01 ივლისი 2026, 14:10 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე

შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე.

„დღევანდელ ბრიფინგზე ასევე მინდა შევეხო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც თვისებრივ გავლენას ახდენს ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე.
პირველ რიგში, ანტიკორუფციული ღონისძიებები: შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. ასე მაგალითად: სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა.
2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე. სამსახურმა თავისი რეკომენდაციებითა და დარღვევების გამოვლენით უკვე მოახერხა ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა თუ დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების თანხობრივი გამოხატულება 50 მილიონი ლარია,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

გოგა ხაინდრავა

01 ივლისი 2026, 15:27

სამართალი

გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს: უნდა დადგინდეს სიმართლე და სიმართლე არის ერთი, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი, რაც იყო ნათქვამი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში არის სიცრუე და ცილისწამება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. განაჩენს მოსამართლე 14 ივლისს გამოაცხადებს.

მარიამ ქვრივიშვილი
 ლაზიზ კუდრატოვი

01 ივლისი 2026, 15:25

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

01 ივლისი 2026, 15:22

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე: არ მგონია ამ გადაწყვეტილებამ მათი წევრების რიგები გააფართოვოს - ასეთი ქაოსური გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანაში ამ აგენტურის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრებასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფასა. შალამბერიძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

თეა წულუკიანი

01 ივლისი 2026, 15:21

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ორი ათასი ლარით დაჯარიმდა

საქართველოს მოქალაქე გიორგი შიოშვილი ორი ათასი ლარით დაჯარიმდა. მან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თეა წულუკიანის მისამართით.

გურამ მაჭარაშვილი

01 ივლისი 2026, 15:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ

თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

თამთა სოფრომაძე

01 ივლისი 2026, 15:19

ეკონომიკა

თამთა სოფრომაძე: Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2 დონეზე დადასტურება და პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლებისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

01 ივლისი 2026, 15:18

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ გაწევრების გადასახადის დაწესებაზე: „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო ამძიმებს თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერების ფინანსურ მდგომარეობას და პირდაპირ სთხოვს მათ ფულად შენატანს. ეს არის უმძიმესი კრიზისი, პრაქტიკულად დასასრული ამ პარტიისა

„დავალების მიმცემები დავალებას აძლევენ „ნაცებს“, თუმცა საქართველოში გატარებულმა შესაბამისმა საკანონმდებლო რეფორმამ აგენტურას დაფინანსების თვალსაზრისით გაურთულა ჯიბეების შევსება, ამიტომაც, ახლა ვხედავთ, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო ამძიმებს თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერების ფინანსურ მდგომარეობას და პირდაპირ სთხოვს მათ ფულად შენატანს. ეს არის უმძიმესი კრიზისი, პრაქტიკულად დასასრული ამ პარტიისა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 15:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის

აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

01 ივლისი 2026, 14:55

პოლიტიკა

2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა

2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი, სინამდვილეში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მათი მმართველობის დროს, იყო სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში და ამიტომ მას თავისი როლი რჩება და განსაკუთრებული როლია ეს არამხოლოდ მის პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში აგენტურულ ჯგუფებში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:50

სამართალი

მამუკა მდინარაძე გიგა ავალიანის საქმეზე: დაზარალებულს ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც - როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში

ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

სი ძინპინი ვლადიმერ პუტინი

01 ივლისი 2026, 14:50

მსოფლიო

Reuters: რუსეთმა ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების ჩატარება უმაღლეს დონეზე დაამტკიცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა გასულ წელს ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი შესწავლილ დოკუმენტებზე და ევროპელი ოფიციალური პირებისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ

ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

01 ივლისი 2026, 14:47

საზოგადოება

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ივლისი 2026, 14:42

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში

საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც

ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

01 ივლისი 2026, 14:33

სამართალი

სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე თამარ ჩერგოლეიშვილი 2500 ლარით დაჯარიმდა

ჩერგოლეიშვილის ანგარიშზე მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. პირველად ის ხუთი ათასი ლარით დააჯარიმეს.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ივლისი 2026, 14:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:26

ეკონომიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება და არ ჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში

„ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტიურ შედეგებზე ყველა მიმართულებით, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

01 ივლისი 2026, 14:25

სამართალი

2026 წლის 1-ლი ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე

უწყების ინფორმაციით, საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა.