისი 2026, 12:22
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგი 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
აშშ-ის სტრატეგიულ ნავთობის რეზერვში ნედლი ნავთობის მარაგი 5.5 მილიონი ბარელით შემცირდა და 325,7 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 1983 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 12:01
მსოფლიო
მედია: მონაკოში ძლიერი აფეთქების შედეგად დასანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი მძიმედ დაშავდა
მონაკოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდნენ ბიზნესმენი უკრაინიდან ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და შვილი. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 11:51
საზოგადოება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალარინების სისტემების დაცვის წესებზე, კომერციული ობიექტების ინფორმირება დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რეგიონებში წყალარინების ქსელის დაცვისა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომერციული და სამეწარმეო ობიექტების მფლობელების ინფორმირების კამპანია დაიწყო.
30 ივნისი 2026, 11:45
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აგენტურასთან კითხვა მაქვს - ნატოში და ევროკავშირში შესასვლელად საქართველოს რომელიმე ქვეყანასთან შეერთების გეგმა ხომ არ აქვთ? მაინც ყველაფერზე თანახმა არიან - ცალ ფეხზე დგომაზე, გეი-აღლუმების გამართვაზე და ა.შ
„ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა ერთ ქვეყანას ეუბნებიან შეუერთდეს მეორეს და გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოლდოვას მზადყოფნაზე შეუერთდეს რუმინეთს იმის გამო, რომ ორივე სახელმწიფოს ხალხები ერთ ენაზე საუბრობენ.
30 ივნისი 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უფრო სტაბილური სამეზობლო პაბსეკში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა
„უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის - უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის - განხორციელების ხელშეწყობა“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
30 ივნისი 2026, 11:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. ჩვენ, ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები
გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
30 ივნისი 2026, 11:36
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
30 ივნისი 2026, 11:32
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ბანდერასთან ერთად ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის გზაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, თუ ქვეყანა „უკრაინის მეამბოხე არმიისა“ და სხვა ნაციონალისტების განდიდებაზე უარს არ იტყვის.
30 ივნისი 2026, 11:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „პაბსეკის“ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად - დღესდღეობით პაბსეკის როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე
„საქართველო, როგორც პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ასამბლეას, როგორც უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, ხელს უწყობს დიალოგს, ურთიერთგაგებასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
30 ივნისი 2026, 11:05
საზოგადოება
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
30 ივნისი 2026, 11:02
კულტურა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცის -„Gabriadze Wonders Station“ გახსნას დაესწრო
„რეზო გაბრიაძე ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა. მან შექმნა ერთი შეხედვით კამერული, მშვიდი სამყარო, რომელიც სინამდვილეში უნივერსალური და გლობალურია. კინოში, თეატრში, მხატვრობასა და ხელოვნების სხვა სფეროებში რეზო გაბრიაძემ წარუშლელი კვალი დატოვა. ამავდროულად, თბილისს აჩუქა ადგილი, რომელიც მსოფლიოსთვის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა. რეზო გაბრიაძე დღეს 90 წლის გახდებოდა. ბედნიერებაა, რომ მისი თანამედროვეები ვიყავით“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
30 ივნისი 2026, 10:53
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
30 ივნისი 2026, 10:52
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სულაურში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებსა და რუსთავში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 10:49
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრობენ ასევე ამერიკელი ოფიციალური პირები, უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები და ევროპელი პოლიტიკოსებიც.
30 ივნისი 2026, 10:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის
„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
30 ივნისი 2026, 10:44
მსოფლიო
პოლონეთი უკრაინისთვის Mig-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვარშავა კიევს Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს აღარ გადასცემს.
30 ივნისი 2026, 10:43
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლაშა მაღრაძე, გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებს ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“.
30 ივნისი 2026, 10:37
ტექნოლოგიები
ჩინეთში პირველ სრულად რობოტიზებულ სასტუმროს გახსნიან
სასტუმრო West Artificial Island გუანდუნის პროვინციაში, შენჟენ-ჯუნშანის რაიონში, ხელოვნურ კუნძულზე გაიხსნება. მას მართავს კომპანია, რომელიც რესტორნების, მაღაზიებისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილ სერვის-რობოტებს ქმნის.
30 ივნისი 2026, 10:36
პოლიტიკა
პრემიერი: ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით
„ამ შეხვედრების დატვირთვა ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ უნდა გადაიბარონ ამ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის, მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება“.


